x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში საჰაერო დარტყმები მიიტანეს
image

ისრაელმა საჰაერო იერიშები დაიწყო ღაზას სექტორში მებრძოლი სამიზნეების წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ტერიტორიიდან იერუსალიმისკენ რაკეტები გაისროლეს.
ღაზაში ჰამასის მიერ მართული პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სროლების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

იერუსალიმში სარაკეტო გასროლის შედეგად მოხდა ისრაელის პარლამენტის ევაკუაცია.

ისრაელმა განაცხადა, რომ მან მოკლა ჰამასის მინიმუმ სამი ბოევიკი. ”ჩვენ დავიწყეთ და ვიმეორებ, რომ დავიწყეთ ღაზას სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა.


ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასმა "გადაკვეთა წითელი ხაზი" და ისრაელი პასუხობს "დიდი ძალით".

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის განცხადებით, შეტაკებების შედეგად 305 პალესტინელი დაშავდა, 228 კი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შვიდი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ისრაელის საპოლიციო ძალებმა განაცხადეს, რომ 21 ოფიცერი დაშავდა და სამს საავადმყოფო მკურნალობა დასჭირდა.

პალესტინის მთავრობის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა დაგმო ისრაელის ქმედებები.

”ისრაელის საოკუპაციო ძალების სასტიკი შტურმი და თავდასხმა მორწმუნეებზე ნეტარ ალ-აქსას მეჩეთსა და მის ეზოებში ახალი გამოწვევაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის”, - თქვა სპიკერმა ნაბილ აბუ რუდეინემ.

0
138
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0