x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
13 რამ, რასაც ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად აკეთებენ

ქალები და მამაკაცები ხომ ყველაფრით განსხვავებულები არიან, საიდუმლო კი წვრილმანებშია. აი ის 13 რამ, რასაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები სხვადასხვანაირად დაუფიქრებლად აკეთებენ:


1. იხდიან

მამაკაცები ყოველთვის ზურგისკენ იწევიან და მაისურს საყელოდან ან მაისურის ბოლოდან იხდიან, ქალები კი პირიქით, წინ გადაიჯვარედინებენ ხელებს და მაისურს ყოველთვის გადმობრუნებულს იხდიან.

image


2. აწვდიან ხელებს

დაკვირვებიხართ, რომ თუ მამაკაცს სთხოვთ ხელები გაჩვენოთ, ის აუცილებლად ხელისგულს გამოგიწოდებთ, ქალი კი პირიქით. ალბათ ლამაზი მანიკიურის დემომსტრირება უნდათ, რას იტყვით?

image


3. ისვრიან ბურთს

მამაკაცები ხელებს თავს ზემოთ იჭერენ და ისე ისვრიან, ქალები კი პირიქიტ, ქვევიდან ზემოთ ისვრიან.

image

4. ამთქნარებენ

დაკვირვებიხართ, რომ ქალები მთქნარებისას ყოველთვის ხელისგულს იდებენ პირზე მამაკაცები კი შეკრულ მუშტს?

image


5. ესმით

ქალები მამაკაცებზე უკეთ ისმენენ და შესანიშნავად განასხვავებენ მაღალ სიხშირეებს. ქალის ტვინი დაპროგრამებულია ბავშვური ტირილზე და მამაკაცების უმეტესობას ღამით არაფერი ესმის და ისე სძინავთ, თითქოს არაფერი მომხდარა. თუ კნუტი სადმე კნავის, ქალი პირველი შეამჩნევს. თუმცა მამაკაცი უკეთ განსაზღვრავს ხმის მიმართულებას და ორიენტირდება სივრცეში, ის გეტყვით, სად იმალება კნუტი.

image



6. სხედან

ქალი მიტყუპებული ფეხებით ზის, ან ცალი ფეხი მეორეზე აქვს გადადებული, მამაკაცები კი უპირატესობას გაცალკევებულ მუხლებს ანიჭებენ. ნაწილობრივ ეს იმიტომაა, რომ ქალები ქვეცნობიერად არია შეჩვეულები კაბის ტარებას და შესაბამისად უფო მოკრძალებულად ჯდომას. მამაკაცების ეს პოზა კი ცხოველურ ინსტინქტებშია დამალული. ეს ლიდერის, ალფას პოზაა ჯგუფსი, როდესაც თავის მამაკაცურობას ხაზს უსვამს.

image


7. არჩევენ ერთმანეთისგან მარჯვენას და მარცხენას

მამაკაცები ერთმანეთში არასოდეს ურევენ მარჯვენას და მარცხენას, რადგანაც ოპერირებენ ან მარჯვენა, ან მარცხენა ნახევარსფეროთი. რაც შეეხება ქალებს, თუ ჰკითხავთ მათ მარჯვენა ხელი რომელიაო, მყისიერ პასუხს უმეტეს შემთხვევაში ვერ მიიღებთ. ისინი ქვეცნობიერად გაიხსენებენ რომელი ხელით წერენ, ან ბეჭედს დახედავენ.

image


8. ხედავენ

მამაკაცებს ნათლად და გარკვევით შეუძლიათ დაინახონ რა ხდება წინ, ამას ეწოდება "გვირაბის" ხედვა, მონადირის მხედველობა, რომელიც ეხმარება მტაცებლის პოვნასა და თვალყურში. ქალებს აქვთ უკეთესი პერიფერიული მხედველობა. ფაქტია, რომ ქალი უკეტესად ხედავს მის გარშემო არსებულ სივრცეს რათა ინსტინქტურად გააკონტროლოს შვილი და დაინახოს მოსალოდნელი საფრთხე.

image


9. იკრავენ ხალათს

ქალებს ქამარი ყოველთვის წელზე აქვთ შემორტყმული, თითქოს უნდათ ხაზი გაუსვან რომ წვრილი წელი აქვთ. მამაკაცებს კი პირიქით, მუდამ თეძოებზე აქვთ შემორტყმული.

image


10. ესმით სხვების გრძნობები

ქალი მყისიერად შიფრავს ვერბალურ, ვიზუალურ და ყველა სხვა სიგნალს. როდესაც ის ოთახში შედის, სადაც უცხო ხალხია, პირველი, რასაც აკეთებს, ეს არის მათი დაკვირვება და სწრაფად განსაზღვრავს ვინ არის ერთმანეთთან კარგად, ვის აქვთ კამათი და ვინ როგორ გრძნობს თავს. როდესაც მამაკაცი შემოდის ოთახში, იგი ათვალიერებს ოთახს, აღრიცხავს შესასვლელებსა და გასასვლელებს, ეძებს ნაცნობ სახეებს და პოტენციურ მტერს. ამავე დროს, მისი ლოგიკური გონება აღნიშნავს, რომ აჭიროა რარაცის შეკეთება ან განახლება, მაგალითად, გატეხილი მინა ან დამწვარი ნათურა. ამ მიზეზით, მამაკაცს, როგორც წესი, არ ესმის, რომ მისი მეუღლე ან შეყვარებული განაწყენებული ან გაბრაზებულია მანამ, სანამ თვითონ არ ამბობს ამას.

image


11. აგვარებენ საქმეებს

მამაკაცს მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება შეუძლია. უკი მას წვერის გაპარსვის პროცესში დაელამარაკებით, დიდი შანსია იმისა, რომ შემთხვევით კანი გაიჭრას. ქალს კი ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება შეუძლია, გააკეთოს საჭმელი, ილაპარაკოს ტელეფონზე და ამავდროულად დაალაგოს სახლი. მიზეზები ისევ თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურაში და ისტორიულად ჩამოყალიბებულ სოციალურ როლებშია.

image


12. განიცდიან პრობლემებს

როდესაც ქალს პრობლემები აქვს, ის ამაზე საუბრობს დედასთან, მეგობართან, ქმართან, ავტობუსში მგზავრებთან, მაღაზიაში გამყიდველთან. იგი წერს დღიურს, ტექსტურ შეტყობინებებს, პოსტს სოციალურ ქსელებში. რაც უფრო მეტად განიხილავს იგი პრობლემას, მით უფრო მარტივი ხდება ის. იღებს რჩევებს და ცდილოობს მის გადაჭრას. როდესაც მამაკაცს პრობლემები აქვს, ის ფეხბურთს ჩართავს, დივანზე წამოწვება და პირქუშად დადუმდება. მან ყურადღება უნდა გადაიტანოს სხვა რამესე, რათა სტრესი მოიხსნას. როდესაც დაძაბულობა განიმუხტება, ის იწყებს გამოსავალის ძიებას.

image


13. ინახავენ თავში ინფორმაციას

ქალს თავში რარაც დიდი საკუჭნაოსმაგვარი აქვს, თავისი თაროებით, სადაც ყველაფერი წესრიგშია და თავის ადგილზეა. ქალი ყველაფერზე აგროვებს ინფორმაციას: სად რა დევს, ვინ ვის უყვარს, ვის აქვს დაბადების დღე, რა უნდა მოუმზადოს ბავშვს სკოლის შემდეგ და ა. შ. მამაკაცები კი მსგავსი საქმეებით თავს არ იღლიან. მამაკაცებს ახსოვთ მხოლოდ ის, რაც მათი აზრით მნიშვნელოვანია და ქალებს ეუბნებიან, რომ ისინი თავს “რაღაც სისულელეებით" იტვირთავენ.


image






0
1035
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1035
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0