x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოსკოვმა ზელენსკის "ამერიკელი ბატონების ჩექმების მწმენდავი" უწოდა
image

უკრაინის პრეზიდენტმა ვვლადიმერ ზელენსკიმ გამარჯვების დღის წინ უკრაინელებს მიმართა. მისი მილოცვა გამოქვეყნდა Telegram არხზე.


მან აღნიშნა, რომ უკრაინაში გამარჯვების დღე აღინიშნება 8 მაისს და არა 9 მაისს, რათა "უფრო სრულყოფილად შევინარჩუნოთ და გავაცნობიეროთ ისტორია". ამასთანავე, ზელენსკიმ მოუწოდა მოსახლეობას "არ დაივიწყოს, რომ ნაციზმი აბსოლუტური ბოროტებაა და დაგმოს ყველა, ვინც მას მხარს დაუჭერს."


პოლიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ იბრძოდნენ უკრაინელები მეორე მსოფლიო ომში რუსებთან, პოლონელებთან, ბრიტანელებთან და სხვებთან ერთად. ”და ნამდვილად არა იმისთვის, რომ 76 წლის შემდეგ ომმა ჩვენი ხალხის სიცოცხლე შეიწიროს”, - დაასკვნა ზელენსკიმ.



უკრაინაში, სახელმწიფო დონეზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღმნიშვნელი ძირითადი ღონისძიებები ტარდება არა 9 მაისს, არამედ მე -8 ში "ხსოვნისა და შერიგების დღეს" რომელიც დაარსდა 2015 წლის მარტში. ამრიგად, მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები ტარდება ევროპული წესით.



ზელნსკის უმალ პასუხი გასცა მოსკოვმა.სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, რუსლან ბალბეკმა უკრაინას "ამერიკელი ბატონების ჩექმების მწვენდავი" უწოდა და კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ხალხისადმი მიმართვაზე.


"უკრაინის პრეზიდენტი სიცრუეში გაიჭედა, ალბათ, მისი ნება რომ ყოფილიყო, იგი დიდი სამამულო ომის ვეტერანებს უკანონოდ გამოაცხადებდა, რათა არ გაეფუჭებინა ისტორიის ”სწორი” ინტერპრეტაციის სურათი. მაგრამ, დღევანდელი უკრაინა უკვე სახელმწიფო არაა, ვაშინგტონისა და ბრიუსელის დიდი თეთრკანიანი ბატონების ჩექმების მწენდავია. როგორც ამბობენ, როცა არ არსებობს საკუთარი აზრი და გადაწყვეტილება - ეს უბრალოდ ღირებულების საკითხია".


ბალბეკმა ზელენსკის სიტყვები ფარისევლური უწოდა :"ОУН-УПА (უკრაინის მეამბოხეთა ნაცისტური არმია, რომელიც აღიარებულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად რუსეთის ფედერაციაში ) განსაკუთრებით გმირულად იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ, დანარჩენები ისე რა - ზედმეტი არაფრის მაქნისები იყვნენ" .

0
81
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0