x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133855
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
აღზრდა-განათლება ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში
image

პირველი კლასობრივი საზოგადოება ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში გაჩნდა( ჩინეთი, ინდოეთი, შუმდინარეთი, ეგვიპტე), სადაც კულტურისა და ცივილიზაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო.ცოდნის გავრცელებამ ხელი შეუწყო სპეციალური სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დაარსებას.

ჩინეთი.პირველი სასწავლო დაწესებულება ჩინეთში დაარსდა ჩვ.წ მე-18 საუკუნეში.ამ სასწავლებლებს ეწოდებოდათ: სიანი, სიუი, სიუე და ისწავლებოდა ექვსი დისციპლინა: ხელოვნება, ეტიკეტი, წერა, ანგარიში, მუსიკა, ისრის ტყორცნა.იეროგლიფების დაზეპირებისა და ექვსივე საგნის შესწავლის შემდეგ მოსწავლეების მომზადებას საზეიმო ვითარებაში ამოწმებდნენ გამოცდილი პედაგოგები და სახელმწიფო მოხელეები.ჩინეთში არსებობდა ფილოსოფიური სკოლები, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კონფუცის ფილოსოფიურ-პედაგოგიურ სკოლას, სადაც მთავარი ყურადღება ექცეოდა ეთიკურ-პოლიტიკური წესებისა და კანონების შეთვისებას.მოსწავლეს ევალებოდა სიტყვა-სიტყვით გადმოეცა კონფუცისა და მისი მოწაფეების ძირითადი დებულებები.მეორე გავლენიანი სკოლა იყო დაოსიზმი — ლაო-ძის — დაოს, ანუ კანონზომიერების შესახებ. დაო სამყაროს ის წესრიგია, რომლის ძალით ჩნდება წინააღმდეგობა ყოველ არსებულში, რაც გარდაქმნის ყოველივეს თავად კი უქმნადი და უცვლელია. დაოსიზმი დიალექტიკური მოძღვრებაა. ჩინელები მეორე ათასწლეულში წერდნენ ბამბუკისა და ხის დაფებზე, შემდეგ აბრეშუმის ტილოზე და ჩვ.წ დასაწყისში გამოიგონეს ქაღალდი და ამით დიდი წვლილი შეტანეს კაცობრიობის კუტურის განვითარებაში.

ინდოეთი.მეორე ათასწლეულში გაჩნდა ახალი ქალაქ-სახელმწიფოები განგისა და ჯამნას ნაპირებზე, ამ ქალაქებში არსებობდა სკოლები წარჩინებული ბავშვებისთვის.სკოლა წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულებას, რომელშიც სწავლობდნენ და სწავლის დამთავრებამდე ცხოვრობდნენ მოსწავლეები.სწავლის ხანგძლივობა 10-12 წელი იყო.სკოლაში მიღება საზეიმო ვითარებაში ხდებოდა.მას “მეორე დაბადებს " უწოდებდნენ.მოწაფე აღიარებდა სკოლის წესებს და პირობას დებდა, რომ შეასრულებდა მათ .ამის შემდეგ მასწავლებელი საზეიმოდ აცხადებდა, რომ მოწაფე მიღებული იყო სკოლაში.მოსწავლეები დილით ადრე დგებოდნენ, ალაგებდნენ საძინებელ ოთახს, აპობდნენ შეშას, ახურებდნენ ღუმელს, ისაუზმებდნენ, ილოცებდნენ და მეცადინეობდნენ, სადილის შემდეგ მუშაობდნენ სკოლის ეზოში, საღამოს კი მეცადინეობდნენ. სწავლის საფასური არ იყო დადგენილი, მშობლები შეძლებისდაგვარად უხდიდნენ მასწავლებელს. სწავლა-განათლებას ძირითადად რელიგიური შინაარსი ჰქონდა.ასევე სკოლებში ისწავლებოდა ფილოსოფია და რიტორიკა.მოსწავლეებს ასწავლიდნენ სამხედრო საქმიანობას, უფროს კლასებში ისწავლეოდა: გრამატიკა, ლიტერატურა, მათემატიკა, ეთიკა, ცეკვები და მუსიკა. კურსდამთავრებულები ინიშნებოდნენ წვრილ მოხელეებად.ინდური ცივილიზაცია დაიბადა ჯერ კიდევ 5 000 წლის წინათ, ხოლო 2500 წლის წინ კი ინდოეთში გაჩნდა "აიურ-ვედა"- მსოფლიოში პირველი მეცნიერება მედიცინის შესახებ და პირველი სამედიცინო სკოლა. ძველი ინდოეთის ექიმებმა იცოდნენ ანესთეზიის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, იმუნური სისტემისა და გენეტიკის შესახებაც კი.


შუამდინარეთში მესამე ათასეული წლების შუა ხანებში არსებობდა სკოლები, რომლებიც ამზადებდნენ წვრილ მოხელეებს.ამ სკოლებში ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ანგარიშს, რელიგიურ

დისციპლინას, ცეკვასა და მუსიკას.შუმერული იეროგლიფების სწავლების პროგრამა ორი ნაწილისაგან შედგებოდა:ნიშნების დამახსოვრება და მათი დაწერის ჩვევების გამომუშავება და შემდეგ ლიტერატურული და რელიგიური ტექსტების შესწავლა.გოგონებისთვის არსებობდა კერძო სკოლები, სადაც ასწავლიდნენ მეოჯახეობას, წერა-კითხვას, ანგარიშს, ცეკვას და მუსიკას. სკოლას სათვეში ედგა “სკოლის მამა" _ მასწავლებელი, მოწაფეებს “სკოლის შვილები" ეწოდებოდათ.სკოლებში ცუდი საქციელისთვის სჯიდნენ ფიზიკურად.სწავლება დიდხანს გრძელდებოდა_ ადრე ბავშვობიდან მოწიფულობამდე.სწავლის გადასახადიც საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ ეს სკოლები მხოლოდ წარჩინებული ოჯახის შვილებისთვის არსებობდა.

შუამდინარეთში უფრო გვიან წარმოიშვა ბაბილონის ქალაქ-სახელმწიფო, რომელშიც იყო როგორც შუმერების მსგავსი, ასევე განსხვავებული სასწავლებლებიც.დაწყებით სკოლებში ისწავლებოდა წერა-კითხვა, ანგარიში, ლოცვები, ხატვა, ცეკვა, მუსიკა. უფრო მაღალი ტიპის სკოლებში კი სამართალი, ასტრონომია, ასტროლოგია, მათემატიკა, შუმერული ენა და კულტურა. შემდეგ შეიცვალა აქადური ბაბილონური ენითა და ცივილიზაციით.ანალოგიური სასწავლებელი არსებობდა აგრეთვე შუამდინარეთის ძლიერ ქალაქ-სახელმწიფო ასურეთში.სასწავლებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულება იყო წიგნების გადაწერაში ახალგაზრდების გაწვრთნა.ქ.ნინევიაშია არსებობდა იმ დროისათვის ყველაზე დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელშიც ათეულ-ათსობით თიხის ფირფიტაზე დაწერილი წიგნი იყო დაცული. დიდი ყურადღება ექცეოდა მათემატიკის შესწავლას.შემოღებული იყო სამოცობითი თვლის სისტემა.ყოველი სამოცი ერთეულ ქმნიდა ერთ ერთეულ

მაღალ რიცხვს.ეს წესი დღემდე შემორჩენილია დროის გაზომვის სისტემაში.

ეგვიპტე.ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ეგვიპტე ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო. მესამე ათსწლეულის დასაწყისში ეგვიპტის ტაძრებთან და ფარაონთა სასახლეებთან არსებობდა სხვადასხვა ტიპის სასწავლებლები. დაბალი ტიპის სასწავლებლებში ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ანგარიშს, სასულიერო რიტუალებს, ცეკვასა და მუსიკას.ასეთი სკოლების მიზანი იყო წვრილ მოხელეთა და გადამწერათა მომზადება.საშუალო ტიპის სასწავლებლებში სწვლობდნენ 5-18 წლის ახალგაზრდები.აქ, გარდა დასახელებული დისციპლინებისა, ისწავლებოდა მათემატიკა, გეომეტრია, სამშენებლო საქმე, ასტროლოგია და სხვა.ანგარიშის შესწავლას პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა.მოსწავლეები სწავლობდნენ მიწის ნაკვეთის გაზომვას, სხვადასხვა სამუშაოსთვის საჭირო მუშახელის გამოანგარიშებას, ტაძრებისა და პირამიდების სიმაღლის განსაზღვრას.გარდა მეცნიერებისა, სკოლებში ისწავლებოდა ტანვარჯიში და ცეკვა.დიდი ყურადღება ექცეოდა კარგი მანერების გამომუშავებას. ტაძრებთან არსებულ სკოლებში ამზადებდნენ სასულიერო პირებს და ისწავლებოდა მედიცინა, მიცვალებულთა ბალზამირებისა და მუმიფიცირების წესი, რთული სნეულებების მკურნალობა, დაავადებათა დიაგნოსტიკა.ეგვიპტეში არსებობდა ასევე სამხედრო სკოლებიც, რომლებშიც დიდ მოხელეთა შვილები სწავლობდნენ. ძველი ეგვიპტის სკოლებში ამზადებდნენ მწერლებს, რომელთაც სამეფო კარზე და ტაძრებში მაღალი თანამდებობები უნდა დაეკავებინათ. ამ პროფესიას ეუფლებოდნენ წარჩინებული ოჯახებისა და მდიდარი მოქალაქეების შვილები. “არ არსებობს სხვა თანამდებობა, გარდა მწერლისა, რომელიც ადამიანს ბატონად აქცევს''.ეგვიპტელ წარჩინებულთა შვილები

ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, მედიცინას, გრამატიკას, ბოტანიკას, ზოოლოგიას, მინერალოგიას, მათემატიკას, ასტრონომიას.სწავლის პროცესი ამ ქყვეყნებში იწყებოდა ადრეული – 5 -6 წლის ასაკიდან. თავდაპირველად მოსწავლე სწავლობდა სწორად წერასა და კითხვას, რისთვისაც ასეულობით იეროგლიფის მოხაზულობა უნდა დაემახსოვრებინა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაუფლებოდა საქმიანი ქაღალდების შედგენის საქმეს.მოსწავლეს მასწავლებლისთვის ყურის გდება და მისი უსიტყვო მორჩილება ევალებოდა. მიღებული იყო ურჩი მოსწავლის გაჯოხვა.image

0
116
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი ხოსიტაშვილი
ქეთი ხოსიტაშვილი
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0