x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134418
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
პილოტმა წინასწარ დაგეგმა თვითმფრინავის დაღუპვა-ახალი გარემოებები დაკარგული მალაიზიური "ბოინგის" გარშემო
image

მალაიზიის ავიახაზების "ბოინგის" პილოტმა, რომელიც 2014 წელს უკვალოდ გაქრა, ზაქარია აჰმად შაჰმა(ფოტოზე) წინასწარ დაგეგმა ლაინერის გაქრობა და ტრაექტორია ისე დაგეგმა, რომ გაურკვეველი ყოფილიყო სად ჩავარდებოდა საჰაერო ხომალდი. ამის შესახებ განცხადება კოსმოსურმა ინჟინერმა რიჩარდ გოდფრიმ (Richard Godfrey) გააკეთა.


სპეციალისტის აზრით, მალაიზიური ლაინერის პილოტმა ისე დაგეგმა ფრენის ტრაექტორია, რათა ვერავის გამოეცნო მიმართულება.


გოდფრიმ აღნიშნა, რომ რუკაზე თვითმფრინავის ტრაექტორიას შეიძლება თვალი მიადევნო გლობალური რადიოსისტემის Weak Signal Propagation (WSPR)-ის მეშვეობით (WSPR) რომელსაც შეუძლია თვითმფრინავების აღმოჩენა, როდესაც ისინი სიგნალებს კვეთენ "ელექტრონული ხაზების" გამოყენებით. ”WSPR ჰგავს ლაზერული სხივების კონას, რა დროსაც ამ შემთხვევაში ისინი ყველა მიმართულებით მუშაობენ- ჰორიზონტიდან დაწყებული და დედამიწის მოპირდაპირე მხარეთი დასრულებული”, - აღნიშნა სპეციალისტმა.


image

მან განმარტა, რომ დაკარგულმა თვითმფრინავმა ინდოეთის ოკეანეზე ფრენის დროს გადაკვეთა 8 ასეთი ხაზი, რაც ემთხვევა MH370 ტრაექტორიის წინა კვლევებს ამავდროულად, ინჟინერი დარწმუნებულია, რომ შაჰმა გამოიყენა სანავიგაციო წერტილები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ლაინერის აღმოჩენა.



გოდფრი ასევე ამტკიცებს, რომ მფრინავი იცნობდა ახლომდებარე რადარების სამუშაო გრაფიკს და იცოდა, რომ ამ ღამით და შაბათ-კვირას რადარის სისტემები არ იმუშავებდა.



” ფრენის მარშრუტი კარგად იყო დაგეგმილი, ხომალდს არ გადაუკვეთია არცერთი არსებული კომერციული მარშრუტი. როგორც ჩანს, მფრინავს დიდად არ აინტერესებდა საწვავის ხარჯი, მეტი ყურადღება კვალის არევას დაუთმო ”, - დაასკვნა ექსპერტმა და დასძინა, რომ ტრაექტორიასა და სიჩქარეში მთელი რიგი ცვლილებებით მივდივართ დასკვნამდე, რომ მფრინავი აქტიური იყო ფრენის დროს.



2021 წლის მარტში ექსპერტებმა შეისწავლეს სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი ფრთის ფრაგმენტი, რომელიც სავარაუდოდ მალაიზიის ავიახაზების "ბოინგს" ეკუთვნოდა, რომელიც 2014 წელს გაქრა და გამოაქვეყნეს კატასტროფის ახალი ვერსია. მათი აზრით, თვითმფრინავი დიდი სიჩქარით შეეჯახა ინდოეთის ოკეანის ზედაპირს, ექსპერტების აზრით სავარაუდოდ პილოტებმა თვითმფრინავზე კონტროლი დაიკარგეს. ამ თეორიის მომხრეები თვლიან, რომ ხომალდის ნამსხვრევები შეიძლება იყოს ოკეანის ფსკერზე, ლიუვინის კონცხიდან თითქმის 2000 კილომეტრის დაშორებით, რომელიც არის ავსტრალიის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი წერტილი.

image


შეგახსენებთ, 2014 წლის 8 მარტს, ავიაკომპანია მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ- 777“, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინისკენ მიფრინავდა, ინდოეთის ოკეანის თავზე გაუჩინარდა.


მას შემდეგ რეის MH370-ისა და მასზე მყოფი 239 მგზავრის ბედი დღემდე უცნობია. უშედეგოდ დასრულდა რამდენიმე მასშტაბური საერთაშორისო ექსპედიცია, რომლის შემდეგაც შეწყდა თვითმფრინავის ორგანიზებული ძებნის პროცესი.დღემდე დაუდგენელია თვითფრინავის გაქრობის ზუსტი მიზეზი.

0
260
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0