x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოვიდა
ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოვიდა


2021 წლის 6 მაისს ლევან ვასაძემ ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და მის სამოქალაქო მოძრაობას, რომელიც ახლო მომავალში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება უწოდა "ერთობა, რაობა, იმედი", რაც ქმნის "ერი"-ს აბრევიატურას. როგორც ლევან ვასაძე აცხადებს, ეს არის კონსერვატული ძალა, რომელიც იქნება ერთადერთი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც დაუპირისპირდება ლიბერალურ, გლობალისტურ პოლიტიკას და გაატარებს ნაციონალური ინტერესების დაცვის და სუვერენიტეტის გამყარების პოლიტიკას. ის არის მომხრე შვეიცარიული მოდელისა, რომლის მიხედვითაც საქართველოში უნდა დამყარდეს ნამდვილი სახალხო მმართველობა, ქმედითი დემოკრატია, რომლის მიხედვითაც ხალხს რეალური ბერკეტები ექნება გარანტირებული იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები და აკონტროლოს მთავრობა არა მხოლოდ 4-წლიანი შუალედებით ჩატარებული არჩევნებით, არამედ არჩევნებს შორის პერიოდში ხალხისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ჩატარდეს სახალხო რეფერენდუმები და ამგვარად იღებდეს სახელმწიფო მთავარ გადაწყვეტილებებს. უნდა გაუქმდეს პარტიები და პირდაპირ ცალკეული პირები უნდა იქნან არჩეულნი, საქართველო კვლავ უნდა გახდეს საპრეზიდენტო ქვეყანა ძლიერი და ქმედუნარიანი მმართველი ვერტიკალით, უნდა გატარდეს საქართველოს წარმოების ხელშეწყობის პროტექციონისტული პოლიტიკა და დაიწყოს დიალოგი რუსეთთან იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იქნას აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და როგორ დაბრუნდეს საკუთარ სახლებში 500 ათასამდე ქართველი დევნილი. ამ ყველაფრის შესახებ, ლევან ვასაძემ 6 მაისს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ასევე ახსნა მისი დუგინთან საუბრის და დაახლოების მიზეზი და თქვა, რომ 2015 წლამდე დუგინი აკეთებდა ანტი-ქართულ განცხადებებს, ამავე დროს ის ითვლება რუსეთის პატრიოტულ და კონსერვატიულ ნაწილში სერიოზულ მოაზროვნედ და მის აზრებს ითვალისწინებენ, ამიტომ ლევანისთვის ეს გამოწვევა იყო, რომ დაერწმუნებინა დუგინი იმაში, თუ რამდენად არასწორი და კონტრ-პროდუქტიული, ორივე მხარისთვის მავნე პოლიტიკა და მიდგომები აქვს რუსეთს საქართველოსადმი. როგორც ლევანი აცხადებს, მან ეს მოახერხა და 2015 წლის შემდეგ დუგინს ანტი-ქართული განცხადებები არასოდეს გაუკეთებია, მეტიც, ის გახდა ერთადერთი გავლენიანი რუსი საზოგადო მოღვაწე, რომელმაც სახალხოდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოსთან რუსეთს ბევრი რამ შეეშალა და რომ საქართველოს დღევანდელი დაკარგული ტერიტორიები მხოლოდ დროებითი მოვლენაა. (იხ. სრული პრესკონფერენცია).

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლევან ვასაძე და მისი გუნდი მართავს დიდ დემონსტრაციას 16 მაისს, 14:00 საათზე, 9 აპრილის ბაღში, ქაშვეთის უკან. გუნდი მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს მისვლისკენ და მათთვის ლეგიტიმაციის მიცემისკენ, ვინც ფიქრობს, რომ 30-წლიანმა ლიბერალურმა, გლობალისტურმა პოლიტიკამ ამ ქვეყანას მხოლოდ მოუტანა წარმოების სრული მოშლა, ტერიტორიების დაკარგვა, ვალებში ჩავარდნა, კაზინოების ბიზნესის აყვავება, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, დეპოპულაცია, დეინდუსტრიალიზაცია, ფასების ხელოვნური ზრდა და ეკონომიკური გაღატაკება.




სტატიები



1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


18
190
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
190
  
2021, 14 მაისი, 4:08
ესეიგი შენ არ გინდა შესვლა ნატოში და ევროკავშირში შე რუსეთუმე?!
ხალხი ამ კითხვით ერთმანეთს ისე მიმართავს ხოლმე, თითქოს ჩვენი გადასაწყვეტი იყოს და მხოლოდ ჩვენზე იყოს დამოკიდებული.
"ა, შენ არ გინდა, რომ შევიდეთ, აი, შენნაირები არიან პრობლემა და ამიტომ არ გვიშვებენ. ქართველები არ არიან ღირსები არაფრის და არ არიან დასავლეთის ერთგულები, ეს იციან და ამიტომ აღარ გვიშვებენ."
აი ასეთი ბავშვური დამოკიდებულება როგორ შეიძლება ზრდასრულ ხალხს ქონდეს, ჩვენ როგორც ვმსჯელობთ? აქ იმაზე კი არაა საქმე ჩვენ ვიმსახურებთ თუ არა შესვლას ან გვინდა თუ არა შესვლა... კითხვა მდგომარეობს იმაში საერთოდ შესაძლებელია თუ არა საქართველოს შესვლა ევროკავშირსა და ნატოში...
ევროკავშირში მოლდოვეთს, უკრაინას და ბალკანეთის სახელმწიფოებს არ აწევრიანებენ და თურქეთს ალოდინებენ 1955 წლიდან დღემდე და ჩვენ რატომ მივიღებენ ან რა ლოგიკით, როცა რუსეთთან ამხელა პრობლემები გვაქვს, ან სად ვმდებარეობთ საერთოდ... თურქეთი, რუსეთი და შავი ზღვა გვაშორებს და საიდან სადაო. თან ევროკავშირის ხალხმა გამოაცხადა რომ არათუ გაფართოება, ახლა რომ არ დავიშალოთ ბრექსითის მერე და სხვებმაც იგივე არ ქნან, მით უმეტეს ევროპაში მემარჯვენე ძალების გააქტიურების და ზოგ ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში მოსვლის ალბათობის გაზრდის ფონზე, მაგაზე უნდა ვიმუშავოთო და ეგ საკითხი უდგათ ახლა რომ არ დაიშალონ.
2021, 14 მაისი, 4:07
ნატოს საკითხიც გაირკვა: არათუ საქართველო არ შეყავთ სანამ რუსეთთან ასეთი სიტუაცია გვაქვს და ერთმანეთს ვუპირისპირდებით და ოკუპირებულები ვართ, არამედ თურქეთიც კი შიდა ნატოს წევრებს უპირისპირდება და მაგასაც კი გამოვარდნაზე აქვს საქმე. საფრანგეთი და საბერძნეთი პირდაპირ კონფრონტაციაში შედიან თურქეთთან. ანუ შანსი არის თითქმის 0-ის ტოლი რომ იქ მიგვიღონ.
ახლა დარჩა ასეთი რეალობა. ჩვენ ვართ რუსეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში, არ და ვერ გვიღებს ნატო და ევროკავშირი და თურქეთი გადადის ჩვენთვის მტრულ ისლამისტურ და ანტიდასავლურ პოლიტიკაზე, აზერბაიჯანი თურქოფილურია, სომხეთი რუსოფილური და ირანი რუსეთის მოკავშირეა.
ასეთ სიტუაციაში ჩაცვენილები, ხალხის ნაწილი ვამბობთ, რომ იძულებული ვართ რომ ვაწარმოოთ ურთულესი მოლაპარაკება რუსეთთან იმ თემაზე, რომ არ შეგვჭამოს და არ გადაგვიაროს. და ხალხი არსებობს საქართველოში, რომელიც ამაზე პასუხად ჩვენ გვაბრალებენ რუსეთუმეობას. სადაა ლოგიკა შეგიძლიათ რომ მითხრათ?
2021, 14 მაისი, 1:22
რუსები რომ ამ მოლაპარაკებების მომავალს ვერ ხედავდნენ, უკან დასახევ უამრავ გზას არ დაიტოვებდნენ. მაგალითად რუსეთი აღიარებს აფხაზეთის ეკლესიას როგორც საქართველოს ეკლესიის ნაწილს და არ იერთებს უშუალოდ სამაჩაბლოს ტერიტორიას მიუხედავად იმისა, რომ ოსებს ეს ძალიან უნდათ და პირდაპირ ოფიციალურად ითხოვენ ამას რომ რუსეთმა მიიერთოთ. აფხაზებისგან განსხვავებით, რომლებსაც რუსებთან მიერთების იდეა არანაირად არ ხიბლავთ და რეალურად დამოუკიდებელ ქვეყანაზე ოცნებობენ, რომელიც თავის მხრივ შეუძლებელია დღევანდელ მსოფლიოში აშენდეს ეთნოწმენდაზე. მაგრამ რაც დრო გადის, მეტად ნიველირდება ეს საკითხი და დრო ქართველებისკენ არაა სამწუხაროდ.
2021, 14 მაისი, 1:00
ლიბერალური სისტემის მიერ შექმნილი მავნე ტაბუ
ამ ხალხს რატომ გონია რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება და მათთან ურთიერთობების დალაგება რუსეთუმეობა, მოღალატეობა, რუსებისადმი დამონების მცდელობა, სტოკჰოლმის სინდრომი და ათასი უბედურება? რატომ ეკერება ეგრევე ეს არასწორი სახელები ადამიანს მაშინ, როცა ამაზე იწყებს საუბარს? რა სისტემა შეგვიქმნეს ასეთი, რომ ელემენტარულ დაფიქრებას გვიკრძალავს და საღ აზრს ახშობს?
რუსებთან მოლაპარაკება რუსეთში ამ ქვეყნის გუბერნიად შესვლას კი არ გულისხმობს და დამოუკიდებლობაზე უარის თქმას? არამედ გულისხმობს, იმას რომ, ახლა რა ჩიხშიც ვართ, მანდედან გამოსავალი არის ორი:
1. მოლაპარაკებების ურთულესი და ხანგრძლივი პროცესი
2. ან სისხლიანი ომი,
რის მერეც რეალურად ჩვენ არავინ დაგვეხმარება და სამაგიეროდ რუსი დაგვსჯის ისე, როგორც 1921 წელს გვიქნა და ჩვენი ტერიტორიები მეზობლებს დაურიგდა. აფხაზეთს ცალკე რესპუბლიკად შეიყვანს რუსეთის შემადგენლობაში, სამაჩაბლოს მიაერთებს პირდაპირ "ჩრდილოეთ ოსეთს", ჯავახეთს სომხეთს მისცემს იმიტომ, რომ იმ სახელმწიფოებს ყოველთვის აჯილდოებენ, რომლებიც ომში მტრის დამარცხებაში გეხმარება და სომხეთი მოკავშირე იქნება რუსეთის ჩვენ წინააღმდეგ, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. დასჯის სხვა ფორმებსაც მოიფიქრებენ და აქ აღარ დავწერ მაგას, არაა საჭირო მაინც. და რა გამოვა? მოვიგებთ ამით რამეს?
2021, 14 მაისი, 1:00
ამის მაგივრად შეგვიძლია, თუ შევუთახნმდებით რუსებს მივიღოთ ისეთი სიტუაცია, სადაც სომხეთივით ჩვენც მათ ბანაკში ვიქნებით საგარეო უერთიერთობების კუთხით, სამაგიეროდ შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას და რუკაზე ცალკე სახელმწიფოდ ვიქნებით + დავიბრუნებთ რაღაც სახით მაინც ოკუპირებულ ტერიტორიებს, დავბრუნდებით აფხაზეთში, დალაგდება ქვეყანა და უსაფრთხოება რომ იქნება, ეკონომიკაც წინ წამოვა. შიდა საქმეებში კი რუსები არ უნდა ჩავრიოთ. ცხადია თვითონ ძალიან მაგრად შეეცდებიან რომ ჩაერიონ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ მაგაზე რომ ვერ მოახერხონ დიდწილად. ამას რაღაც დონეზე აფსუებიც კი ახერხებენ და ყოჩაღობენ ახლა მაგალითად და ვერ მიაღებინეს რუსებმა კანონი რომ მიწების გაყიდვა აფხაზეთში დაშვებული გახდეს და რუსებმა რომ იყიდონ მერე ეს სამოთხე და ჩაუსახლდნენ აფხაზებს იქ. აი ეგ კანონი არაფრით არ მიიღეს აფხაზებმა დღემდე მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად მარიონეტები არიან და დამოკიდებული არიან რუსებზე. ჩვენ რა ჭირი უნდა გვეტაკოს რომ ამხელა წინააღმდეგობის უნარიც კი არ გვქონდეს. ამაზე ასჯერ მეტი მოგვეთხოვება და შიდა საქმეებში არ უნდა ჩავრიოთ.
2021, 12 მაისი, 17:54
ლევან ვასაძეს უხსენებენ, რომ ასე თქვა ქართველების კვლავ გაერთიანება რუსეთის იმპერიაში მოხდაო. მაშინ, მე-19 საუკუნის დასაწყისში 800 ათასამდე ვიყავით - ერთადაც რომ ვყოფილიყავით ექვსივე ქართული სახელმწიფო და გაძლიერების გზაზე მდგომ სამ იმპერიას შორის ვიყავით მოქცეულები. სამხრეთის იმპერიებში რომ ვინტეგრირებულიყავით მოხდებოდა ის, რაც მოუვიდათ მესხებს და გათურქდნენ სრულად. მონღოლების აქ შემოსევის დროს როგორ გაგვაერთიანებდნენ მონღოლები, უკვე ერთიანები ვიყავით და პირიქით მაგ ერთიანობაში ბზარები შემოიტანეს. მაგრამ არ შეიძლება ისტორიას მიუდგე მხოლოდ ცალმხრივად და შავად და კარგად, გაუპატიურებად ან ფეხების ბანად განიხილო. არჩევანის გაკეთება ერს უწევს ხშირად ცუდს და უარესს შორის. შეგვიძლია თუ არა რომ ცუდ სიტუაციაში ჩვენკენ შემოვატრიალოთ საქმე? კი. ეგ ქნა ილია ჭავჭავაძემ. ილია რას წერს ხო გახსოვთ? ქართველო რომ დაიძახო ქუჩაში მხოლოდ ქართლელი შემოტრიალდება და შეიძლება კახელმაც "მოიღრიჯოს კისერი"-ო. რუსეთის იმპერიაში შესაძლებელი გახდა გიორგი ბრწყინვალის მერე რომ თან არ დაეკარგა ხალხს ფუნდამენტური კულტურა და დაპირისპირებული კულტურის იმპერიაში არ ყოფილიყო, თან ფიზიკურად ერთად ყოფილიყო, თან აღარ ყოფილიყო პერმანენტული თავდასხმების ქვეშ გარშემო ხალხებისგან და ერთმანეთისგანაც, შეწყვეტილიყო ტყვეთა სყიდვა და თან როგორც ილია ჭავჭავაძემ ქნა, კანონის ფარგლებში, იმპერიისვე გამოყენებით ერის მშენებლობა და შედუღაბება დაეწყო თავიდან მე-15 საუკუნის შემდეგ.
2021, 9 მაისი, 17:33
ხალხს მოჰყავს ხოლმე მოლდოვის მაგალითი, როცა მაგ ქვეყანამ ყველაფერი დათმო 30 წლის წინ რათა დეოკუპაცია მომხდარიყო დნეპრისპირეთის, ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, ჯარები არ შემოუშვა ნატოს, თავმოყვრეობაც დათმეს და ვაფშე რაც კი გააჩნდათ, მარა შედეგი ნულია! არაფერი შეცვლილა და დღესაც ოკუპირებულია მოლდოვა, ასერომ აზრი არ აქვს მოლაპარაკებებსო..
მოლდოვას ეგ არ უნდა ექნა. მოლდოვას უნდა გაეძლიერებინა ჯარი და დაეპყრო დნესტრისპირეთი ძალით. ჩემს ფეხებს ჩაერევა მანდ რუსი. უკრაინაა გადაღობილი შუაში და არ გაატარებს ჯარებს. აი ჩვენ რომ ვიჭიმებით, მაგიტომ ვკარგავთ ყველაფერს. ან მოლაპარაკებაა ჩვენი გამოსავალი ან ომი. ომი გადაგვტეხავს ბოლომდე წელში კიდევ რმ მოხდეს. ესეიგი რჩება მოლაპარაკებები და პარალელურად ჯარის გაძლიერება და დიდი ფულის ჩაყრა რომ ზედმეტი ვერ გაგვიბედონ ადვილად. მორჩა. და თუ შეგვითანხმდებიან რუსები, ძალიან გაგვიმართლებს და ამოვისუნთქებთ, ამიტომ ბოლომდე უნდა ვცადოთ.
2021, 9 მაისი, 17:23
ლევან ვასაძის მიერ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკის კრიტიკა
ყველაზე ცუდი და მიუღებელი რაც კი ოდესმე ლევან ვასაძეს ნათქვამი ამოუქექეს ასობით ვიდეოდან და გამოსვლიდან, არის ეს, მოდით ჯერ წავიკითხოთ რა თქვა და მერე ავხსნათ:
“დასაჭურისებული კაცების ცოლებმა შექმნეს საწყალი ზვიადისგან კოლექტიური უკმარი ქმრის ჰოლოგრამა, რომელიც ამ მატრიარქატის გულის მოსაფხანად, რუსს აგინებდა!
მაგან (არა ზვიადმა, არამედ ამ პოლიტიკამ) გადაგვამტვრია თავზე ის ჯოხები… და მაგან აგვიფეთქა აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაგანვე (ასეთმა პოლიტიკამ) მოკლა საწყალი ზვიადიც…”
ამაზე ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა როგორც ცოტნე გამსახურდიას, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ასევე ხალხის დიდ ნაწილს. აქ კონკრეტულად რა არის არასწორი? ზვიადზე საწყალი იმიტომ თქვა რომ გარდაცვლილია უკვე და ტრაგიკულად დაიღუპა, მოკლეს და ის მკვლელობაც არ გამოიძიეს. სწორედ ლევანის სიტყვებია ესეც, ზვიადი ისევ მოღალატეებმა მოკლეს და დღემდე ერმა ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ ეს მკვლელობა გამოგვეძიებინაო.
და რაც შეეხება იმას რომ ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს საერთოდ ძლიერი კაცი ლიდერებისგან შექმნას კულტი, ეს არახალია. ასე იყო მიხეილ სააკაშვილზეც. რა ფენომენია "მიშას ქალები" ხომ იცით? შუა ხნის ან უფრო ხანში შესული ქალბატონები, რომლებიც რაღაცნაირად მიშას მიმართ ლტოლვას განიცდიან და პლატონურად შეჰხარიან.
ასეთი რამეები ხდება გაჭირვებულ ან რაღაც რიგზე რომ ვერაა ისეთ სოციალურ გარემოში. ამ სიტყვებში მაშინდელი, 1980-იანი, 1990-იანი წლების ხალხის დამოკიდებულება იქნა გაკრიტიკებული, ემოციური ანტირუსობა და გინება და ფურთხება ჩრდილოეთის მიმართულებით, რამაც შესაბამისი შედეგები გამოიწვია ჩვენთვის და საშინელ დღეში ჩაგვაგდო. აქ ზვიადის მიმართ შეურაცხყოფა მე ვერ დავინახე, მისი პოლიტიკის კრიტიკა და ხალხის მწვავე კრიტიკა კი ბატონო. და არ ვართ საკრიტიკებლები?
2021, 9 მაისი, 17:22
ზესახელმწიფო, საბჭოთა კავშირი, რომელიც ინგრეოდა თავისით, არ დავაცადეთ და 9 აპრილიც თავზე გადავიტეხეთ, ჩვენ დავდექით რუსების მაგინებლების წინა რიგში 15 რესპუბლიკიდან ყველას გადავასწარით, დავუჭირეთ მხარი უშუალოდ რუსეთის რღვევასაც და ჩრდილოეთ კავკასიელებს ღიად დავუჭირეთ მხარი, დუდაევი იქნებოდა ეს თუ საერთო კავკასიური სახლის იდეა და ამას რომ თავისი შედეგები მოჰყვებოდა და რუსები გულხელდაკრეფილი არ გვიყურებდნენ და ამოგვადენდნენ ყელში ამ საქციელს, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია? ამიტომ ამბობს ლევანი რომ ამ პოლიტიკამ თავზე გადაგვატეხა ყველა უბედურება და ზვიადიც შეიწირა ბოლოსო, სხვათაშორის 9 აპრილს ლევანმაც დაკარგა თვალი რუსების ხელით და მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ და თვალში ნემსების გამაყუჩებლის გარეშე კეთების შემდეგ ძლივს აღუდგა მხედველობა ნაწილობრივ, მაგრამ სამუდამოდ დაენგრა სარაგბო კარიერა. ეს იყო არასწორი პოლიტიკა. თუ ამას არ ვაღიარებთ, ვერ გადავწყვეტთ იმ პრობლემებს, რაც ამ პოლიტიკამ გამოიწვია და დღემდე გვტანჯავს. რთულია საკუთარი შეცდომის აღიარება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ. ჩვენ გვძულდა რუსები და გვძულს რუსები, მათი ისტორიული შეცდომების და დანაშაულებების გამო, რაც ჩვენ წინაშე მიუძღვით, მათი უსამართლო საქციელების გამო (რუსულ-ქართულ ისტორიაში იყო ძალიან კარგი და რუსებისთვის საამაყო ფურცლებიც და ძალიან ბნელი და რუსებისთვის სამარცხვინო ფურცლებიც) და ეს გამოვხატეთ ხმამაღლა და ქმედებებშიც, და რუსებიც ამოქმედდნენ და დღემდე მოქმედებენ ამის შესაბამისად. თუ ჩვენ არ შევცვლით დამოკიდებულებას და გავაგრძელებთ ჩრდილოეთისკენ ფურთხების, კონფრონტაციის და შარვლის ჩახდის პოლიტიკას, ეს იქნება დამანგრეველი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების, ეკონომიკის, სახელმწიფოებრიობის და მოგვიწევს ან წასვლა ამ ქვეყნიდან ან იმის ყურება, როგორ გვენგრევა ყველაფერი ის, რაც გვიყვარს, როგორ იშლება ჩვენი ქვეყანა, როგორც ვცოტავდებით და ნელ-ნელა ვკვდებით და როგორ ყველას ფეხებზე ვკიდივართ და დამხმარე რეალურად არავინ გვყავს როგორც ყოველთვის.
2021, 9 მაისი, 16:28
ზოგი ამბობს, რომ 1. ვერანაირად ვერ იქნება დარწმუნებული, რომ მიწების დაბრუნების მეორე დღეს ნატოსკენ არ წახვალ ისევ.
2. სეპარატისტები არ დაემორჩილებიან და წავლენ რუსეთის წინააღმდეგ, ეს კიდე გამოიწვევს კავკასიის რეგიონში არეულობას, რაც ნამდვილად არ აწყობს რუსეთს.
კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს იმისა თუ რატომ არ ექნება შედეგი რუსეთთან დიალოგს.
დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი. დარწმუნებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მისცემ უფლებას რომ დატოვოს ჯარები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შენს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ უნდა მისცე და მორჩა. მარტივია ეგ. აფხაზეთიც კი ისე მართავს შიგნით, რომ ვერ ერევიან რუსები იმდენად, რომ რუსებს უნდათ რომ დაითანხმონ აფხაზები რომ აფხაზეთში რუსებს შეეძლოთ მიწების ყიდვა და დასახლება და ვერ დაითანხმეს. ასე რომ შენ თვითონ თუ არ დათმობ შენსავე სუვერენიტეტს, ისე ვერავინ დაგათმობინებს.
სეპარატისტები არ დაემორჩილებიან? მაშინ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები და სეპარატისტებსაც შევთავაზებთ მათთვის ძალიან მომგებიან პირობებს და ამ პირობებში როცა რუსებიც ამ პრობლემის გადაწყვეტისკენ რეალურად იქნებიან, დასაყრდენიც აღარ დარჩებათ და წამოვლენ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10