x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ცნობილი გახდა,თუ რომელი ვაქცინით აიცრებიან ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილეები
imageკომპანია Pfizer/BioNTech უზრუნველყოფს COVID-19 -ის საწინააღდეგო ვაქცინით ტოკიოს ოლიმპიადის და პარაოლიმპიადის მონწილეებს, ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფიციალურ ვებგვერდზე.


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა Pfizer Inc.– თან. და BioNTech SE-სთან უსაფრთხოების გეგმების ფარგლებში უზრუნველყონ ვაქცინით ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები (NOCs) კორდინირებულად ითანამშრომლებენ ადგილობრივ მთავრობებთან, რათა მოხდეს ვაქცინების განაწილება, თითოეული ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამის და ადგილობრივი კანონების გათვალისწინებით.


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტი(IOC) და საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი (NPC), ნაციონალურ ოლიპმიურ და პარაოლიმპიურ კომიტეტებთან თანამშრომლობენ, რათა ხელი შეუწყონ მათ სპორტსმენებს, ოფიციალურ პირებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, იაპონიაში გამგზავრებამდე გაიარონ ვაქცინაცია მათ ქვეყნებში იმუნიზაციის ეროვნული სახელმძღვანელოს პრინციპების შესაბამისად. ეს კეთდება არა მარტო უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, არამედ იაპონელი ხალხი საპატივცემლოდ“, - ნათქვამია შეტყობინებაში.


აღსანიშნავია, რომ Pfizer/BioNTech ცალკე დამატებით კვოტებს გამოყოფს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სპორტსმენებისთვის და ყველა იმათთვის, ვინც ოლიმპიადას ესტუმრება.


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, "კოპა ამერიკაზე" რომელიც კოლუმბიაში და არგენტინაში გაიმართება, ტურნირის ყველა მონაწილე და გუნდების შტაბის ტექნიკურ პერსონალი ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აიცრება, არგენტინის ნაკრების კაპიტანს ლიონელ მესის ჩინურ ვაქცინას საგანგებოდ ბარსელონაში ჩაუტანენ და იქ გაუკეთებენ.

0
94
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0