x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი ქალბატონები სექს-ინდუსტრიიდან, რომლებიც სერიოზულ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობდნენ

image

ქალს ხომ ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ჯაშუშობა, ინფორმაციის დაცინცვლა ურთიერთობის სანაცვლოდ და პოლიტიკაში ჩართვაც კი. წარმოგიდგენთ ქალებს სექს-ინდუსტრიიდან, რომლებიც პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობდნენ:


მატა ჰარი - 1876-1917


ჰოლანდიელი ქალი მარგარეტ ზელე იდუმალი და ავანტიურისტი ადამიანი იყო. მასზე ყოველთვის წარმოუდგენელი ჭორები დადიოდა და თავად მატა ჰარიც ქმნიდა ლეგენდებს საკუთარი თავის თავის შესახებ. ამბობდა, რომ რომ ის ინდოეთის პრინცესა იყო, ან ბუდისტების მონასტერში იზრდებოდა.

image

მეოცე საუკუნის დასაწყისში მატა ჰარი გახდა პირველი სტრიპტიზიორი პარიზში, რომელმაც შოკში ჩააგდო მაყურებელი აღმოსავლური ცეკვების შესრულებით. მისი შემოსავალი აღემატებოდა მსხვილი ბანკირებისა და მეწარმეების მოგებას და მის საყვარლებს შორის იყვნენ მინისტრები და მონარქები.

image

მატა ჰარის დასასრული დიდებული არ ყოფილა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ლამაზმანმა ერთდროულად დაიწყო თანამშრომლობა ორ სადაზვერვო სამსახურთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან. ფრანგებმა არ აპატიეს ღალატი. 1917 წელს მატა ჰარი დააპატიმრეს და პარიზის მახლობლად დახვრიტეს, როგორც გერმანელი ჯაშუში.



ჩიჩოლინა


უნგრელი პორნოვარსკვლავის ნამდვილი სახელია ანა ილონა შტალერი, თუმცა შეიძლებოდა ესეც გამოეგონებინა, როგორც ბევრი რამ საკუთარი ბიოგრაფიიდან. შტალერის თქმით მშობლიურ ბუდაპეშტში, 18 წლის ასაკში აიყვანეს დაზვერვის აგენტად და ინფორმატორად მუშაობდა ინტერკონტინენტალურ სასტუმროში მოახლის ნიღბის ქვეშ. მოგვიანებით კი უნგრეთის უსაფრთხოების წარმომადგენლები დაეხმარნენ შტალერს და იტალიაში გადაიყვანეს. იქ ჩიჩოლინა დაქორწინდა პორნო რეჟისორზე, რიკარდო სკიკიზე და შეუერთდა იტალიის პირველ მწვანეთა პარტიას, , ხოლო 1985 წელს შეუერთდა რადიკალურ პარტიას.

image

1987 წელს ჩიჩოლინა გახდა პარლამენტის ქვედა პალატის წევრი. იგი ეწინააღმდეგებოდა სამეცნიერო ექსპერიმენტებს და მხარს უჭერდა სექსუალურ განათლებას. პოლიტიკურ კარიერასთან ერთად, ჩიჩოლინა მონაწილეობდა ზრდასრულთა ფილმებში: 1983 წელს გამოვიდა მისი პირველი პორნო ფილმი “წითელი ტელეფონი“.

image

ჭორების თანახმად, ჩიჩოლინა ჯაშუშობდა 90-იანი წლების ბოლომდე: მან შეაცდინა იტალიის პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატები, მათგან მიიღო ინფორმაცია მომზადებული კანონპროექტების შესახებ და გადასცა უნგრეთის დაზვერვას. მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია. ის, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ 1991 წელს ჩიჩოლინამ დააარსა მოძრაობა "სიყვარულის პარტია", რომელიც მხარს უჭერს სექსუალურ თავისუფლებას და ეწინააღმდეგება ცენზურას.
image

დღეს ქალი აგრძელებს სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, გამოდის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ და იბრძვის ლგბტ საზოგადოების უფლებებისთვის.


კრისტინ კილერი 1942 -2017


ხალხმა კრისტინს "60-იანი წლების მატა ჰარი" უწოდა, თუმცა, მისი ცნობილი წინამორბედისგან განსხვავებით, კილერმა მოახერხა წყლიდან მშრალად გამოსვლა ჯაშუშობისთვის სიცოცხლის საფასურის გადახდის გარეშე.

image

ბრიტანელის კარიერა 1957 წელს დაიწყო, როდესაც ის ინგლისის პატარა ქალაქიდან ლონდონში გადავიდა და სოჰოს კაბარეში შიშველი ცეკვა დაიწყო. იქ 16 წლის კრისტინი ოსტეოპათმა სტივენ უორდმა შეამჩნია, რომელიც პოლიტიკოსების მკურნალი იყო. თავისუფალ დროს, უორდი დაკავებული იყო საკუთარ ესკორტის სააგენტოთი, მამაკაცი ახალგაზრდა გოგონებს აცნობდა ხანდაზმულ ჯენტლმენებს და კილერმაც მალევე დაიწყო ესკორტის გოგონად მუშაობა.

image

კრისტინი შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო რომ არა რომანები ბრიტანეთის საომარ მინისტრ ჯონ პროფუმოსთან და საბჭოთა კავშირის ჯაშუშთან ევგენი ივანოვთან. ქალმა პროფუმოსგან შეიტყო პოლიტიკური საიდუმლოებები და გადასცა ევგენის, რომელიც თავის ქვეყანას ეხმარებოდა ცივი ომის დროს.

ქალის ორმაგი თამაში გამოაშკარავდა მაშინ, როდესაც პოლიცია უორდით დაინტერესდა. შემდეგ გამოვლინდა კილერის მრავალი კავშირი და მისი დამსაქმებლის უკანონო საქმიანობა. "პროფუმოს საქმის" ყველა მონაწილე დაშავდა: უორდმა თავი მოიკლა, პროფუმო და ივანოვი გაათავისუფლეს, კრისტინს 9 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კოლეგის გამო რცხვენოდა და გადადგა.

image

სამაგიეროდ, სკანდალმა მოულოდნელი პოპულარობა მოუტანა კილერს. მან გამოაქვეყნა სამი ავტობიოგრაფიული წიგნი. მას შემდეგ, რაც სიტუაცია ჩაწყნარდა, ყველაფერი ნულიდან დაიწყო. ერთდროულად რამდენიმე კაცთან დაიწყო შეხვედრა და სხვადასხვა თაყვანისმცემლებისგან ორი ვაჟი გააჩინა. კრისტინ კილერი 2017 წელს გარდაიცვალა გარდაიცვალა სიმარტოვეში ფილტვის დაავადებით.


მერი კერი

2003 წელს პორნომსახიობი მერი კერი მონაწილეობდა კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში. მისი საარჩევნო პროგრამა მარტივი იყო. ქალს სურდა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია, სილიკონის მკერდზე გადასახადის დაწესება, ყველა გამგებლის ოთახში კამერების დამონტაჟება და ფასიანი საიტი, ხალხს შეეძლო ჩანაწერების ნახვა.

image

ეს ყველაფერი შეიძლება ექსცენტრული გოგონას ცარიელ გართობად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო. მერი კერის საარჩევნო რბოლაში მონაწილეობა იყო შვარცნეგერის გუნდის დაგეგმილი ნაბიჯი, რომელმაც საბოლოოდ გაამარჯვებინა კიდეც არნოლდ შვარცენეგერს. იმისდა მიუხედავად, რომ შვარცნეგერმაც თავისი კარიერა პორნოფილმებით დაიწყო. პოლიტიკური ტექნოლოგიების ენაზე ამას უწოდებენ "გამარჯვების ნამდვილი პრეტენდენტის ტექნიკურ კონკურენტს". წარმოიდგინეთ: ამომრჩეველს სთავაზობენ არჩევანს პორნო მსახიობსა და ჰოლივუდის ვარსკვლავს შორის.

image

მერი კერიმაც მიიღო მოგება არჩევნებში მონაწილეობიდან: მისმა კარიერამ და პოპულარობამ პიკს მიაღწია.

0
1004
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1004
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0