x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
10 უცნაური ფაქტი ანანასის შესახებ, რომელიც მართლაც გაგაოცებთ
ანანასი უნიკალური ხილი რომაა, ეს აღარ გაგაოცებთ, არც ის, რომ გემრიელია, არც ის, რომ ბრომელაინს შეიცავს და წონაში კლებას უწყობს ხელს, არც ის, რომ ტროპიკული მცენარეა. მაგრამ თქვენ მხოლოდ ეს იცით ანანასის შესახებ და გასაოცარი აწი იწყება.
image



ანანასს საკმაოდ მომხიბლავი ისტორია აქვს, გაგიკვირდებათ რამდენიმე ფაქტი მის შესახებ.

1. ანანასი სამხრეთ ამერიკის მცენარეა. იგი ადგილობრივ მოსახლეობას მოჰყავდა ევროპელების ჩასვლამდე. ინდიელი შამანები ანანასს სამკურნალოდ იყენებდნენ, ასევე სხვადასხვა შელოცვებისას მნიშვნელოვანი იყო მისი ფოთლები. ამ უცნაური, მაგრამ გემრიელი ხილი აღმოჩენის შემდეგ ევროპელებმა მისი გაშენება სცადეს, მაგრამ მალევე გაერკვნენ, რომ მას ტროპიკული კლიმატი სჭირდება, ამიტომ იგიაზიისა და აფრიკის კოლონიებში მიიტანეს.

2. ანანასის კულტივაციაზე საუბრისას, იცით თუ არა, რომ ანანასის ნაყოფის მოყვანას თითქმის 3 წელი სჭირდება? მცენარის მოყვანა მარტივია, საჭიროა მხოლოდ ანანასის ფოთლის დარგვა, რომ მთლიანი მცენარე გაიზარდოს. მაგრამ ნაყოფისწარმოქმნის და დამწიფების პროცესი 18 – დან 20 თვემდე გაგრძელდება. ანანასის ერთ მცენარეს შეუძლია ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ანანასის მოცემა. იფიქრე ამაზე შემდეგ ჯერზე, როცა ახალი ანანასის ფასზე წუწუნებ.

image

3.ანანასი (ēⁱnēⁱ · năs, -ā · năs). ასევე ანანა. [ევროპელებმა პირველად ნახეს პერუში, და აღწერა ბერმა ანდრე თევენეტმა, 1555 წელს, როგორც "ნანა", თუმცა მას უამრავი სახელი აქვს კიდევ: ფიჭვის ვაშლის მცენარე (Ananassa sativa) მიზეზი, რომ მას ასე უწოდებენ არის ის, რომ ნაყოფი გარეგნულად წააგავს ბუთხუზა გირჩს. მას ასევე უწოდებენ ბრომელია პინგუინს - უფრო ინდოეთში.



4. ანანასი მხოლოდ მაშინ არის გემრიელი, როცა მწიფეა. როდესაც ისინი მოუმწიფებლები არიან, მათი წვენები გამაღიზიანებელი და მავნეა! მას სისხლდენის გამოწვევაც შეუძლია, ისეტ კაპილარულ ტოქსიკოზს იწვევს. ზრდადაუსრულებელი პატარა ანანასი შხამიანია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაღაზიაში შეხვდეთ ასეთ დაუმწიფებელ ანანასს, მაგრამ მაინც ამის ცოდნა მნიშვნელოვანია.

image

5.უცნაური ისაა, რომ რამდენადაც დაუმწიფარი ანანასი ტოქსიკურია და აღიზიანებს კუჭნაწლავის ტრაქტს, იმდენად მწიფე ანანასი შესანიშნავია საჭმლის მომნელებელი სისტემის დასაწყნარებლად და, ზოგადად, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ასევე ხელს უწყობს შეშუპების ჩაცხრობას, ანანასი შარდმდენია. ასე რომ, თუ საჭმლის მომნელებელი და გამომყოფი სისტემის უმნიშვნელო პრობლემები გაქვთ, ყოველდღემწიფე ანანასის ნაჭრის ჭამა დაგეხმარებათ.


6. ეს გემრიელი ტროპიკული ხილი სავსეა ვიტამინებით და მინერალებით. ანანასის1 საშუალო ნაჭერს აქვს მეტი ვიტამინი C, ვიდრე საჭიროა თქვენი ორგანიზმის დღიური ნორმის მისაღებად, რაც განაპირობებს თქვენი იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და კანი გამოიყურება ჯანმრთელად და გაბრწყინებულად. ანანასი ასევე მდიდარია ვიტამინით A, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელ მხედველობას.


7. მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინი C შეიძლება იყოს ანანასის აშკარა სარგებელი, ბევრმა არ იცის, რომ ანანასი ასევე სავსეა მანგანუმით, რომელიც არის მინერალური ნივთიერება და რომელიც ხელს უწყობს თქვენი ძვლების სიმტკიცეს და ჯანმრთელობას. მას შეუძლია თავიდან აგაცილოთ ოსტეოპოროზი და ართრიტი.

image


8. ოდესმე გინახავთ ანანასის მცენარე? ასე იზრდება იგი. არ არის მომხიბლავი? კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ანანასი აყვავების დროს ულამაზეს ყვავილებს წარმოქმნის, რომლებიც შეიძლება წითელიდან იასამნისფერი იყოს. შემდეგ ისინი აწარმოებენ პატარა კენკრას, რომელიც უერთდება ბირთვს. ანანასი რეალურად არ არის კენკრა - ბევრი პატარა კენკრა, რომელიც ერთმანეთშია შერწყმული.


9. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ანანასი მოსავლის აღების შემდეგ არ მწიფდება. ეს არ ჰგავს ავოკადოს, რომლის ყიდვაც შეგიძლიათ და შემდეგ უბრალოდ დატოვოთ ფანჯრის რაფაზე, რომ დამწიფდეს. ანანასი მაღაზიაში ისეთივე მწიფეა, როგორც დაკრიფეს. ასე რომ, იყიდეთ ახალშემოტანილი მწიფე ანანასი და მიირთვით მალევე, რადგან სინამდვილეში ისინი კარგავს სასარგებლოობას 3 დღეზე მეტხანს ოთახის ტემპერატურაზე ან ერთ კვირაში მაცივარში.


10. ბევრი იკამათებს, ან

image

ანასი პიცას უხდებაო. ზოგი ფიქრობს, რომ ეს დანაშაულია პიცის წინააღმდეგ, ზოგს მოსწონს სიახლე და სიტკბო, რასაც ის პიცას ჰმატებს. მაგრამ რომელ მოსაზრებასაც არ უნდა ეთანხმებოდეთ, სჯობს თვითონ მოსინჯოთ მისგან პიცის გაკეთება და მერე განსაჯოთ

0
234
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0