x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
DOTA 2 Phantom Assasin- გმირის ისტორია
image

არსებობს იდუმალი დაჯგუფება სახელწოდებით ბურუსის დები. ესაა ორგანიზაცია, რომელიც თვლის, რომ მკვლელობა ბუნებრივი წესრიგის დამყარების წმინდა ნაწილია.

დები არ ხოცავენ მატერიალური ან პოლიტიკური მიზეზებით, ისინი მსხვერპლს ირჩევენ მედიტაციის ან ჯგუფის უხუცესთა საშუალებით.

მათი მიზანია წმინდა მკვლელობები. ისინი არასოდეს იღებენ კონტრაქტებს და არასოდეს კლავენ საკუთარი ინტერესების გამო.



მათი მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი გახდეს იქნება ეს მაღალი ძალაუფლების მქონე პირი თუ კიდევ უფრო ნაკლებად უფლებამოსილი, უბრალო ადამიანები. მთელს მსოფლიოში ნებისმიერი შეიძლება გახდეს ბურუსის დების სამიზნე. როგორი კავშირიც არ უნდა ჰქონდეს მკვლელობებს ერთმანეთთან, ეს მხოლოდ დებმა იციან.


დებს არასოდეს მიაჩნდათ მკვლელობა სამარცხვინო საქმიანობად ან დანაშაულად. მსხვერპლი მიიჩნევა წმინდა შესაწირად, ხოლო სამიზნის სიკვდილი მათი ხელით გარკვეულ პატივადაც კი ითვლება.


ამ ისტორიაზე ერთი ცოტა ძაან ძველი ფილმი გამახსენდა, ანჯოლიიიიიიიიინაააა რომ თამაშობს და კიდევ ჩვენი ბახტაძეც... ვისაც გაგახსენდათ ჩემს გარდა დამიწერეთ კომენტარებში...

ახლა გავაგრძელოთ:


ეს ჯგუფი მეტად გასაიდუმლოებულია, ბურუსის დებს არ აქვთ პირადობა ან რაიმე სახის სამოქალაქო დოკუმენტი, მათ მხოლოდ ბურუსის დების მოწმობა აქვთ. ასე რომ მკვლელი მოჩვენება შეიძლება ნებისმიერი ვინმე იყოს. არავინ იცის მათი რაოდენობა, შესაძლოა ისინი ძალიან ბევრნი არიან, ან სულაც რამდენიმე.


არავინ იცის ვინ იმალება ბურუსის დების კაპიუშონის მიღმა. ის, რაც კაპიუშონქვეშაა, უპასუხო კითხვაა.

ცნობილია მხოლოდ ერთი მათგანი და ესაა მორტრედი, რომელიც იმითაა განთქმული, რომ ხანდახან, როცა ვერავინ ხედავს აიწევს ხოლმე ვუალს და არღვევს აკრძალვას იმისთვის, რომ მსხვერპლს თავის სახელი - მორტრედი (იგივე გარდაცვლილი) ჩასჩურჩულოს სიკვდილის წინ.

ის ფანტომია, მოჩვენება. რომელიც ბურუსითაა მოცული და მაშინ როდესაც ყველა სხვა არსება ადვილად არის აღმოჩენადი ის ამ დროს იხურავს თავის კაპიუშონს და მარტივად უჩინარდება ბურუსში.


0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0