x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ნამახვანის პროტესტსა და საპარლამენტო კრიზისს აქვს ერთი ფუნდამენტური მსგავსება-ზურაბ გურული

image

"ნამახვანის პროტესტსა და საპარლამენტო კრიზისს აქვს ერთი ფუნდამენტური მსგავსება, ვერცერთმა ჩამოაყალიბა საფუძვლიანად საკუთარი მოქმედების აზრი და პრინციპი, შესაბამისად, ორივე ზედაპირულია და რადგან ზედაპირულია, მორიგებაც ზედაპირზე შედგება და შედგება ისე, რომ მათი გამომწვევი მიზეზი უცვლელი დარჩება. მორიგება კი აუცილებლად უნდა შემდგარიყო და შედგება, რადგან კიდევ ერთი ბაზისური მონაცემი აერთიანებს ორივე პროტესტს; მისი მონაწილეები არ არიან იმ ზომამდე სასოწარკვეთილნი, რომ მათი აღშფოთება ეგზისტენციურ ზღვარზე ქანაობდეს: ანუ სიკვდილი ან გამარჯვება. შესაბამისად, "სული ტკბილიას" პრინციპი ყოველთვის აღმატებული იქნება. სწორედ ეს პრინციპი ამუშავებს ე.წ. " სახელმწიფოებრივი ბანანიზმის" პერპეტუუმ მობილეს. 21-ე საუკუნემ წინა საუკუნეებისაგან განსხვავებით ადამიანთა პრიმიტიული არსებობის ბაზისური დონე იმ ზღვრამდე ასწია, რომ უკიდურეს სოციალურ სასოწარკვეთას ვერ იწვევს, ან სადაც იწვევს, იქ ეს სასოწარკვეთა სრულიად იმპოტენტურია.
"სულ არარაობას ჩინური ვაქცინა სჯობს" - იგივე პრინციპითაა გაპირობებული; და საერთოდ, პოლიტიკური ლოგიკა სოციალური არსებობის ყველა სფეროში ერთნაირად მუშაობს.
მთავარი პრინციპის დათმობა დამთმობსა და დათმობის მიმღებსაც ერთნაირად რყვნის. ამიტომ ე.წ. წითელი ხაზების გავლება ძალიან იშვიათად უნდა მოხდეს, რადგან წითელ ხაზებზე გადასვლა-გადმოსვლის შეჩვევას მოქმედნიც და მაყურებლებიც საბოლოოდ "წითელი ფანრების უბანში" გადაჰყავს. "წითელი ფანრების უბანში" კი
მკვეთრად არიან გამიჯნულნი სიამოვნების მიმღებნიც, შორიდან მაყურებლებიც და მუდამ მორჩილად გაწოლილნიც. შესაბამისად, ზოგი სიამოვნებით იკვნესებს, ზოგს ცქერით დაკმაყოფილება მოუწევს და ზოგიც შეიკურთხებს სასოწარკვეთისაგან. არაფერია ამაში გასაკვირი და პრინციპში დასაძრახიც. ყველამ თანაბრად უნდა ისარგებლოს საკუთარი უუფლებობის უფლებით. რაღაც დონეზე ხომ მაინც უნდა შედგეს ეს ოხერი დემოკრატია"-წერს სოცილიარ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული.
image
0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0