x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საქართველოში ხშირია ხოლმე დავა, მარტო რუსეთია ოკუპანტი

imageვინც არას ფიქრობს, შემდეგ ქვეყნებს ასახელებს “მტრებად":ყველა მეზობელ ქვეყანას, თურქეთიდან სომხეთანდე და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მართლა არიან თუ არა ისინი ჩვენი მტრები? ამის გაანალიზებას არა დიდი, არამედ პირდაპირი კავშირი აქვს ისტორიასთან. მაშ ასე, ჩავამწკრივოთ ქვეყნები და განვიხილოთ ის მიზეზები, რის გამოც ამ ქვეყნებში პოტენციურ მტრებ ხედავენ. მანამდე ვიტყვი რომ ციდან არაფერი არ მოდის და ამის თქმის საფუძველი არსებობს, მაგრამ განვიხილოთ ეს საფუძველი მთლიან სურათში.

თურქეთი-მტრად მიიჩნევენ წარსულში განხორციელებული ომებისა და დანაშაულების გამო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, ამის გამო მასზე მოსისხლე მტრის დაძახება არ არის სწორი (ჩემი აზრით). რატომ? ერთი შეხედვით სულელური არგუმენტია-დღეს ჩვენ წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას არ ატარებს. თუ კარგად დავუფიქრდებით მიხვდებით არგუმენტის ძალას, რატომ უნდა ვიფიქროთ სულ წარსულის პრობლემებზე, როცა ახლაც შეგვიძლია ათასგვარი თავის სატკივარი მოვძებნოთ, ძველი ფაქტები მაინც ფაქტებად დარჩებიან, მეტი რა მიზეზით უნდა მოვახდინოთ ამ თემაზე აჟიტირება? რა აზრი აქვს? ყარსის მითი კი ახლახან გამოააშკარავეს.

სომხეთი-მტრად მიიჩნევენ ასევე საქარველოს საწინააღმდეგო ომების და ასევე საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობისთვის. გასაგებია რომ სომხებს გადამეტებული წარმიდგენები აქვთ თავიანთ ისტორიაზე, ეს არახალია, თუმცა მოდი ჩვენ თავებსაც შევხედოთ. იქნებ გვენახა ყველაზე შოვინისტური ქვეყნების სია, სადაც საბერძნეთს თუ არ ჩავთვლით შოვინიზმში პირველ ადგილზე ვართ. თუ სომხები ამის გამო მტრებად გამოვაცხადეთ, ჩვენ იგივეს რატომღა ვაკეთებთ? კიდე ომებზე ვთქვი და ალბათ ყველას ბაგრამიანის ბატალიონი გახსენდებათ, დიახ ფაქტია ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება სომხური იყო, მაგრამ მათ არ ჰქონდათ კავშირი ერევანთან, თუ სისულელედ თვლით მაგალითი: დონბასის ომში ქართველი მოხალისეებიც რომ იბრძოდნენ ხომ გახსოვთ? მათ ხომ არ ჰქონდათ კავშირი ოფიციალურ თბილისთან? არა, უფრო მეტიც მათ სამშობლოდან ხშირად ხვდებოდათ კრიტიკა. შესაბამისად ვერავინ იტყვის რომ დონბასის ომში სამაქართველოს სახელმწიფო მონაწილეობდა, ასეთი შემთხვევაა ბაგრამიანის შემთხვევაშიც, მაშინ სომხეთის სახელმწიფო არ გვეომებოდა. თუ ეს არ გეყოთ გაიხსენეთ წარმოშობით ქართველი ინგილო ბიჭები, რომლებიც აზერბაიჯანის არმიაში იბრძოდნენ სომხეთის წინააღმდეგ, ამის გამო სომხეთმა რომ დაგვადანაშაულოს ომში მონაწილეობაში, სისულელე ხომ იქნება. ის მართლა არ მომწონდა რომ ე.წ. ყარაბაღს აღიარებული ქონდა ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, თუმცა ამას სახელმწიფოებს შორის გაუგებრობად აღვითქვამდი (უბრალო არა, სერიოზულ გაუგებრობად). ასეთი რექცია მექნებოდს რუსეთთან მიმართებაშიც.

აზერბაიჯანი-მტრად აღითქვამენ დავით-გარეჯის თემის გამო. მტრობის მიზეზს ისედაც მოძებნიდნენ, მაგრამ ახლა ესაა აქტუალური. ამასაც სახელმწიფოებს შორის გაუგებრობად აღვითქვამ და არა მტრობად. თუ ვინმე ფიქრობს რომ მარტო რუსეთთან ვარ პატრიოტი და დანარჩენებთან ამას ვერ ვბედავ მაგალითს მოგიყვანთ:ნორვეგიას და მაშინდელ სსრკ-ს, 1974 წლიდან ჰქონდათ, სასაზღვრო პრობლემები, ისინი ბარენცის ზღვაზე საზღვრის მოწყობაზე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ, 2010 წელს მოგვარდნენ, რის შედეგადაც გამარჯვებული რუსეთი გამოვიდა, თუმცა რადგან ტანკები და რაკეტები არ გამოუყენებიათ და ისე მოაგვარეს გაუგებრობა, რუსეთს ამ შემთხვევაში აგრესორად არ მივიჩნევ. ასევე ვფიქრობ აზერბაიჯანზე, თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება რომ ეს დავა არ დასრულებულა და ყველაფერი წინაა.

აშშ-მტრობის ყველაზე მაგარი მიზეზი ამ ქვეყანას მოუფიქრეს, თურმე რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რეაქციას გამოთქვამს, ის უსასტიკესი მტერი ყოფილა. აქ მართლა უნდა დავიხმარო ისტორია. მსოფლიო ომების განსაკუთრებით მეორეს შემდეგ, დიდმა სახელმწიფოებმა შექმნეს ორგანიზაციები რომელთა მთავარი მოვალეობაა მსოფლიო მშვიდობის დაცვა, იყო შემთხვები ურჩი ქვეყნების წინააღმდეგ ძალაც გამოუყენებიათ, მაგრამ რეაქციის გამოთქმაში ასეთი შეურაწმყოფელი რა იყო? არც ისაა მართალი რომ თურმე ქართულ პოლიტიკაში მათი დიტყვა წყვეტს ყველაფერს, რამდენჯერ ყოფილა, ბოლო დროს კი განსაკუყრებით მათი რჩევების დაიგნორება, გინდათ პოზიციის გინდ ოპოზიციის მიერ.

რაღაც დონეზე, მაგალითად სპორტის დონეზე კარგიცაა დაპირისპირები, მაგალითად როგორიც ჩვენ და სომხებს გვაქ ფეხბურთში. თუმცა ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავიდეს პოლიტიკურ დონეზე.

4
496
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ოტი
ოტი
496
  
2021, 27 აპრილი, 21:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 27 აპრილი, 21:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 21 აპრილი, 22:32
საინტერესო!
0 1 4