x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოზურგეთში 17 წლის გოგოს ეძებენ
საინფორმაციო საშუალებებში და ფეისბუქში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიკარგა და ახლობლები და პოლიცია 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს ეძებენ. თუ ვინმეს გინახავთ ამ ორი დღის განმავლობაში, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ნომერზე, ან პოლიციას დაუკავშირდეთ.
მარიამ ბურჭულაძე
"დაიკარგა - ვეძებთ!
გუშინ გაიარა სოფელი ლეღვა, ფეხით!!!!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელს, 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს, ოჯახის წევრები და პოლიცია მეორე დღეა, უშედეგოდ ეძებს.
გოგონას ბიძა "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ სკოლის მოსწავლემ დაწესებულება გუშინ დღისით დატოვა და მას შემდეგ მას კონტაქტი არავისთან არ ჰქონია.
მისივე ინფორმაციით, ბოლოს ის ვიდეოკამერამ ოზურგეთი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ფეხით მიმავალი დააფიქსირა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს შემდეგ კი გოგონას კვალი იკარგება.
დილით სკოლაში მივიდა. არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო. სკოლიდან კი, როგორც კამერის ჩანაწერებით ირკვევა, ფეხით არის ჩამოსული მუხაესტატემდე. მეტი არაფერი ვიცით და პოლიციასთან ერთად ვეძებთ"- აღნიშნა გოგონას ბიძამ
მისივე თქმით, გოგონას კონფლიქტი არავისთან ჰქონია და მათთვის გაუგებარია, რა მოხდა.
"ვეძებთ ყველგან - მუხაესტატეში, ქობულეთში"- ამბობენ დაკარგული გოგონას ახლობლები.
ოჯახის წევრები თხოვნით მიმართავს ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია გააჩნია დაკარგული გოგონას შესახებ, დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს.
დარეკეთ: 555512141" - ნათქვამია ფესბუქის გვერდზე ლეღვა
0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0