x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"უფალო რაგინდარა ვკვდებოდე - მაინც დამიფარე ამისგან" - ნახეთ, რას წერს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის "გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ოპოზიციის ნაწილის მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის დროს, სალომე ზურაბიშვილისადმი მადლობის გადახდის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და უფალს სთხოვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისადმი მას მადლობა ნურასდროს გადაახდევიოს: "უფალო, არასდროს არ მათქმევინო სალომე ზურაბიშვილისთვის "მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო". რაგინდარა მოხდეს, რაგინდარა მიზეზი იყოს, რაგინდარა ვკვდებოდე - მაინც დამიფარე ამისგან" - წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიის ნაწილმა ხელი ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში მოაწერა, თუმცა ამ ეტაპზე დოკუმენტს ხელს არ აწერენ - "ლეიბორისტული პარტია", "ევროპული საქართველო" და ასევე "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ოპოზიციურ პატრიებს შორის ყველაზე მეტი მანდატი აქვს. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა უნდა მოახდინონ ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.














0
555
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
555