x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მე, როგორც ამომრჩეველს, საერთოდ არ მეზეიმება ის, რომ პარლამენტში ჩვენი არჩეული ხალხი 6 თვის შემდეგ შევა, ეს ისედაც ასე უნდა ყოფილიყო
4 თვიანი ფასილიტაცია, 2 თვიანი მედიაცია და ახლა გვექნება ბედნიერება ვიხილოთ რამდენიმეთვიანი იმპლემენტაცია.

ყველაზე მარტივი ფორმულა პოლიტიკაში ასეთია: “ხალხის მოსმენა უდრის გამარჯვებას". ახლა ჩადით რეგიონებში, გამოკითხეთ ნამდვილი ადამიანები, ესაუბრეთ მუშათა კლასს და მოისმინეთ 1% მაინც თუ იტყვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი სიტყვა მათ რაიმეს არგებს.

ლაშა ბოდაველი / lasha bodaveli CICD


/ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი./

გულწრფელი მადლობა ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს ჩართულობისთვის, გულწრფელი მადლობა პრეზიდენტის ინსტიტუტს და გულწრფელი მადლობა ყველა პოლიტიკოსს პოზიციიდანაც და ოპოზიციიდანაც, ვინც რაღაც მაინც დათმო შედეგისთვის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მთელი ეს პროცესები ასეთ მძიმე ვითარებაში ამად არ ღირდა.



იმ კატეგორიას განვეკუთნები, ვისაც სჯერა რომ პოლიტიკაშიც შეიძლება გულწრფელობა, მრავალი დახურული რაუნდის შემდეგ სერიოზულად დამრჩა განცდა, რომ ამომრჩევლები ე.წ. “აბსაიტში" აღმოვჩნდით. არ აქვს მნიშნველობა ვინ ვის მხარეს დგას, ჩვენ ყველამ ერთად დავკარგეთ დრო, ძალიან დიდი დრო. გამოვტოვეთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა ნამდვილ პრობლემებზე სასაუბროდ და მე, როგორც ამომრჩეველს, საერთოდ არ მეზეიმება ის, რომ პარლამენტში ჩვენი არჩეული ხალხი 6 თვის შემდეგ შევა, ეს ისედაც ასე უნდა ყოფილიყო;

ეს ისედაც ასე უნდა ყოფილიყო

და კიდევ ერთხელ ეს ისედაც ასე უნდა ყოფილიყო...


კიდევ ერთხელ მადლობა ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ყველა პოლიტიკოსს (როგორც პოზიციიდან, ისე ოპოზიციიდან) ვინც რამე მაინც დათმო შეთანხმებისთვის.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0