x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134472
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რას ამბობს თქვენი ძილის პოზა თქვენ შესახებ
როდესაც გვეძინება, ჩვენ სრულიად გახსნილი და თავისუფალი ვხდებით. არ არსებობს ნიღბები, როლები. არავის უნდა ვუმტკიცოთ რაიმე. სხეული ირჩევს პოზიციას, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება თქვენს პიროვნებას ან მოცემული მომენტისთვის გონებრივ მდგომარეობას. ძილის დროს სხეულის პოზიცია ძალიან ბევრ ინფორმაციას იძლევა თქვენს პიროვნებაზე, რასაც სხვა შემთხვევაში ვერასდროს შენიშნავთ!


ძილი გადაშლილი წიგნივით

image



თუ თქვენი ყველაზე საყვარელი საძილე მდგომარეობა ასეთია, ხელები და ფეხები გადაშლილია, ეს არის ე. წ. "ლოგის" მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ გახსნილი და მარტივი პიროვნება, ხართ ნამდვილი სოციალური პეპელა. თქვენ ადვილად ენდობით ხალხს, შეიძლება ძალიან ბევრსაც კი! ეს მეორე ყველაზე გავრცელებული საძილე პოზიციაა ნაყოფის მდგომარეობის შემდეგ.


ნაყოფის პოზიცია

image

ნაყოფის მდგომარეობა ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული პოზაა, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. განსაკუთრებით ზამთარში, როცა გცივათ. თუ სეზონსა და ტემპერატურას არ აქვს მნიშვნელობა და სხვა დროსაც ასე იძინებთ, ეს რამდენიმე ნიშანზე ნიშნავს: თქვენ არ გაქვთ უსაფრთხოების გრძნობა, დაცულობის შეგრძნება და ცდილობთ, დაუბრუნდეთ იმ პოზას, რომელიც დედის საშვილოსნოს შიგნით გქონდათ. თქვენ ცოტათი მორცხვი ხართ, განსაკუთრებით ახალგაცნობილ ხალხთან, მაგრამ საკმაოდ სწრაფად იხსნებით.


მუცელზე წოლა


image

თუ მოგწონთ მუცელზე ძილი, ნიშნავს, რომ თქვენი პიროვნება საკმაოდ გაღიზიანებულია, ემოციურად დაძაბული ხართ, რაღაცაზე ნერვიულობთ. ამ მდგომარეობაში ძილი იწვევს კუნთების სიმკვრივეს, კისრის ტკივილს და სხვადასხვა სპაზმებს. თუ ეს გეცნოთ, იფიქრეთ თქვენი საძილე მდგომარეობის შეცვლაზე და ნახავთ, როგორ გადაიქცევა დილა მარტივ და სასიამოვნო გაღვიძებად.

ძილი ზურგზე

imageძილის ამ პოზიციას ჰქვია "ჯარისკაცი" და ასე სძინავთ ადამიანებს, რომლებიც თავშეკავებულები არიან, მშვიდები. ეს ადამიანები კარგად ფლობენ საკუთარ თავს. აქვთ მკაცრი მორალური კოდექსი და არც ისე ბევრი მეგობარი ჰყავთ, რადგან ძნელიამათთან დაახლოება. ის ადამიანები, ვინც მაინც ახერხებენ დაახლოებას ასეთ პიროვნებებთან, გაეცნობიან "ჯარისკაცის" განსხვავებულ, ნაკლებად მკაცრ მხარეს.



ასტრონავტის პოზიცია


image

ეს არის ღია პოზიცია, თითქოს მიწაზე წევხარ და ვარსკვლავებს უყურებ.
ადამიანები, ვისაც ამ მდგომარეობაში დაძინება ურჩევნიათ, არიან მხიარულები,
ბედნიერები და პასუხისმგებლიანი. ისინი აფასებენ მეგობრობას და ყველაფერს
აკეთებენ ახლობლების დასაცავად.


თავისუფალი სტილი


image
ამ პოზიციას ახასიათებს მუცელზე დაძინებაც ან გვერდზე, როგორც ფოტოზეა, მაგრამ ხელებით ბალიშზეა შემოხვეული. ასეთი ხალხი ძირითადად თამამი და კომუნიკაბელურია, მაგრამ კრიტიკას ვერ იღებს და უჩვეულო ან აბსურდულ სიტუაციებში იკარგება.

თუ ამ მდგომარეობაში დაძინება მოგწონთ, ეს ნიშნავს, რომ განსხვავებული ურთიერთობა ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის. თქვენ აფასებთ თქვენს პირად ურთიერთობებს, კავშირებს, მაგრამ არაფერს აკეთებთ მათთვის.


გაითვალისწინეთ, რომ ყველა ადამიანი ძილის დროს მოძრაობს - ეს უბრალოდ ჯანმრთელობისა და კომფორტის საკითხია! ამის მიუხედავად, თუ თქვენ ხედავთ, რომ ძილის პოზიციები ძალიან ხშირად იცვლება, ეს ნიშანია თქვენი მძიმე დღისა და შფოთვის. თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების სტილი, რომ შეამციროთ სტრესი და შფოთვა.

როცა კოლექტიურად ექსკურსიაზე მიდიხართ, თუ ცარიელა ნიღაბი ხართ სიფხიზლისას, გირჩევთ, საერთოდაც ნუ წახვალთ სხვებთან ერთად ღამის გათევით, თუკი განმარტოებულ ნომერს ვერ აიღებთ.

0
279
9-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0