x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
ტოპ 10 ჰიდროელექტროსადგური მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლით
image

მსოფლიოში ჰესები 100 მეტრზე მაღალი კაშხლით 180 ერთეულზე მეტია, რაც შეეხება ჰესებს მეგაგიგანტი კაშხლებით, რომელთა სიმაღლე 200 მეტრზე მეტია მსოფლიოში სულ 51-ია, აქედან ყველაზე მეტი ჩინეთზე მოდის-13, თურქეთი -5; აშშ და ირანი 4-4 -ით, ხოლო შვეიცარია და მექსიკა 3-3 ჰესით არის წარმოდგენილი.




ახლა კი გაეცნობით მსოფლიოში ტოპ-10 ჰიდროლექტროსადგურს ყველაზე მაღალი კაშხლით და ტოპ-5 ჰიდროლექტროსადგურს, რომლის მშენებლობაც უახლოეს ხანებში დასრულდება.


10-ჩიკოასენის ჰესი(მექსიკა) მდინარე გრიხალვაზე-კაშხლის სიმაღლე 261 მეტრი, კაშხლის ტიპი: ნაყარი მიწა.აშენდა-1980წ.


image

9-ნოჩჟადუს ჰესი(ჩინეთი) მდინარე მეკონგზე-კაშხლის სიმაღლე 261, 5 მეტრი, კაშხლის ტიპი ნაყარი მიწა.აშენდა-2012წ.


image

8-ვაიონტის კაშხალი(იტალია) მდინარე ვაიონტზე-კაშხლის სიმაღლე 261, 6 მეტრი კაშხლის ტიპი:ბეტონის თაღოვანი, გაჩერებულია 1963 წელს მომხდარი კატასტროფის გამო.აშენდა-1959წ.

image


7-იუსეფელის ჰესი(თურქეთი) მდინარე ჭოროხზე- კაშხლის სიმაღლე 270 მეტრი;კაშხლის ტიპი-ბეტონის თაღოვანი.აშენდა -2021წ.

image


6-ენგურჰესი(საქართველო) მდინარე ენგურზე-კაშხლის სიმაღლე 271, 5 მეტრი;კაშხლის ტიპი-ბეტონის თაღოვანი.აშენდა-1978წ.

image


5-გრანდ დიკსენსი(შვეიცარია)მდინარე დიკსენსზე-კაშხლის სიმაღლე 285 მეტრი; კაშხლის ტიპი ბეტონის გრავიტაციული.აშენდა1964წ.

image


4-სილოდუსჰესი(ჩინეთი) მდინარე იანძიზე-კაშხლის სიმაღლე 285, 5 მეტრი;კაშხლის ტიპი ბეტონის თაღოვანი.აშენდა 2013წ.

image


3-სიაოვანის ჰესი(ჩინეთი) მდინარე მეკონგზე-კაშხლის სიმაღლე 292 მეტრი;კაშხლის ტიპი ბეტონის თაღოვანი.აშენდა 2010 წ.

image


2-ნურეკის ჰესი(ტაჯიკეთი) მდინარე ვახშზე-კაშხლის სიმაღლე 300 მეტრი;კაშხლის ტიპი ნაყარი მიწა.1980 წ

image


1-ძინპინი-1(ჩინეთი) მდინარე იალუნძიანგი-კაშხლის სიმაღლე 305 მეტრი;კაშხლის ტიპი ბეტონის თაღოვანი.აშენდა 2013წ.


image


რაც შეეხება ტოპ-5 ჰიდროლექტროსადგური ყველაზე მაღალი კაშხლით, რომელთა მშენებლობა უახლოეს წლებში დასრულდება:როგუნის ჰესი ტაჯიკეთში კაშხლის სიმაღლე იქნება ყველაზე მაღალი მსოფლიოში-335 მეტრი, მთლიანად პროექტის დასრულება 2029 წელსაა დაგეგმილი.კიდევ ერთი ტაჯიკური პროექტია დასტიჯუმის ჰესი, რომლის კაშხლის სიმაღლე 320 მეტრი იქნება, ირანში ბახტიარის ჰესზე, რომლის მშენებლობაც 2013 წელს დაიწყო დაგეგმილია 325 მეტრიანი კაშხლის აშენება, ჩინეთში დასრულდება შიანძიანკოუს და ლიანხეკოუს ჰესებზე კაშხლების მშენებლობა, რომელთა სიმაღლე შესაბამისად 312 და 295 მეტრი იქნება.



შემდგომ შემოგთავაზებთ ყველაზე მძლავრი ჰიდროლექტროსადგურების რეიტინგს.

0
956
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
956
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0