x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
სენსაცია: 69 წლის ველურმა ალბატროსმა კვერცხი დადო და მალე დედა გახდება

image























ველური ბუნების ყველაზე ხანდაზმული ფრინველი დაბრუნდა ჰავაის კუნძულებზე, პაპაჰანაუმოკუაკეას ეროვნულ საზღვაო ნაკრძალში და დედობისათვის ემზადება. 2020 წელს გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის მუქზურგიანმა ალბატროსმა, სახელად "უისდომი" ("სიბრძნე") კვერცხი დადო. მისი პარტნიორია აკეაკამაი ("სიბრძნის მოყვარული"). ცნობილია, რომ წყვილი 2006 წლიდან თანაცხოვრობს.

უისდომი მიიჩნევა მსოფლიოში უძველეს ველურ ფრინველად. ორნიტოლოგებმა (ფრინველების შემსწავლელი მეცნიერები) იგი დაიჭირეს 1956 წელს, როცა დაახლოებით 5 წლის იყო და მოსანიშნად თითზე ბეჭედი გაუკეთეს.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, უისდომი სიცოცხლის განმავლობაში 31-37-ჯერ გახდა დედა და ახლა კიდევ ერთხელ გამოჩეკს ბარტყს.

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0