x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სად ბინადრობს ყველაზე ბევრი გველი მსოფლიოში? - ფოტოგრაფ კოლანჟელოს ცნობები

image














დედამიწაზე არსებობს ადგილი, სადაც ერთდროულად მილიონობთ გველი ბინადრობს. მას ვიდეო გადაუღო "ნეიშნლ ჯეოგრაფიკის" ფოტოგრაფმა, პოლ კოლანჟელომ. გველების ყველაზე მჭიდრო დასახლება მდებარეობს კანადაში.













image










ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველაზე ბევრი გველი აფრიკასა, ან აზიაში სახლობს, თუმცა მწარედ ცდება. ამ მხრივ პირველ ადგილზე კანადაა. განსაზღვრულ პერიოდში გველები გასამრავლებლად ერთად იყრიან თავს, თუმცა ადამიანებისათვის ისინი სულაც არაა საშიში. ფოტოგრაფ პოლ კოლანჟელოს კანადაში ჩამოჰყავს მთელი თავისი ოჯახი, მათ შორის შვილებიც და ბავშვებს უფლებას აძლევს, მშვიდად ითამაშონ გველუკებთან. ბავშვები არ უფრთხიან გველებს, რადგან არავის უთქვამს მათთვის, რომ ისინი საშიშია. კოლანჟელოს პატარა შვილებისათვის გველებთან თამაში ისეთივე ჩვეული მდგომარეობაა, როგორც კნუტებთან და ლეკვებთან თამაში.

სპეციალისტთა თქმით, კანადაში, მანიტობას პროვინციაში შეინიშნება გველების ყველაზე დიდი კონცენტრაცია. ყოველ ზამთარს აქ იკრიბებიან უზარმაზარი უწყინარი ზოლიანი გველები, რათა გამრავლდნენ.

ზამთარში მანიტობაში შეიძლება, ტემპერატურა - 50-მდეც კი დაეცეს, თუმცა გველები ახერხებენ არა მხოლოდ ამ რთულ პირობებში გადარჩენას, არამედ თავისუფლად გამრავლებასაც. მანიტობა - ესაა ნამდვილი სამოთხე გველებისათვის.

ტურისტები, რომელთაც არ ეშინიათ გველის, მცოცავი არსების დანახვის, აქტიურად სტუმრობენ კანადას, მანიტობას პროვინციას. მათ აქვთ შესაძლებლობა, დაათვალიერონ მსოფლიოში ყველაზე დიდი გველის კუბლო (ყვითელზოლიანი გველების გროვა) და გადაუღოს სურათი, ან ვიდეო.








0
159
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0