x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მოკლედ, სტალინი და ბერია არაა ჯერ, მაგრამ მოდის რევოლუცია, ხმა გესმით?

თეა წულუკიანმა, რობერტ სტურუას გზად, ბესო ზანგურს თეატრიდან წასვლა ურჩია, რამეთუ შეუძლებელია მოძალადეს ერქვას ხალხის სიყვარული. ბესო ზანგურის ყველა როლი, არათუ რაიმე ღირებულების მატარებელი, ახლა უკვე სამარცხვინო და იაფფასიანია. ამიტომაც მისი ყველა როლიდან მოხსნა, სწორი დასაწყისი და გაგრძელებაც ადექვატური იყო, უნდა წავიდეს თეატრიდან აუცილებლად.

თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრად, ცოტა ხნის წინ დაინიშნა და უკვე ცდილობს თავისი ნიშა დაამჩნიოს ქართულ სანახაობრივ სივრცეს. მან თანამდებობიდან წასვლა, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორს, თორნიკე მარჯანიშვილსაც მოსთხოვა, მიზეზად კი მისი პოლიტიკური ორიენტირი დაასახელა, რადგან თორნიკე 2020 წელს იმ პოლიტიკური გუნდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, რომელიც ქართულ ოცნებას გამოეყო.

მოკლედ, სტალინი და ბერია არაა ჯერ, მაგრამ მოდის რევოლუცია, ხმა გესმით?image

3
504
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
504
  
2021, 18 აპრილი, 20:19
და რატომ მხოლოდ შექსპირი? "კავკასიური ცარცის წრე" ყველა დროის საუკეთესო სპექტაკლების ათეულშია.
რობიკო ინგლისის სამეფო თეატრმა და არა მარტო მან, მსოფლიოს ყველა დროის ერთერთ ყველაზე წარმატებულ რეჟისორად აღიარა.
2021, 18 აპრილი, 20:03
სტურუამ შექსპირის დადგმა იცის და შეგვჭამა მაგით. აგვიკლო
2021, 18 აპრილი, 19:22
რობიკო სტურუას ნაცების ხელისუფლებაც ებრძოდა, ჭკვიან და ნიჭიერ კაცს მუდამ ეყოლება მტრები.
ნაცები წავიდნენ რობიკო აქაა, რადგან მსოფლიო კულტურის უნიჭიერესი წარმომადგენელია.
0 1 3