x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
"ვინ გეკითხებათ თქვენ სტურუას მოხსნას, ხომ არ გაჟრიალებთ?! დაგვეხსენით ლეშისმჭამელებო!!"- მანჩო გიორგობიანი

image


სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი დღეს, რუსთაველის თეატრთან დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის "გილდიას" წევრების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. აქციაზე სტურუას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს თეატრის მსახიობების მხრიდან შელაპარაკებაც მოჰყვა, რაც საბოლოო ჯამში, აქციის მონაწილეებსა და მსახიობებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გიორგობიანის თქმით, სანამ სასამართლო საბოლოო ვერდიქტს არ გამოიტანს, არავის აქვს უფლება ვინმე დამნაშავედ გამოაცხადოს, ხოლო რობერტ სტურუას დაკავებული პოსტის დატოვება აიძულოს: "დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას !რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სანამ სასამართლოს არ დაუდია ვერდიქტი, ორივე მხარის სიმართლეში ეჭვის შეტანის უფლება გვაქვს, როგორც ყველა თავისუფალ ადამიანს, გვაქვს ვერსიების დადების უფლებაც, თუმცა არა მტკიცებით ფორმაში!ასე რომ შეეშვით ჩვენზე ძალადობას ამ თქვენი ნეო-ბოლშევიკური გამოხტომებით!..სანამ არ დადებულა განაჩენი, ბრალდებული მანამდე ვერ იქნება და შესაბამისად, კანონით, არავის დამნაშავედ გამოცხადების უფლება არ გვაქვს, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ გინდა ერთი და გინდა მეორე მხარე!.. სწორედ მაშინ იქნებოდა რობიკო სტურუა უსამართლო, მსახიობი რომ დამნაშავედ გამოეცხადებინა ოფიციალური განაჩენის გარეშე! ასევე, როგორც ყველა ადამიანს, მასაც აქვს უფლება არ დაიჯეროს, ან დაიჯეროს ჭორაობა! ვინ გეკითხებათ თქვენ სტურუას მოხსნას ვიღაცეების ასიწლისწინანდელი თუნდაც კონფლიქტის გამო, ხომ არ გაჟრიალებთ?!))) დაგვეხსენით ლეშისმჭამელებო! ვერ მოგვერევით! p.s. გაუნათლებელი ბნელებისთვის კი ვიტყვი, რობიკო სტურუას სპექტაკლებზე რომ გეარათ, მაშინ გეცოდინებოდათ, რომ მთელი არსით ძალადობის წინააღმდეგია და მისი თითქმის ყველა სპექტაკლი სწორედ ადამიანების ყველაზე ცუდი თვისებების, ბნელი და ცხოველური ინსტინქტების, ბოლშევიზმის - ბრბოს შემოსევის წინააღმდეგია.., და მხოლოდ ერთგულების, ჰუმანურობის, სიყვარულის, მეგობრობის და სხვა მაღალი ღირებულებების დასაცავად არის მიმართული, ღირსეული ადამიანების ჩამოსაყალიბებლად!.." - წერს გიორგობიანი. შეგახსენებთ, რომ 33 წლის მსახიობმა, ნინუცა მაყაშვილმა, რამდენიმე დღის წინ ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ის 11 წლის წინ, წელიწადნახევრის განმავლობაში, სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მაყაშვილის თქმით, ქმარი მას მაშინაც კი სცემდა, როდესაც ის ორსულად იყო, თუმცა მისივე თქმით ის ჩივილს არ აპირებს. რუსთველის თეატრმა კი მეორე დღესვე რობერტ სტურუას იმ სპექტაკლის ჩვენება გააუქმა, რომელშიც ბესო ზანგური ერთ - ერთ მთავარ როლს ასრულებს. თავად რობერტ სტურუა თავისი ფავორიტი მსახიობის დასაცავად ორი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურობდა, რომლის სტატუსებაც ფეისბუქმომხმარებლებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, ხოლო მას შემდეგ რაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბესო ზანგურს თეატრის დატოვება დაუყონებლივ მოუწოდა, რუსთაველის თეტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ის ყველა სპექტაკლიდან მოხსნა.


0
322
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
322