x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ირაკლი კობახიძეს აშშ-ში აშანტაჟებს გახარიას გუნდში გადავალო" - ნახეთ, ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც კობახიძეს ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ასევე თან ახლავს მას გახარიას გუნდში გადასვლით აშანტაჟებს თუ ის მას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ არ დანიშნავს: "ირაკლი კობახიძეს აშშ-ში ირაკლი ჩიქოვანი ახლავს, ვიზიტის ფარგლებში აშანტაჟებს-საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ თუ არ დამნიშნავ, გახარიას გუნდში გადავალო მოფრინდა ჩიტი ვაშინგტონიდან. ვიზიტის სხვა დეტალებს cnews.ge-დაელოდეთ!!"- წერს ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის შეხვდნენ. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, კობახიძესთან ერთად სენატორებს შეხვდნენ პარტიის საერთაშორისო მდივანი კახა კუჭავა და პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.






0
362
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
362