x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“გაეთრიეთ პარლამენტიდან! "ოცნების” შემორჩენილ მხარდამჭერებს მინდა გკითხოთ, ამას უჭერთ მხარს?" - ხათუნა ხოფერია

image


პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, დიტო სამხარაძის ფეისბუქპოსტს ეხმაურება, სადაც მან განაცხადა, რომ 20 ივნისის მერე გიორგი გახარიას 0 %-ი რეიტინგი ჰქონდა, თუმცა მას პარტია გვერდით დაუდგა, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი დეპუტატის გაღიზიანება სამხარაძის სწორედ ამ ცინიკურმა ფეისბუქსტატუსმა გამოიწვია, რომელსაც მალევე გიორგი გახარიას მხარდასაჭერი მისი ვრცელი სტატუსიც მოჰყვა: "ქართული ოცნების" შემორჩენილ მხარდამჭერებს მინდა მოგმართოთ და გკითხოთ, ამას უჭერთ მხარს? ამ განცხადებას ეთანხმებით? ასე უგუნურად შეიძლება 20 ივნისის თემით მანიპულირება? დავიჯერო, გარდა უვიცობისა და უტვინობისა, ამ განცხადების უკან ხიფათს ვერ ხედავთ?… დავიჯერო, ოქრუაშვილი, უგულავა, მელია, მართლა ტყუილად დაისაჯნენ და მართლა პოლიტპატიმრები არიან? რა უნდა ამ ხეპრეს, ქვეყნის, ოცნების მტერს პოლიტიკაში? ის ხომ ყველას, ვინც პარლამენტში შევარდნა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა გავაპროტესტეთ, ტყუილში გვადანაშაულებს და მისი უტიფარი ლოგიკიდან გამოდის, რომ დასაბანად, დასავარცხნად და “გასაპრავებლად” გვქონდა საქმე… კიდევ ვიმეორებ, ასე უგუნურად შეიძლება 20 ივნისის თემით მანიპულირება?! ახლა, რაც შეეხება ვინ ვინ გაიყვანა პარლამენტში და ვის ჰქონდა რეიტინგი. რეიტინგი, მხარდაჭერა, პატივისცემა და მადლიერება ჰქონდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს! ჰო და, რადგან აიძულეთ და გააქციეთ, რადგან ახლაც ებრძვით და ბოლომდე ანადგურებთ მის დატოვებულ დივიდენდებს, კეთილი ინებეთ და ყველამ ერთად დატოვეთ მანდატები! დიახ, გაეთრიეთ პარლამენტიდან ! არცერთი თქვენგანი პიროვნულად არ აურჩევიხართ ხალხს! დაე, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და იქ გამოჩნდეს თეთრიც და შავიც!"– წერს ხოფერია. გთავაზობთ, დიტო სამხარაძის პოსტის "სქრინშოტს", რომელსაც ხათუნა ხოფერიას მხრიდან დაუყონებლივი რეაქცია მოჰყვა.


image










0
753
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
753