x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შესაძლოა ნამოხვანჰესი სულაც არ არის ახალი პროექტი და ის სავარაუდოდ იარსებებდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს - ვიცოდეთ სიმართლე

image

ნამახვანჰესი
----------------------
ვიცოდეთ სიმართლე
დღეს, რომელიღაცა გადაცემის მცირე ეპიზოდს მოვკარი ყური, სადაც რესპოდენტი ამბობდა: რომ შესაძლოა ნამოხვანჰესი სულაც არ არის ახალი პროექტი და ის სავარაუდოდ იარსებებდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და ახლა საღდება ახლად;
ამის მოსმენის და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით გადავწყვიტე, რომ ღიად, საჯაროდ მოვყვე ნამოხვანჰესის ისტორია, მათში ჩართული პირები გაგაცნოთ და ზოგადად, მოვყვე ის რაც მე, ჩემმა ოჯახმა და იმ ნათესავებმა თუ პირთა წრემ კარგად იცის, ვინც შესწრებია ან/და მოსწრებია უშუალოდ პროცესს.
მაშ ასე, ვყვები და ვამბობ იმას რაც დანამდვილებით ვიცი და რაშიც ჩემი წინაპარი პირდაპირ მონაწილეობას იღებდა. სულ არ მაინტერესებს ვის ესიამოვნება და ვის -არა, ტელევიზია გამოიყენებს ამ ამბავს თუ ვინმე რამეს დაიბრალებს. ამოვიდა ყელში ყველაფერი და ის ხალხი ვინც დღეს ქუჩაში დგას, კარგად იციან მიზეზი. ზოგი ბავშვი შეიძლება ყოფილიყო მაში, ზოგიც ახალგაზრდა და ნაკლებად დაინტერესებული, ზოგმაც გადმოცემით იცის და ცნობიერად თუ არაცნობიერად დღეს აქვს პროტესტი.
მოკლედ, ვყვები იმას, რაც მახსოვს, რაც პირველ წყაროსგან ვიცი და რაც მუდმივად ისმოდა ჩემს ოჯახში. ვტვირთავ საოჯახო ალბომში არსებულ ფოტოებს იდენტიფიკაციისათვის და დანარჩენი, თუკი ვინმეს რამე დააინტერესებს არსებობს არქივი და უზარმაზარი მასალა სადაც დეტალურად არის ინფორმაციის ამოღებაა შესაძლებელი ნუ თუ არ გააქრობენ.
....................................................
დედაჩემის მამა - ვალერ (თენგიზ) შარიქაძე გახლდათ საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოს მთავარი ელექტრო ინჟინერი (მგონი 3 ადამიანი იყო სულ) მრავალი დამსახურებების, საპატიო წოდებების და გმირის ტიტულების მქონე.
ბაბუა მსახურობდა გერმანიაშიც, სადაც მსუყე კვალიფიკაციის დაგროვების შემდეგ ჩაბარდა საქართველოს ჰესების (ჰიდროელექტრო სადგურების) მშენებლობა. (მოგეხსენებათ ის ეპოქა მსოფლიოში ჰესების მშენებლობის ბუმით გამოირჩეოდა). აქვე ავღნიშნავ, რომ რუსეთის ერთ-ერთი გიგანტი ჰესის -ბაქსან ჰესის მშენებლობაც მას უკავშირდება.
მოკლედ, ბაბუა დაწყებული ენგურჰესის მშენებლობის ბოლოდან დამთავრებული ჟინვალჰესით მუდმივად მშენებლობაში იყო და თან გენიალური გუნდის, მათ შორის საპროექტო ინსტიტუტის გენიოსების ერთობლიობით აშენებდა იმ ჰესებს, რაც საქართველოში გვაქვს (რამდენიმეზე გენერალურ ინსპექტირებას ახდენდა როგორც მახსოვს).
ახლა, რაც შეეხება დღევანდე მდგომარეობას -ნამოხვანს:
მთელი ბავშვობა, იყო ეს ბაბუას კოლეგების სტუმრობა, რაიმე სხვა კაპანია თუ ოჯახური სუფრა მესმოდა რიგი ისტორიები: სვანეთის ჰესი (სახელს ვერ ვიხსენებ ცოცხალი-თავთ), რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ვაშლიჯვრის ფერდობი და მათ შორის ერთ-ერთია ნამოხვანჰესი.
როგორ გადაწყდა ჟინვალჰესის აშენება ნამოხვანის ნაცვლად
--------------------------------------------------
საახლოებით 60-იან წლებში (შესაძლოა ცოტა ადრეც) წამოიჭრა ორ ხეობაში ჰესის აშენების საკითხი იმერეთი და მთიულეთი - ნამოხვან ჰესი და ჟინვალჰესი.
საკითხი და მოთხოვნა იდგა შემდეგი: რომელი ჰესი უზრუნველჰყოფდა ელექტრომომარაგების საკითხს. შეიქმნა წინასწარი პროექტები და დავალება გაიცა რეგიონის შესწავლისა და საბოლოო გათვლების გასაკეთებლად, მაგრამ მითითება და ძირითადი მოთხოვნა იყო ნამოხვანჰესზე მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე.
ტრესტის კურირებისა და "ბრძანების" მიღების შემდეგ, ბაბუაჩემი თავის ჯგუფთან, საპროექტოს წარმომადგენლებთან, გეოლოგებთან და სხვა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად (ნუ "კაკებე" ისედაც მოიაზრება) წავიდნენ ხეობის შესაფასებლად.
ბევრი რომ არ გავაგრძელო და მოკლედ გადმოგცეთ, ნამოხვანის პროექტის განხორციელებაზე ამ ჯგუფმა პირველი უარი აჯახა კრემლს. რაზეც მოსკოვიდან სპეციალურად, ამ საკითხის შესასწავლად ჩამოვიდა ჯგუფი, რომელთაც ელექტრო ინჟინრების, გეოლოგების და სხვების კატეგორიული და "დასაბუთებული უარი" რამდენიმე ტომეულისაგან შემდგარი გაატანეს კრემლში და ალტერნატივად- ჟინვალჰესის მშენებლობაზე თანხმობა მოითხოვეს.
რა იყო ნამოხვანჰესის არ და ვერ აშენების მიზეზი:
1. ხეობა იყო სტრატეგიული დანიშნულების (ნუ ვინც ისტორია იცის კი მიხვდება რა სტრატეგიაც იგულისხმებოდა), ოღონდ ეს კრემლისთვის შელამაზებული ფორმით გახლდათ აღწერილი.
2.უხვი მეწყერული ზონები.
3. რეგიონი ითვლებოდა სეისმურად აქტიური.
რაც საფრთხის შემცველი იქნებოდა ყოველთვის და მისი დაზიანების შემთხვევაში მხოლოდ სოფლები კი არა რეგიონს ემუქრებოდა დაღუპვა.
4. ვიწრო ხეობის ხვეული ზონები - კაშხალის გარღვევის შემთხვევაში პირველი ტალღის შემდეგაც კი ვერ მოხერხდებოდა მდორე დინება ანუ წყლის გაშლა.
5. სრულიად განადგურდებოდა უნიკალური ეკო სისტემა, რასაც ჯაჭვური რეაქცია ექნებოდა მომავალში. (ფლორა და ფაუნა)
6 .დასავლეთში არსებობდა საკმარისი ჰიდროელექტრო სადგურები, რაც უზრუნველყოფდა საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავებას და ამ მიზეზით ორიენტირი აიღეს აღმოსავლეთ საქართველოზე -მთიულეთი, რომელიც აღმოსავლეთის მხარეს მოამარაგებდა ელ.ენერგიით და სასმელი წყლით.
ეს ჩამონათვალი ნამდვილად არ არის სრული და რაც ითქვა და რასაც ვისმენდი მხოლოდ ის გახლავთ, მაგრამ ამ ხალხმა თავისი გაიტანა და რამდენიმე წლიანი საქართველო-რუსეთში სირბილის, მივლინებებისა და შრომის შედეგად გადაიფიქრა საბჭოთა კავშირმა ნამოხვანჰესის აგება და 1971 წელს დაიწყო ჟინვალჰესის მშენებლობა, რაც 1984წელს დაიტბორა. აგრეგატი კი 1985 წელს სრული დატვირთვით ამუშავდა. მართალია ძალიან დიდი არქეოლოგიური მასალა მოყვა წყლის ქვეშ, მათ შორის მე-12 საუკუნის ჯვარიპატიოსანის სახ.ტაძარის (რაც არ გვეპატიება) მაგრამ ამ გადმოსახედიდან აშკარაა, რომ არჩევანი ცუდსა და უარეს შორის იდგა.
ჟინვალჰესი ბოლო ჰიდროელექტროსადგური იყო, რომელიც ბაბუამ ააგო.
-------------------------------------------------------
იგივე მოხდა სვანეთშიც. როდესაც ჯგუფა შეისწავლა ხეობა დაიდო დასკვნა: რომ ხეობა, მთები წარმოადგენდა ქვა-ნაშალს, მცოცავ ფენებს და კაშხალის აშენება 1. რომ წარმოადგენდა მიკროკლიმატის რადიკალურ ცვლილებას და 2. დროთა განმავლობაში ნიადაგი ჩამოიშლებოდა და კაშხალს დაღუპავდა, დაიღუპებოდა ხეობაც.
ამის სანაცვლოდ, წინადადებით წავიდნენ, რომ აშენებულიყო მცირე ჰიდროელ.სადგურები, რომ მომხდარიყო ელ.ენერგიის ლოკალური გამომუშავება და მომხდარიყო წყლის და ელ.ენერგიით შედარებით მცირე ტერიტორიის დაფარვა, მაგრამ მაშინაც გამოაცხადა კრემლმა, რომ ეს უსარგებლო და არაფრის მომცემი იქნებოდა, მარტო რიგითი სოფლების განათება არაფერს აძლევდა იმპერიას. თუმცა, მაინც გაიმარჯვეს "ჩვენებმა" და სვანეთში არ აშენდა უზარმაზარი ჰესები.
----------------------------------------------------------
საკრალური მე-9 ბლოკი.
ბნელ 90-იანებში, როდესაც ელ.ენერია სანატრელი გვქონდა, გამოდიოდა ჩვენი მთავრობა და ყველაფერს მე-9ბლოკს აბრალებდა. ხალხიც იდგა და გლოვობდა ამ მე-9 ბლოკს.
ბაბუაჩემი კი იჯდა (ნუ თავიდან) და გაოგნებული ამბობდა: რა უნდა ენგურზე მე-9 ბლოკს, მე იქ ეგეთი არაფერი გამიკეთებია და არც დამიტოვებიაო. კაცი საფიქრალში ჩავარდა მე-9 ბლოკი საიდან გაჩნდაო - ნუ ხვდებით ალბათ, რაც ხდებოდა - მორიგი ნაცრის მტვერი იდგა
------------------------------------------------------------
ვაშლიჯვრის დასახლება
გარკვეული მიზეზების გამო, აქტიური განხილვის თემა შეიქმნა ჩვენს ოჯახში ვაშლიჯვრის მაშინ ახლად აშენებული კორპუსები.
ბაბუა ამბობდა და და კატეგორიული უარიც დააფიქსირა, როდესაც ტრესტმა შრომითი დამსახურებისთვის ფართის გამოყოფა შესთავაზა. მან უარი და ბრაზის მიზეზი ასე დაასაბუთა: რომ ის ადგილი, ფერდობი იყო მეწყერული ზონა, მცოცავი ქანები და მანდ საერთოდ არ შეიძლებოდა მშენებლობა. ამბობდა, რომ დღეს თუ არა ხვალ ან 20 წლის შემდეგ აუცულებლად დაიძვრებოდა ნიადაგი, მიწისძვრის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო და ხალხი დაიღუპებოდა.
მას შემდეგ მინიმუმ 35 წელია გასული და როდესაც ვაშლიჯვრის ფერდობი ჩამოინგრა წამებში თვალწინ ბაბუა დამიდგა და მისი სიტყვები იმდენად ნათლად გავიგონე, რომ შემეშინდა კიდეც.
კაცმა როდის იცოდა და რა გათვალა არაუშავს?
------------------------------------------------------------------
სათქმელი მოკლედ არ გამომივიდა, მაგრამ მგონი ყველაფერი მოვყევი რაც მახსოვს და ვიცი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადრე ფაქტია ჭკვიანი ხალხი იყო, მიუხედავად საბჭოთაკავშირის არსებობისა, იბრძოდნენ საქართველოსთვის როგორც შეეძლოთ. ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად არ მიიდიოდნენ ფატალურ და საკრალურ შეცდომებზე და არ ანგრევდნენ ქვეყანას.
აქვე მოვყვები, იმასაც, რომ ჩემი დიდი ბაბუა მიხეილ შარიქაძე (დიდი მიხა - ასე იხსენიებდა ყველა) გახლდათ შორაპნის მაზრის უფროსი. ბევრი დამსახურებების მქონე ადამიანი. მრავალ შეტაკებასა და აჯანყებაში თავის მიწა-წყლის დამცველი. ბოლოს, ერთელაც საქმიანი დღის ბოლოს მან ბერიას მოუგო ნარდში. როდესაც უსაყვედურეს - რატომ არ მოაგებინეო, უპასუხა: რომ ცხოვრებაში ყოველთვის პატიოსნად მივლია, მტრის არ შემშინებია და თუ გავიწირები პატიოსნად შევეწირებიო და 1937 წელს მისი დახვრეტის მიზეზიც სწორედ ის ნარდში მოგებული ხელი გახდა.
მისი შვილები, ყველა სწავლის, შრომისა და პატიოსანი მოსამართლის, ინჟინერის, ფოლადის ოსტატის სახელს ატარებენ.
მათ გვერდით იდგა მშრომელი, მცოდნე და პატიოსანი ხალხი, რომლებმაც შემოგვინახეს ეს ქვეყანა. (არც სხვა პროფესიის ადამიანები გვაკლდა)
რაც მარტო ამ 2 ადამიანს და მათ გუნდს უკეთებია (და მათ, ვინც გამომრჩა) ვერც ერთი ვაი პოლიტიკოსი ვერ დაედრება ტრიბუნიდან ერისკაცობასა და ქვეყნის სიყვარულში.
----------------------------------------
ის ხალხი, ვინც ხეობას იცავს და ის სვანები, ვინც აპროტესტებს კაშხლების მშენებლობას მართლები არიან, ყველამ კარგად იცის ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია - საქართველოს შენებას კი არა, ნგრევას ემსახურებიან ვაი "მთავრები."
მე, სულ არ მაინტერესებს თურქი იქნება, სომეხი, რუსი, ფრანგი თუ გერმანელი ან ვინმე სხვა. ჩემი მიწა და განსაკუთრებით, ისეთი სტრატეგიული ხეობა, რომელიც ისტორიის მანძილზე იმერეთის გადამრჩენელი იყო, ყველაზე რთული ასაღები და ბევრი განძიც გადაურჩენია - ვის ვაძლევთ მთელი საუკუნით? ან იმ საფრთხეებს რატომ უგულვებელყოფთ?-გკიდიათ ხომ?! ხალხმქ საკუთარი კარიერა, ოჯახები დააყენეს ლამის წამების რისკის ქვეშ, რომ ეს პროექტები არ განხორციელებულიყო და რეგიონი გადაერჩინათ და ესენი ყიდიან ყველაფერთან ერთად ხომ? ბარემ სამხედრო ბაზებიც გავცეთ იჯარით და ეგაა! ბედოვლათი პრემიერი რომ ამბობს წლების წინ დამუშავებული პროექტიაო, ე. ი კარგად იცის იმ8ს უკან რა დასაბუთებული უარი და წინააღმდეგობაც დევს და არაჯკაცობაა ის რასაც აკეთებს. ხალხმა გაწირა თავი ამის გამო ლამის და ყველაფერი ნაგავი როგორ უნდა "გაპრაონ" ამ ძაღლიშვილებმა?!
ბაბუა, ამბონბდა: საქართველოში იმდები ჰიდროელექტრო სადგურია, რომ ქვეყანას სხვისი დენი არ სჭირდებაო. თუ რომელიმე სოფელი მიუდგომელია მცირე ჰესით საქმე გვარდება, მომავალში სხვა რამესაც მოიგონებენ (სავარაუდოდ მზის პანელები) და არც წყალია სამათხოვროო. რომელ ენერგო დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობენ ერთი?! კი გაიზარდა მოხმარება და მოთხოვნა, მაგრამ ყველა გონიერი ქვეყანა გადადის მზის პანელებზე. მაგ:საბერძნეში, მთლიანად გაფინანსებს სახელმწიფო თუ შენს სახლს, დაწესევულებას და მზგავს მზის პანელით გადახურავ ან დაფარავ და მერე შენგან ყიდულობს დენს.
ვის აბოლებენ ეს ვირთხები?! თუ ასე გინდა ქვეყნის სიკეთე გაკეთე სასიკეთო საქმე.
ახლა მესმის ბაბუს გული რომ წყდებოდა ყველაფერზე. ბოლოს, 9 წელიწადი სრულიად უსინათლო იყო და ამაზეც ბრაზობდა, რადგან იმჟამინდელ მთავრობას არც მისი ღვაწლი, არც მისი შრომა და არც მისი რჩევა აინტერესებდა. ასე იყვნენ ყველა მისი თანასწორი ადამიანი მაშინ და არც ახლა აკლებენ.
----------------------------------------------------------------------
ახლა მივმართავ ყველას ვისაც აინტერესებს და ვეტყვი, რომ რაც ავღწერე იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს 2 ენაზე ქართულად და რუსულზე საქართველოსა და რუსეთში. ეს ახალი ამბავი არ არის. ამ ისტორიებზე გავიზარდე მე, დედაჩემი კი უშუალოდ ესწრებოდა ასაკის შესაბამისად ყველა ჰესის მშენებლობას.
ბევრი ადამიანი, ვინც ბაბუაზე ახალგაზრდა იყო, ზოგიც ტოლი, მისი გუნდის წევრი თუ საპროექტოს თანამშრომელი, გეოლოგები ... ერთეულები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, საღ გონებაზე და გული ეწვებათ ამ ყველაფერზე.
ქვეყანა იღუპება, მარტო ჰესი არაფერ შუაშია, მასშტაბურად ხდება პროცესი და მალე ჩაგვყლაპავენ. ცოტა ტვინი დააყოლეთ ამ ყველაფერს და გონს მოეგეთ. ესენი ისე გაიქცევიან, როგორც დაღუპვის პირას მდგარი გემიდან ვირთხები გარბიან და დავრჩებით მონსტრის ხელში, რომელიც არტეფაქტებსაც არ დატოვებს ამ ქვეყნისგან. გლიჯავენ ქვეყანას და თქვენ ყველანი "რა გვეშველება, რა გვეშველება?!"-ს ძახილში და 10 კგ კარტოფილში განადგურებულ ქვეყანას უტოვებთ ჩვენს შვილებს. სირცხვილი თქვენ ყველას, ვინც ასე ზიხართ და ნწუ, ნწუ-თი გამოტქვამთ შეშფოთებას.
-----------------------------------------------------
ამოუსუნთქავად ვწერე.... იმედია ერთეული ადამიანი მაინც დაფიქრდება.
ამ ყველაფრის ბოლოს სპორტული ინტერესის გამო მოვნიშნავ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საინტერესოა ვის რაზე შესტკივა გული ტექსტი კი თავისუფალია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
რიონის ხეობის გადარჩენისთვის
რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა
რიონის ხეობისათვის
რიონის ხეობა
ქუთაისი და ქუთაისლები
ქუთაისი
სვანეთი
სვანეთი და სვანები
სვანეთი და სვანები
....მოგზავნილები არ დაგავიწყდეთ ;)????????
????
პ. ს. დღეს ჩვასწორებ ამ პუბლიკაციას და ბებიასაც გაგაცნობთ, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ასათიანის ქალი იყო, ლეჩხუმელი და ყველანაირად პრინციპული, ეროვნული, მამა-პაპისეული საკითხია ჩემთვის ნამოხვანჰესის საკითხი.
ვამატებ ნორა ასათიანის ლეჩხუმელი სვანი ქალის, ჩემი გემრიელი ბებოს ფოტოებს, რომელიც დარწმუნებული ვარ არც კი გამოაკლდებოდა თავისი ხეობის ამბავს. ბევრი ღამე ნერვიულობაში გაუთენებია, იმ მიზეზით, რომ ბაბუას ამ ამების გამო ერთხელაც " ააორთქლებდნენ. "
და თუ თქვენ მოახდენთ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას ნუ დამალავთ. ღიად თქვით სათქმელი და ერთხელ და სამუდამოდ მივხვდეთ, გავიაზროთ რომ მთავრობები არიან ხალხის სამსახურში და არა ხალხი მათ სამსახურში. ხალხი მხოლოდ ქვეყნის სამსახურშია და ვისწავლოთ მათ მიერ შეცდომებზე თვალის არ დახუჭვა თავიდანვე!!!
imageimage

0
162
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
162