x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუკი მოიწყინეთ გადახედეთ ამ 18 უჩვეულო საიტს, ისინი ნამდვილად გაგახალისებთ

თუკი დაგღალათ ყოველდღიურმა რუტინამ, სამუშაომ, სახლის საქმეებმა, ან უბრალოდ სქროლვამ ფეისბუქზე და რაღაც ახალი და საინტერესო გინდათ, გთავაზობთ რამდენიმე კარგ ალტერნატივას, ეს ვებგვერდები იმდენად უცხოა აუცილებლად შეგიყოლიებთ.


image





1. მზის სისტემის შესწავლა

image

ეს არის ვარსკვლავების ძალიან დეტალური მოდელი. დააკლიკეთ და იმოგზაურეთ გალაქტიკაში.







2. საიდუმლო კარიimage



ყოველთვის, როცა კარს იღებთ, სადმე ახალი და მოულოდნელ ადგილას აღმოჩნდებით, მაგალითად ზღვაზე, ბუნებაში, მუზეუმში, თუნდაც სუპერმარკეტში.






3. Airpanoimage

ეს საიტი გთავაზობთ მთელ მსოფლიოს ულამაზეს და დეტალურ პანორამულ ხედებს, მაღალი რეზოლუციით.








4. წვიმის ხმაimage

ამ უნიკალური საიტის გამოყენებით შეგიძლიათ განიტვირთოთ და წმიმის ხმის თერაპია მოუწყოთ საკუთარ თავს.






5. LoungeV

image


საიტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ აირჩიოთ ლამაზი ფონი საყურებლად. დაჯექით, დაისვენეთ და ისიამოვნეთ დეკორაციებით.






6. ვირტუალური პიანინო

image


შესანიშნავი იდეა, რომლის შესახებაც, როგორც ჩანს, ადრე არავინ ფიქრობდა: დაუკარით ფორტეპიანო კომპიუტერით.






7. Radiooooo

image


აირჩიეთ თარიღი და ქვეყანა და თქვენ შეძლებთ მოუსმინოთ მუსიკას, რომელიც პოპულარული იყო მაშინ.







8. პატარა ალქიმია

image

არაჩვეულებრივი თამაში, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ 550-მდე სხვადასხვა ნივთიერება მხოლოდ ოთხი ძირითადი ელემენტისგან.






9. GeoGuessr

image


ეს საიტი იყენებს Google Maps- ს, საიტზე შესვლის შემდეგ თქვენ გეძლევათ ფოტო, რომელიც უნდა გამოიცნოთ სად არის.





10. Toonator

image


აქ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი მარტივი გიფ-ანიმაცია.







11. რამდენი ადამიანია კოსმოსში ახლა?

image

გაიგეთ რამდენი ადამიანი ამჟამად კოსმოსში, ასევე მათი ვინაობაც. შეგიძიათ ისარგებლოთ მობილური აპლიკაციითაც.







12. გადაშენების პირას მყოფი ხმების მუზეუმი

image


ძველი საგნების ხმარებიდან ამოღებისთანავე, ხმები, რომლებიც მათთან ასოცირდება, ისტორიაში გადადიან. ამ საიტზე ნახავთ მათ ბევრი მათგანი აუცილებლად დაკავშირებული იქნება სასიამოვნო წარსულთან.







13. დაიჭირე შავი კატა

image


ეს არის თამაში, წესი კი ასეთია: ყველა მწვანე წრე ყვითლად აქციეთ, რათა დაიჭიროთ კატა. საკმაოდ აზარტული გასართობია.





14. Wikipedia: უჩვეულო სტატიები

image

გთავაზობთ ყველაზე ექსცენტრიულ, უცნაურ და უჩვეულო გვერდების უზარმაზარ ჩამონათვალს, რომელსაც ვეღარსად ნახავთ ქსელში, განსაკუთრებით კი სხვა ენციკლოპედიებში.






15. 8-ბიტიანი იკონის კონსტრუქტორი

image

საინტერესო საიტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ორიგინალური და არაჩვეულებრივი ონლაინ ავატარი.






16. Liveplasma

image

თქვენს მიერ არჩეული სიტყვის შესაბამისად ეს საიტი გთავაზობთ ახალ მუსიკას, ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს, რომლებიც მოგეწონებათ.





17. მსოფლიო ფრენების რუკა

image

ამ საიტის საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ყველა კომერციული თვითმფრინავის მიმართულება რეალურ დროში.






18. OMFG Dogs

image

... მათთვის, ვინც ამოწურა ყველა სხვა ვარიანტი!

















0
156
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0