x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
არაბთა გაერთიანებული საამიროები კოსმოსში ქალს უშვებს

image


საემიროების ხელისუფლებამ 2 ახალი ასტრონავტის სახელი დაასახელა. მათ მუხამედ ალ–მულა და ნურა ალ–მატრუში 4 ათას კანდიდატს შორის აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ნურა არაბული სამყაროს პირველი ქალი–ასტრონავტი გახდება.

ქვეყნის პრემიერ მინისტრის მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ასტრონავტები ამერიკაში გაემგზავრებიან და აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) პროგრამას შეუერთდებიან.

ვიდეოპრეზენტაციაში ნური ამბობს, რომ ის მთელი ცხოვრების მანძილზე ოცნებობდა ვარსკვლავებზე. ახლა ის 27 წლის არის, ინჟინრად მუშაობს ნავთობკომპანიაში და ამერიკელი ინჟინერ–მექანიკოსების საზოგადოების წევრია.



უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალებთან მიმართებაში, ყველაზე ლიბერალური კანონები მოქმედებს. ქვეყნის მთავრობაში 9 ქალი მინისტრი მუშაობს, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის, 33 წლის სარა ალ–ამირია. მას მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრია და ქვეყნის კოსმოსური პროგრამების მართვაც მას აბარია. imageimageimageimageimageimageimage




0
54
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0