x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
პენტაგონმა დაადასტურა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ნამდვილობა(ვიდეო)
image

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფოტოებისა და ვიდეოების ნამდვილობა, რომლებიც გადაღებულია აშშ-ს საზღვაო ძალების მიერ.


პენტაგონმა დაადასტურა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კადრების ნამდვილობა, რომლებიც აშშ-ს საზღვაო ძალებმა დააფიქსირეს. ამის შესახებ ნათქვამია Science Alert- ის მასალაში.


2019 წლის ივლისში სან დიეგოს სანაპიროსთან საესკადრო ხომალდ "რასელის" მეზღვაურებმა ცაში სამი მანათობელი ბურთი და მწვანე სამკუთხა, პირამიდის მაგვარი ობიექტი დააფიქსირეს.


image

” ვადასტურებ, რომ აღნიშნული ფოტო-ვიდეო მასალები გადაღებულია აშშ-ს საზღვაო ძალების მეზღვაურების მიერ”, - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა სიუზან გოფმა.


მისივე თქმით, ეს პირველად არ ხდება.არსებობს მსგავის შემთხვევები, ყველა ამ საქმეს დაზვერვა სწავლობს.

შარშან გაზაფხულზე, პენტაგონმა გამოაქვეყნა UFO– ს სამი ვიდეო. ერთი ვიდეო გადაღებულია 2004 წლის ნოემბერში, ხოლო დანარჩენი ორი 2015 წლის იანვარში.აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ინტერნეტით გავრცელდა რამდენიმე წლის წინ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ნებართვის გარეშე, თუმცა მხოლოდ 2020 წელს დაადასტურა აშშ-ს საზღვაო ძალებმა ვიდეოს ნამდვილობა.


0
457
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0