x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"როცა შენ მიერ გაბლატავებულ ახ...ს ძალადობაში ამხელს ყოფილი ცოლი, იმის მაგივრად რომ გაჩუმდე აი, ამას რომ დაწერ"- დავით გაბუნია

image


მთარგმნელი და დრამატურგი დავით გაბუნია სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობისადმი მხარდამჭერ ფეისბუქსტატუსს ეხმაურება, სადაც სტურუამ ნინუცა მაყაშვილი ყოფილი ქმრის, ბესო ზანგურის ოჯახში ძალადობაში დადანაშაულების გამო, ის მის წინააღმდეგ 1937 წლის რეპრესიების დაწყებაში დაადანაშაულა, ხოლო ყველა მის მხარდამჭერს - "ბოლშევიკი" და "ნეოკომუნისტი" უწოდა. გაბუნიას თქმით, როდესაც ყოფილი ცოლი სტურუას მიერ "გაბლატავებულ" მსახიობს ძალადობაში ადანაშაულებს ამ დროს სტურუა მინიმუმ ჩუმად მაინც უნდა იყოს და მსგავსი პოსტები არ უნდა წეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მისი მისამართითაც ბევრ სალანძღავ სიტყვას მიიღებს: "აი, ამას რომ დაწერ კომენტარად, როცა შენ მიერ გაბლატავებულ ახვარს ძალადობაში ამხელს ყოფილი ცოლი - მიმიფურთხებია მართლა და მართლა. იმის მაგივრად, დელიკატურად მაინც გაჩუმდე. ყველა სალანძღავი სიტყვა ახი იქნება, ბატონო რობერტ, რასაც დამსახურებულად მოისმენთ თქვენი მისამართით. და იმათ გასაგონად, ფანჩრის პუტვა ვინც მოაწყო მოტივით "სტურუას ებრძვიან!" - არავინ არ ებრძვის საკუთარი თავის და ჯიუტი შეუგნებლობის და უტიფრობის გარდა. დაოკდით"- წერს დავით გაბუნია. შეგახსენებთ, რომ 33 წლის მსახიობი, ნინუცა მაყაშვილი, ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის 11 წლის წინ, წელიწადნახევრის განმავლობაში, სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მაყაშვილი ამბობს, რომ ქმარი მას მაშინაც კი სცემდა, როდესაც ის ორსულად იყო, თუმცა მისივე თქმით ის ჩივილს არ აპირებს. ცნობილია, რომ ნინუცა მაყაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული. რუსთველის თეატრმა კი გააუქმა რობერტ სტურუას იმ სპექტაკლის ჩვენება, რომელშიც ბესო ზანგური ერთ - ერთ მთავარ როლს ასრულებს. თავად რობერტ სტურუა თავისი ფავორიტი მსახიობის დასაცავად ორი დღეა სოციალურ ქსელში აქტიურობს. მან ისიც კი თქვა რომ თეატრიდან წასვლას აპირებს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ახლა კი გთავაზობთ რობერტ სტურუას იმ პოსტს, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.


image











0
263
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
263