x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
...მოსყიდული ექიმები - რატომ ღირს საქართველოში წამლები ასე ძვირი
image


„დაბლოკილი პარალელური იმპორტი და მოსყიდული ექიმები - რატომ ღირს ძვირი წამლები“ - ამ სათაურით, გამოცემა „კომერსანტი“ საინტერესო მასალას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში ე.წ. „სამედიცინო მაფიას“ ეხება.

.

სტატიაში ნათქვამია, რომ მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, რომელზეც წლებია საუბრობს, როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიები და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება.


.

საქსტატის მონაცემებით, 2011 წლის საცალო ფასებთან შედარებით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა.

.

რატომ ძვირდება წამალი საქართველოში? - ამ კითხვას პასუხს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე გასცემს.

.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების ფასს უცხოური ვალუტის კურსის შესაბამისად ცვლიან, რადგან მისი თქმით, ბაზარზე არსებული მედიკამენტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. თუმცა, ამავდროულად, კობერიძის განმარტებით, გვაქვს ადგილობრივი წარმოება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათი ფასები იმპორტირებული ანალოგების ფასებს აჭარბებს. ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართული კომპანიების ფასი ე.წ. ბრენდული მედიკამენტების ფასებს აჭარბებს:

.

„მედიკამენტების მწარმოებელმა საერთაშორისო კომპანია „ნოვარტისმა“ 25 წლის წინ, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი „დიკლოფენაკი“ შექმნა, რასაც ბრენდული სახელი „ვოლტარენი“ დაარქვა. კომპანიამ გაყიდვების 25 წლიანი უკონკურენტო ექსკლუზიური ლიცენზია მიიღო. 25 წლის შემდეგ საპატენტო დაცვა მოიხსნა და სხვა გენერიკული მედიკამენტების მწარმოებლებს, მათ შორის ქართულ კომპანიებს, შესაძლებლობა მიეცათ „დიკლოფენაკი“ სხვადასხვა სახელით ეწარმოებინათ. მაგალითად „დიკლობერლი“, „დიკლოფეროლი“ და ა.შ. მათ საკუთარი წარმოების დიკლოფენაკს თავიანთი სახელი დაარქვეს, რათა წამლის რეკლამირების საშუალება ჰქონოდათ. მაგრამ არის შემთხვევები როდესაც კომპანიებმა სახელი უცვლელი დატოვეს „დიკლოფენაკ ჰუმანიტი“, „აპი დიკლოფენაკი“ და ა.შ. ამ შემთხვევაში კომპანიები მარკეტინგში ფულს არ ხაჯავენ და შესაბამისად მათი მედიკამენტის ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია. „ავერსი რაციონალი“ „დიკლოფეროლს“ აწარმოებს, თუმცა ღირებულება ხშირ შემთხვევაში უფრო მაღალია რაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არა ლოგიკურად გამოიყურება და კითხვის ნიშანს აჩენს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

.

ლევან კობერიძე იმ დაფარული პრობლემის შესახებაც გვიყვება, რომელზეც ინფორმაცია მთელ სამედიცინო საზოგადოებას აქვს, თუმცა ღიად მასზე არავინ საუბრობს.

.

„მედიკამენტების გაყიდვა, ე.წ. პრომოუშენი, ძირითადად ექიმების ფინანსური გზით დაინტერესებით ხდება. მათ აქვთ ინტერესი კონკრეტული სავაჭრო დასახელების წამალი დანიშნონ და ამაში მწარმოებლისგან ან დისტრიბუტორისგან თითოეულ კოლოფზე შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. სამწუხაროდ ექიმების ნაწილი დაბალი ხელფასების გამო ამ ცდუნებას ვერ უძლებენ. ფარმაცევტულ კომპანიასთან გარიგებული ექიმები ნიშნავენ მედიკამენტს არა იმის გამო რომ ხარისხიანია, ეფექტურია, უსაფრთხოა, აპრობირებული ან მეტიც, პაციენტისთვის ხელმისაწვდომია, არამედ ერთერთი მთავარი მოტივით, ამ მედიკამენტის დანიშვნის შემდეგ ისინი კომპანიისაგან გარკვეულ ანაზღაურებას მიიღებენ. ექიმების გარკვეული ნაწილი, თავის გადაზღვევის მიზნით დუბლირებულ მედიკამენტებსაც კი ნიშნავს. ერთს, რომელიც ნაკლებად ეფექტიანია შედეგის თვალსაზრისით ნიშნავს იმიტომ, რომ მასში ანაზღაურებას იღებს, ხოლო მეორეს ნიშნავს იმიტომ, რომ პაციენტმა რეალური შედეგი მიიღოს“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

.

მისივე თქმით, პრობლემის მოგვარებას სახელმწფოს მხრიდან ნება სჭირდება, რომ მოსახლეობისათვის ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი იყოს ხელმისაწვდომი. მისივე განმარტებით, სახელმწიფო პროცესებს არ მართავს და ხშირად მოსახლეობისათვის საზიანო გადაწყვეტილებებს ღებულობს. ამის მაგალითად ლევან კობერიძეს 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადებული საგანგებო პირობებით განსაზღვრული მედიკამენტის იმპორტის წესებში ცვლილებები მოჰყავს, რამაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების იმპორტის შეფერხება და შესაბამისად ფასების ზრდა და დეფიციტი გამოიწვია, მთელ რიგ მედიკამენტებზე. ყოფილი დეპუტატის განცხადებით, მაშინ, როცა საქართველოში მთავრობამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საპირისპიროდ ბიზნეს ოპერატორებს საქმიანობა გაურთულა სომხეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მედიკამენტების იმპორტი უკიდურესად გაამარტივა.

წყარო: commersant.ge

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0