x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მეცნიერებმა დაასახელეს მთავარი ნიშანი, რომელიც ჭკვიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

შეგიმჩნევიათ განსაკუთრებით ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანების რაიმე საერთო თვისება? ამერიკელმა მეცნიერებმა დიუკის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანიც ჭკვიანი ადამიანებში საერთო ნიშნის პოვნა იყო.

image

მკვლევარებმა არაერთი საინტერესო ტესტი და ექსპერიმენტი ჩაატარეს, რათა შეესწავლათ ადამიანის შესაძლებლობა, გაეცნო და აღიარებინა ის ფაქტი, რომ თვითონ შეიძლება ცდებოდეს სხვადასხვა, თუნდაც ნაცნობ საკითხებში.

image
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთ არგუმენტებს ადგენენ მიუკერძოებელი დამოკიდებულების საფუძველზე, სხვაზე ბევრად უფრო სწრაფად და წარმატებით წყვეტენ დაკისრებულ ამოცანებს. ასეთი ტიპის ადამიანები კი იშვიათად გვხვდება. ისინი არ ეყრდნობიან იმ პრინციპებს, რომლებსაც გარემო ახვევს თავს. საინტერესოა ისიც, რომ ამ დავალების შემდეგ, რესპონდენტებს გადაეცათ ზოგადი ცოდნის ტესტები და სწორედ ამ ადამიანებმა დავალება ბევრად უფრო ადრე შეასრულეს, ვიდრე სხვა დანარჩენებმა.

image

მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ უკიდურესად ჭკვიან ადამიანებს თანდაყოლილი აქვთ იმის გააზრების და აღიარების უნარი, რომ სწორედ თვითონ შეიძლება ცდებოდნენ და არა მათი თანამოსაუბრეები. უფრო მეტიც, ეს ადამიანები, როგორც წესი, ძალიან ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან.



0
504
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0