x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
7 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დილა ლიმონიანი წყლით

დღის განმავლობაში ჩვენი სხეულის სრულფასოვანი და სწორი მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დილით მისი გაჯერება აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტებით. ორგანიზმის მდგომარეობა დღის მანძილზე კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავიწყებთ დილას.

image


თუკი ყოველ დილას ლიმონიანი წყლის დალევით დაიწყებთ, მალევე იგრძნობთ სიჯანსაღეს. თავისთავად, წყალი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, ის ხომ სასიცოცხლო აუცილებლობისაა. წყალს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები, მონაწილეობს უჯრედების მნიშვნელოვან გადატანის პროცესებში და მრავალი სხვა. ლიმონი მატებს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის გასაზრდელად.

1. ჯანსაღი სუნთქვა

ლიმონი სუნთქვის ბუნებრივი გამაგრილებელი საშუალებაა. უბრალოდ დალიეთ ლიმონის წყალი კბილების გახეხვის შემდეგ და პირის ღრუს სიჯანსაღე მთელი დღე გაგყვებათ.


2. შეკრულობის მოშორება

ლიმონიანი წყალი სასწაულებს ახდენს! საჭმლის მონელებისთვის წყლის მიღება ძალზე მნიშვნელოვანია . მრავალი ექიმი ურჩევს პაციენტებს ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ჭიქა წყლის დალევას. შესანიშნავი ვარიანტია, თუ ამ ჭიქას ლიმონს დაამატებთ. მას აქვს სასარგებლო გავლენა ნაწლავებზე და ამცირებს შეკრულობის რისკს.


3. შიმშილის გრძნობის შემცირება

ლიმონიანი წყლის დალევა შიმშილის გრძნობას კლავს, ასე რომ, ამ სასმელით შესაძლებელია მავნე წასახემსებელზე უარის თქმა.


4. ნაბახუსევის წამალი

ლიმონიანი წყალი ხსნის მეორე დილას დაწყებულ უსიამოვნო შეგრძნებებს და გულის რევას მხიარული დღის შემდეგ.

image



5. рН ბალანსი

ლიმონიანი წყლის დალევა ასევე ეფექტური საშუალებაა თქვენს ორგანიზმში pH მჟავიანობის დასაბალანსებლად. თუ ძილის წინ ან დილით მოგწყურდებათ, ეს დისბალანსის ნიშანია. დალიეთ ერთი ჭიქა ლიმონის წყალი.


6. ბუნებრივი დეტოქსიკატორი

ლიმონის წყალი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი დეტოქსიკატორია. ამ სასმელს შეუძლია გამოიტანოს ყველაფერი, რაც თქვენს სხეულს არ მოსწონს.

image


7. კარგი განწყობა

საოცარია, მაგრამ ლიმონიან წყალს განწყობის ამაღლება შეუძლია

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0