x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გადატანილი უმძიმესი ტრაგედია და სულ სხვანაირი "აზიზე ასლანბეი" - ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"
image


პო­პუ­ლა­რულ თურ­ქულ სე­რი­ალ "თავ­ქა­რი­ან­ში“ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე ბე­ბი­ის გმი­რი, აზი­ზე ას­ლან­ბე­ია. ის არის მკაც­რი იმი­ჯის ქალი, რომ­ლის ვი­ზუ­ა­ლი და ქცე­ვე­ბი, არა მხო­ლოდ სე­რი­ა­ლის გმი­რებს, არა­მედ მა­ყუ­რე­ბელ­საც აში­ნებს.


აზი­ზეს როლს თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი აიდა აქ­სე­ლი ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ან­ტი­პო­დია თა­ვი­სი გმი­რის და მათ შო­რის, ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. აიდა მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის წყა­ლო­ბით, სე­რი­ალ­ში სრუ­ლი­ად სა­ხეც­ვლი­ლი გვევ­ლი­ნე­ბა.


image



აიდა აქ­სე­ლი 58 წლი­საა. ის ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, პირ­ველ ქმარს 90-იან წლებ­ში და­შორ­და, მე­ო­რედ ათი­ლა აქინ­ჩი­ოღ­ლუ­ზე და­ქორ­წინ­და. წყვი­ლი15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და ერ­თად. სამ­წუ­ხა­როდ, ათი­ლა 2010 წელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა და ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია იყო ოჯა­ხის­თვის, რო­მელ­მაც აი­დას სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა.


image


ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უარს ამ­ბობ­და სა­ტე­ლე­ვი­ზო პრო­ექ­ტებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და სა­ერ­თოდ, ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­გან თავს იკა­ვებ­და.


image


აიდა აქ­სელს ორი შვი­ლი ჰყავს. ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი - ლე­ი­ლა და ეფე, რომ­ლე­ბიც დე­დის მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. ხში­რად აკი­თხა­ვენ დე­დას გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, მას­თან ერ­თად და­დი­ან ფილ­მის სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ებ­ზე. ლე­ი­ლა თა­ვა­დაც დე­დის კვალს ად­გას, ის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია.


image


აიდა აქ­სე­ლი თურ­ქეთ­ში ძვე­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა გარ­და სპექ­ტაკ­ლე­ბი­სა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი არა­ერთ ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში. სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ აქვს მი­ღე­ბუ­ლი თურ­ქე­თის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დო.


image


აიდა აქ­სე­ლი "თავ­ქა­რი­ა­ნის“ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი­სა და სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მად­გენ­ლო­ბის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბია და ის ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს . ეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც ჩანს. თა­ვი­სი გმი­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მსა­ხი­ობს თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი და მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს... განაგრძეთ კითხვა <<<



0
294
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0