x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამაკაცმა ცოფიანი მგელი ხელით გაგუდა ცოლის თვალწინ
image

ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკის მცხოვრებმა მგელი ხელით მოახრჩო, მას შემდეგ, როდესაც ნადირი ქუჩაში თავს დაესხა. როგორც მალევე გაირკვა, მგელს ცოფი აღმოაჩნდა განუცხადა "რია ნოვოსტის" ბორისოგლებსკის ცხოველთა დაავადებათა კონტროლის რეგიონალური სადგურის წარმომადგენელმა.



"მგლის შეტევა პარასკევ საღამოს მოხდა ქალაქის გარეუბანში. ცოლ-ქმარი ქუჩაში სეირნობდა საღამოს 9 საათის ფარგლებში, რა დროსაც მათ შენიშნეს მოახლოებული ცხოველი. ცოლმა იფიქრა, რომ ეს იყო ძაღლი, ხოლო მამაკაცმა მაშინვე მიხვდა, რომ მგელთან ჰქონდა საქმე ”, - განუცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

ნადირი მივარდა მამაკაცს და ფეხზე დაუწყო კბენა.


"მამაკაცმა ყველაფერი სწორად გააკეთა. იგი უმალ ყბაზე ჩაეჭიდა, მიწაზე მიაჭყლიტა და მიახრჩო. მან ეს გააკეთა, ყოჩაღ!", - თქვა სადგურის წარმომადგენელმა.

მამაკაცისთვის სასწრაფო დახმარება გამოძახეს, მას ფეხზე ჭრილობები აღენიშნებოდა, ხოლო მგელი ანალიზებზე გადააგზავნეს.

"მას ცოფი აღმოჩანდა. კაცი გაივლის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, საშიში არაფერია ... მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობ, ვეტერინარულ მედიცინაში, 1987 წლიდან და ეს ჩემთვის პირველი შემთხვევაა-ცოფიანი მგელი, " აღნიშნა ცხოველთა დაავადებების კონტროლის სადგურის წარმომადგენელმა.

0
348
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0