x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ირანის შაჰის და მისი ცნობილი ჰარამხანის ქალების რეალური ფოტოები, რომლებიც ნამდვილად შოკს მოგგვრიან

როგორც სხვადასხვა ფილმებიდან და სერიალებიდან ვიცით, ირანელი შაჰების ჰარამხანაში იმ დროის ულამაზესი ქალები იყვნენ თავმოყრილნი დაპყრობილი ქვეყნებიდან და არამარტო. ეს სტერეოტიპი შესაძლოა ამ ფოტოპროექტმა დაგიმსხვრიოთ.

image

ნასერ ად-დინ შაჰ ქაჯარი - ირანის მეოთხე შაჰი გახდა და ძალაუფლება 1848 წელს მიიღო. შაჰი ტახტზე 47 წლის განმავლობაში იჯდა, რაც ირანის 3000 წლიანი არსებობის მანძილზე ყველაზე გრძელი პერიოდი იყო.

image

ისტორიკოსების თქმით, შაჰი საკმაოდ განათლებული იყო, თუმცა უყვარდა ფუფუნება, რაც ხალხის უკმაყოფილებას იწვევდა.

image

შაჰის ერთ-ერთი გატაცება ფოტოგრაფია იყო. მას ბავშვობაში სურათების გადაღება მოსწონდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გადაწყვიტა თავისი ოფიციალური ფოტო სტუდია შეექმნა თავის სასახლეში. 1870-იან წლებში თეირანში პირველი ატელიე გახსნა რუსმა ფოტოგრაფმა ანტონ სევრიუგინმა, რომელიც ირანის მმართველის სამეფო ფოტოგრაფი გახდა. სევრიუგინმა შექმნა ირანის ფოტოქრონიკა და გაწეული სამსახურისთვის საპატიო წოდებაც მიენიჭა.

image

რუსი ფოტოგრაფი იღებდა შაჰს, მის მსახურებსა და ნათესავებს, ხოლო ჰარამხანის გადაღების უფლება კი შაჰმა თავისთვის დაიტოვა.


სიმსქუნე სილამაზის მთავარი კრიტერიუმი იყო
image

ცნობილია, რომ ნასერ ად-დინი თვითონ ბეჭდავდა ფოტოებს სასახლის ლაბორატორიაში და ინახავდა ატლასის ალბომში, გოლესტანის სასახლეში, სადაც ამჟამად მუზეუმია.


მარჯვნივ, შაჰის ფავორიტი ანის ალ-დონეხიimage

ფოტოსურათების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იმ დროს შიიტური კანონების თანახმად დაუშვებელი იყო ხალხის, და მით უმეტეს, ქალის სახის გადაღება. ამისი უფლება მხოლოდ ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს ჰქონდა, ანუ ქვეყნის მმართველს. ამბობენ, რომ შაჰს თავისი “ჰარამხანის ქალების" უფრო პიკანტური ფოტოსურათებიც ჰქონდა, თუმცა მათ საგულდაგულოდ ინახავენ მუზეუმში.

imageimageimageimageimageimageimageimage


















4
497
4-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
497
  
2021, 20 აპრილი, 9:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 13 აპრილი, 18:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 13 აპრილი, 13:53
მეც :) მაგრამ სტატია ძალიან კარგია
2021, 13 აპრილი, 12:46
შემიწუხდა გული)
0 1 4