x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„კოკაინის დიეტა" მამაკაცებისთვის და ნარკოტიკის გადაზიდვის უცნაური მეთოდი
image

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში პოლონელი კაცი იატაკზე დაეცა და მალე ექიმებმა მის სხეულში რაღაც უცნაური აღმოაჩინეს.


45 წლის ვალდემარ ვოიძაკი ტრინიდადიდან ჩამოვიდა და გაჩერდა მაიამიში. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ფინეთი იყო. მან აეროპორტში გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა კი მისი მუცლიდან ნახევარი კილო კოკაინი ამოიღეს!


მიუხედავად იმისა, რომ კაცი ინგლისურს არ ფლობდა, მან მაინც მოახერხა ექიმისთვის განემარტა, რომ მან ნარკოტიკის პატარა ჩანთები გადაყლაპა. პოლონელი ინტენსიურ თერაპიაში რჩებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ექიმებმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს.



ქირურგებმა მუცელში 53 პატარა ტომარა აღმოაჩინეს. ისინი დაუყოვნებლივ ამოიღო ნივთმტკიცებად მაიამის პოლიციის განყოფილებამ. მამაკაცი კინაღამ გარდაიცვალა ამ ნარკოტიკების გადაყლაპვის შემდეგ. გამოჯანმრთელების შემდეგ, პოლიციამ მას ბრალი დასდო კომერციული საშუალებით ნარკოტიკების გადაზიდვაში. კაცმა თარჯიმნის მეშვეობით თქვა, რომ არ აღიარებს დანაშაულს.


"ნარკოტიკების კურიერები" არიან ის მგზავრები, რომლებიც ნარკოტიკებს ყლაპავენ. ისინი, როგორც წესი, ლათინური ამერიკიდან არიან და ეს ძალზე გავრცელებული დანაშაულია, განსაკუთრებით სამხრეთ ფლორიდაში.


მაგრამ ვოიძაკის საქმე უცნაური იყო, რადგან ის პოლონეთის მოქალაქეა და ინგლისურს არ ფლობს. პასპორტის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მან წარსულში რამდენიმე მოკლე მოგზაურობა გააკეთა პოლონეთიდან. ნარკოტიკების გაყიდვა გამიზნული იყო ფინეთში, სადაც კოკაინს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასი აქვს, დაახლოებით $ 53, 000.


2002 წელს 12 წლის ნიგერიელი ბიჭი დაიჭირეს, რომელიც 87 ჰეროინით სავსე პრეზერვატივის გადატანას ცდილობდა, რომელიც მან ასევე გადაყლაპა. ტაქსით გადაადგილებისას მძღოლმა შენიშნა ბიჭის უცნაური მდგომარეობა, გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიციაში მივიდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ნარკოტიკების შენახვასა და გადაზიდვაში დაადანაშაულეს.

0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო-ისაკა
გიო-ისაკა
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0