x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ავსტრალიელთა საპირფარეშოებს გიგანტური პითონები "სტუმრობენ" - ნახეთ, როგორ უმკლავდებიან პრობლემას

image































ავსტრალიის ქალაქ ტაუნსვილის მცხოვრებლები მარტო საპირფარეშოში შესვლას ვერ ბედავენ. მათ უნიტაზებს გიგანტური პითონები შემოეჩვივნენ. "მოულოდნელი სტუმრების" სიგრძე 3-დან 7 მეტრამდე მერყეობს. დაუპატიჟებელი სტუმრების ნაწილი ცისტერნებზე იკალათებს, ხოლო ზოგი პითონი პირდაპირ უნიტაზში იძინებს, რამდენადაც იქ გრილა და უფრო კომფორტულია ყოფნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2015 წელს გამოცემა "მირორმა" გაავრცელა.

ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის ერთადერთი იმედი თანამემამულე ელიოტ ბადია, პროფესიონალი გველმჭერი. სწორედ ამ უკანასკნელმა 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში საზარელი ფოტო გადაუღო 3-მეტრიან "სტუმარს, უნიტაზში მყუდროდ მოკალათებულ პითონს.

"ზუსტად მეორე დღეს მე დამირეკა მეზობელმა და მითხრა, რომ მის საპირფარეშოში, წყლის ცისტერნაში "რაღაც არის". ავხადე თავსახური, დავინახე პითონის კუდი, რომელმაც მილში მოთავსება გადაწყვიტა", - ჰყვება ბადი.

მამაკაცს ყოველდღე უწევს მეზობლების დასამშვიდებლად მისვლა და იმის თქმა, რომ პითონები შხამიანი არაა, თუმცა ადამიანებს მაინც საშინლად ეშინიათ, როცა საკუთარ სახლში მოულოდნელად გიგანტურ გველებს ეჩეხებიან.

0
120
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0