x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ალგორითმი: როგორ გავყოთ ტორტი სამართლიანად?!

image
























ამერიკელი მათემატიკოსების მიერ შემოთავაზებული ალგორითმი ხელს შეუწყობს ბაშვებს შორის ტორტის თანაბრად გაყოფას, არამედ მეზობელ ქალაქებსა და სოფლებს შორის მიწის ნაკვეთების განაწილებასაც.

მას შემდგომ, რაც ტორტი შეიქმნა, ბრძოლა საუკეთესო ნაჭრებისათვის არ ცხრება, რაც საბოლოოდ გამარჯვებულის ტრიუმფს, აღფრთოვანებას, ხოლო დამარცხებულის უკმაყოფილებას იწვევს. ახლა უკვე მეცნიერება გვთავაზობს ტორტის სამართლიანად დაყოფის ალგორითმს, როცა არავინ რჩება ნაწყენი.

ტორტების სამართლიანად გაყოფის ალგორითმის ავტორები არიან იუნიონ-კოლეჯის მათემატიკოსი, ჯულიუს ბარბანელი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, სტივენ ბრამსი.
















image













ალგორითმის მოკლე აღწერა:

1. ტორტის გაყოფაში მონაწილეობს ორი მოთამაშე (ბავშვი) და მიუკერძოებელი მოსამართლე, მსაჯული (დედა).

2.დასაწყისშივე პრეტენდენტები აცხადებენ იმის, შესახებ, თუ ტორტის რომელ ნაჭრებს ანიჭებენ უპირატესობას (მათემატიკური ტერმინოლოგიით განისაზღვრება ალბათობის სიმკვრივის ფუნქციები).

3.შემდგომ მსაჯული (დედა) აღნიშნავს ორივე მხარის ალბათობის სიმკრივის ფუნქციების გადაკვეთის ყველა წერტილს და ანაწილებს შესაბამისად ულუფებს თითოეული მონაწილისათვის.

თუ ამ ეტაპზე ორივე ბავშვმა მიიღო თანაბარი ოდენობის ულუფა, მაშინ პრობლემა მოგვარებულია, სხვა შემთხვევაში, ალგორითმი აგრძელებს მუშაობას.

მოთამაშემ, რომელმაც პირველ რაუნდში მიიღო ნამცხვრის უფრო მეტი ნაწილი, უნაწილებს მეტოქეს, უპირველეს ყოვლისა, ნამცხვრის იმ ნაჭრებს, სადაც თანაფარდობა მათი ალბათობის სიმკვრივის ფუნქციებისა ყველაზე მცირეა.

პროცესი გრძელდება იქამდე, სანამ ორივე მხარე არ მიიღებს თანაბარი რაოდენობის ნამცხვარს, მათ მიერ მიღებული ულუფის შეფასებით, თუ რამდენად თანაბარია მნიშვნელობით.

რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდიკა მუშაობს მხოლოდ ტორტის დაყოფის სასრული რაოდენობისა და ორივე მოთამაშის ხაზოვანი ალბათობის სიმკვრივის ფუნქციების შემთხვევაში.

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0