x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"თქვენს პატრონს, და ისე მელაძემ რა სახსრებით შეიძინა აპარტამენტები ვაკეში იმას ხომ არ გამოიძიებთ" - ნუკა არველაძე

image


ჟურნალისტი ნუკა არველაძე გუშინ, "ნოდარ მელაძის შაბათში" ბერა ივანიშვილსა და მის ოჯახზე გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ტვ პირველს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. არველაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს არანაირი კანონი არ დაურღვევია და ოჯახთან ერთად სამხრეთ კორეაში ჩასასვლელად არც სახელმწიფო თვითმფრინავი გამოუყენებია. მისივე თქმით, ბერას და მისი ოჯახის წევრებს კოვიდ-19 პანდემიიდან გამომდინარე, კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ქვეყანაში შესვლის შესახებ დაწესებული პროცედურების გავლის შედეგად კანონით გათვალისწინებული ვიზა ჰქონდათ მინიჭებული. ამავე სტატუსში არველაძე "ტვ პირველს " მიმართავს და ურჩევს რომ იქნებ მათი არხის საგამოძიებო ჯგუფმა ის ფაქტი გამოძიონ თუ რა სახსრებით შეიძინა ნოდარ მელაძემ რამდენიმე აპარტმენტი ვაკეში: "ბერას და მისი ოჯახის წევრებს მინიჭებული აქვთ, კოვიდ-19 პანდემიიდან გამომდინარე, კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ქვეყანაში შესვლის შესახებ დაწესებული პროცედურების გავლის შედეგად კანონით გათვალისწინებული ვიზა. პირადად მე, ️დაახლოებით 12 წელია რაც აღმოვაჩინე სმხრეთ კორეაში არსებული კულტურის განვითარების საოცარი ტალღა, მას ასეც უწოდებენ - კორეული ტალღა, ფაქტობრივად კინო, მუსიკა და ხელოვნების ყველა დარგი უმაღლეს დონეზეა აყვანილი და განვითარებული მახარებს, რომ ჩვენი ადამიანი საქართველოდან ერთობლივ პროექტს აკეთებს - მით უნეტეს, იმ ფონზე როცა მსოფლიოს, საერთაშორისო ვარსკვლავების ბუმია იქ!!! ️ TV Pirveli ტელეკომპანია პირველი - რამდენად გაუნათლებელი იყო ეს ინფორმაცია საზოგადოებას ამ კუთხით მიაწოდო, რამდენად გონზე არ ხართ რა ხდება სამყაროში რომლის ნაწილი აქტიურად ხდება საქართველო!!! თქვენ სადმე ჯუნგლებში, კანიბალებში უნდა ჩაგყაროთ ადამიანმა საკუთარი ქვეყნის და ადამიანების ფასი რომ ისწავლოთ!! აქ უკეთესად ჩანს თვითმფრინავი და ისე თქვენი საგამოძიებო ჯგუფი იმას ხომ არ გამოიძიებს რა სახსრებით შეიძინა მელაძემ აპარტამენტები ვაკეში და როგორც ვიცი ერთი არა -? - ვაი თქვენს პატრონს!!! ამდენ სიყალბეს და სიბინძურეს როგორ უძლებთ!!! ეგღა აკლია ივანიშვილს რომ სახელმწიფოს თვითმფრინავით გაფრინდეს და ჩემი ფული დახარჯოს" - წერს ნუკა არველაძე. შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო ცოტა ხნის წინ დატოვა. ამის შესახებ ცნობილი, მისი მეუღლის ნანუკა გუდავაძის "ინსტაგრამიდან" გახდა, სადაც მან, ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ კი სეულში იმყოფება.












0
411
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
411