x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოს დელიკატესები, რომლებიც თმას ყალყზე დაგიყენებთ

თუკი მოგზაურობასთან ერთად გიყვართ ხალხის კულტურის და მათი საკვების გაცნობა ადვილად შეძლებთ ამ დელიკატესების დაგემოვნებას.


მოგზაურობის ხიბლიც სწორედ ისაა, რომ ნახოთ ის ცხოვრების წესები და ჩვეულებები, რომლებიც თქვენთვის არსებულ ნორმალურობის ფარგლებს მიღმაა.


ქვემოთ მოცემული დელიკატესებად ჩვენთვის შეიძლება გულისრევის შეგრძნებას იწვევდეს, სხვა კულტურებში კი ყოველდღიური საკვებია.






1. შემწვარი მწერები და ტარაკნები ტაილანდში

რჩევა: თუკი არ შეგიძლიათ ჭამა, მაგრამ გაინტერესებთ, უბრალოდ დახუჭეთ თვალები და ისე შეჭამეთ.



image


ტაილანდში შემწვარი მწერები მსოფლიოში ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური საკვებია.

ბანგკოკში, 6 სართულიანი სავაჭრო ცენტრ Platinum Mall-თან მოვაჭრეების გრძელი ჯგუფი ყიდის ამ მცოცავ მწერებს: შეგიძლიათ შეიძინოთ მორიელების მწვადი ან ფოლადის თეფშებზე დალაგებული შემწვარი ტარაკნები.





2. გიგანტური ჭიანჭველები ჟოლოთი - ლუანგპრაბანგი

image


ეს არის, გიგანტური ჭიანჭვლების კვერცხი ჟოლოს სორბეტით, რომელსაც ლაოსელი შეფ-მზარეულები ამზადებენ ლუანგ პრაბანგში. და ეს კერძი არც მეტი არც ნაკლები დესერტია.





4. თხის ტვინი - ინდოეთი

image


თხის ტვინი ერთ–ერთი ყველაზე უცნაური საკვებია, რომელიც ინდოეთის სხვადასხვა ნაწილში შეგიძლიათ მიირთვათ.

მისი მომზადება განსხვავდება რეგიონების მიხედვით, თუმცა ძირითადად შემწვარი მშრალი კერძია.

ინდოეთის უმეტეს ნაწილში ეს ითვლება დელიკატესად და თხის საუკეთესო ნაწილად.


ეს კერძი მოხარშული კვერცხს მოგაგონებთ, რომელიც დნება პირში. ძირითადად არის ხოლმე ცხიმიანი, რადგან ქოლესტერინის მაღალი შემცველობა აქვს. მაგრამ ამავე დროს, იგი მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინი B12, რკინით და ცილებით.





5. სან-ნაკჯი ცოცხალი რვაფეხა - სამხრეთ კორეა

image


სან-ნაკჯი "ცოცხალი" რვაფეხა კორეული დელიკატესია და არ არის ისე ცოცხალი, როგორც ჰქვია. რვაფეხას დაჭრიან და ამზადებენ მსუბუქი სუნელით.

ხორცი ერთდროულად ოდნავ საღეჭი და ხრაშუნაა. არომატი ისეთი სუფთა და ცოცხალია, როგორც უახლესი ზღვის პროდუქტები, რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ.

თუ მოხდებით სამხრეთ კორეაში ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ.





6. ფრინველის ემბრიონი, იხვის კვერცხი - ფილიპინები

image

უნდა იყოს ორი–სამ კვირიანი იხვის ემბრიონი. ესაა ყველაზე პოპულარული ეგზოტიკური საკვები ფილიპინებში.


ჩვეულებრივ, ტროტუარებზე იყიდება ნაქსოვი კალათი, რომელიც ქსოვილით არის დაფარული, კვერცხი სითბოს შესანარჩუნებლად.

აქვს ქათმის ბულიონს გემო და უმჯობესია დალიოთ თბილი.






7. ხარის თავი - ომანი

image

მას მოგზაურები მაღალ შეფასებას აძლევენ და ამბობენ კიდეც, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი დელიკატესი რაც ოდესმე გაუსინჯანვთ.


ეს არის ტრადიციული კერძი ომანში. მზადდება ნელ ცეცხლზე, ისე რომ ორი დღეა საჭირო მის შესაწველად.




8. ვირთხები - ინდოეთი

image


ადამიანები ვირთხებს ჭამენ? კიიი.

არუნაჩალ პრადეშში ახლად დაჭერილი ვირთხა არის ძალიან სასურველი მენიუს ნაწილი. ვირთხებს წვავენ და საკვებად გამოიყენებენ ძირითადად არუნაჩალ პრადეშის ზოგიერთ ტომში ჩრდილო – აღმოსავლეთ ინდოეთში და ჩრდილო – აღმოსავლეთ ინდოეთის სხვა ნაწილებში.


წააგავს ქათმის გემოს, ოღონდ რეზინის შეგრძნებით. ვირთხებს ფართოდ ჭამენ მსოფლიოს ამ ნაწილებში. ეს კი ითვლება დელიკატესად, რომელიც მზადდება ფესტივალებსა და ოჯახის შეკრების დროს.


ხორცს ხშირად ადუღებენ მარილიან წყალში, ჩილით და ბოსტნეულთან ერთად. გარნირად ამატებენ კოჭას. ზოგჯერ ახალი ხორცისგან შებოლილ ვირთხარს ამზადებენ.




9. აბრეშუმის ჭიები - სამხრეთ კორეა

image

მოგზაურობის დროს ერთ–ერთი ყველაზე უცნაური საკვები, რომელიც შეგიძლიათ გასინჯოთ შეიძლება იყოს შემწვარი აბრეშუმის ჭიები სამხრეთ კორეაში.


"ბეონდეგი" ცნობილი კერძია სამხრეთ კორეაში და ხშირად ამზადებენ მას როგორც ქუჩის სწრაფ კვებაში ასევე ფესტივალებზე. მას სპეციფიკური სუნი აქვს ხოლმე, თუკი ეს გადალახეთ შეიძლება მოგეწონოთ კიდეც შემწვარი აბრეშუმის ჭიები.




10. ქოქოსის ჭიები - ვიეტნამი

image


ვიეტნამში ქოქოსის ჭიები იმდენად ჩვეულებრივი საკვებია, რომ მას სუპერმარკეტებში შეფუთულსაც კი ნახავთ, ჩვეულებრივი ხორცის გვერდით.


ეს მუხლუხოს მსგავსი ჭიები კვერცხებს დებენ ქოქოსის შიგნით, შემდეგ იზრდებიან და ქოქოსს ანადგურებენ, მაგრამ ჭიები დელიკატესია ვიეტნამელებისთვის, რომლებიც მათ მრავალი გზით ჭამენ. ხან მოხარშულს, ხან შემწვარს, ხანაც უბრალოდ უმს.


ისინი ყველაზე პოპულარული სამხრეთ ვიეტნამშია, რადგან აქ თვლიან, რომ ისინი აძლიერებენ მამაკაცის სექსუალურ შესაძლებლობებს.




11. აქლემის ბურგერი - მაროკო

image

მაროკოს საიმპერატორო ქალაქებიდან უძველესი ფესი, როგორც ჩანს, დროში გაყინულია. ქალაქის ძველი გალავანის ნაწილი, ფეს ელ-ბალი, არის შუასაუკუნეების მედინა, რომელიც აღიარებულია, როგორც აფრიკის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. მედინა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ურბანული სატრანზიტო ზონაა.


აქლემის ხორცის ჭამა აქ ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ბაზრებში გასეირნებისას ხშირად შეგხვდებათ აქლემის გიგანტური თავები, რომლებიც ხორციხ სადგამზე კაუჭებითაა ჩამოკიდებული.


აქლემის ხორცი უფრო ძვირია, ვიდრე მისი საქონლის და ცხვრის. საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი და ის უკეთეს ხორცედ ითვლება.




12. დურიანის ხილი - სამხრეთ აზია

image

მას ხილის მეფეს უწოდებენ და მისი ჭამა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია შესაძლებელი.

თუმცა მას აქვს ისეთი სუნი, რამაც შეიძლება გადაგაფიქრებინოთ მისი დაგემოვნება.




13. ეგზოტიკური ქუჩის საკვები ჩინეთში

image


აზია სავსეა ეგზოტიკური საკვებით, რომლებიც ზოგიერთისთვის შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეს, მაგრამ სხვისთვის სავსებით მისაღებია. განსაკუთრებით ჩინეთი არის უცნაური საკვები პროდუქებით.

ზოგიერთ მათგანში შედის ცხვრის პენისი, თევზის ტყავი, გველის გული, იხვის თავი, ჯოხე მოხვეული მორიელები, თუ შემწვარი ობობები.

რატომ აქვს ჩინეთში ასეთი უცნაური საკვები? ზოგი ვარაუდობს, რომ ჩინეთში შიმშილობის ისტორიის გამო, როდესაც ადამიანები მიირთმევდნენ ყველაფერს, ზოგი რთული საკვები მენიუში დარჩა. სხვები თვლიან, რომ უხეში საკვები მხოლოდ ტურისტების გასართობად არსებობს.




15. ბაყაყის ფეხები - საფრანგეთი

image


თუკი გიკვირთ ვინ ჭამს ბაყაყის ფეხს, გეტყვით, რომ 100 მილიონი ბაყაყი გაჰყავთ ველური ბუნებიდან ყოველწლიურად საკვებად გამოსაყენებლად.

ფრანგები გაცილებით დიდი მომხმარებლები არიან. აშშ მეორე უდიდესი იმპორტიორია, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაყაყის ფეხები გავრცელებულია ფრანგულ სამზარეულოში, ის მსოფლიოს მრავალ ნაწილში არის დელიკატესი.

ბაყაყებს კომერციულად ზრდიან გარკვეულ ქვეყნებში, მაგალითად ვიეტნამში. ამბობენ, რომ იგი მდიდარია ცილებით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, A ვიტამინით და კალიუმით.








თქვენ რომელი მათგანის გასინჯვას გარისკავდით?










1
314
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
314
  
2021, 11 აპრილი, 21:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1