x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ფრთხილად! - სკვერში საბავშვო ატრაქციონებზე დამაგრებული „ბრიტვით“ ბავშვმა დაზიანება მიიღო
image


მორიგი ვანდალური ფაქტი თბილისის ქუჩებში. მიზანმიმართული ქმედებების შედეგად შესაძლოა მცირეწლოვანმა ბავშვებმა სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღონ.


სოციალური ქსელის მომხმარებელმა ფეისბუქზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ ატრაქციონებზე, ე.წ. ბრიტვები იყო დამაგრებული.

მისივე თქმით, „ბრიტვები“ იმავე სკვერში, ქვიშაშიც იყო ჩამალული. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში მოქალაქეთა აღშფოთება მოჰყვა. ბოროტმოქმედის ამ ქმედებას ყველა მათგანი ერთმნიშვნელოვნად გმობს და საქციელს გაუმართლებელს უწოდებენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისი ჩამდენიც ამ ქალაქში ცხოვრობს.


,

გთავაზობთ მომხმარებლის პოსტს, რომელიც ამ ფაქტის თვითმხილველია:

.

„როგორი არაადამიანი უნდა იყო, რომ ეს გაიფიქრო და გააკეთო, შოკში ვარ!

საზოგადოებას და მშობლებს გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყოთ სათამაშო მოედნებზე, ბავშვების უსაფრთხოება ჩვენ უნდა დავიცვათ ამ არაადამიანური და სატანის მოციქულებისაგან!

ასეთები უნდა დაისაჯონ კანონით!“– წერს მომხმარებელი.

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0