x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეგან მარკლის და პრინცი ჰარის სკანდალური ინტერვიუ: სუიციდური აზრები, რასიზმი და ჭორები სამეფო ოჯახში

image

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ორსაათიანი ინტერვიუ ოპრა უინფრისთან ეთერში კვირა დღეს გავიდა. ინტერვიუს დროს მეორე შვილის სქესიც გაამხილეს. წყვილი ამჯერად გოგონას ელოდება.


მეგანის თქმით, მაშინ, როდესაც პირველ შვილს, არჩის ელოდებოდა, შეატყობინეს, რომ ბავშვს პრინცის სტატუსი არ მიენიჭებოდა, შესაბამისად არ ეყოლებოდა დაცვაც, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრებს მუდამ უკან დაჰყვებიან. ეს კი ტრადიციების უხეში დარღვევა იყო.image


“მათ არ აქვთ ტიტულის წაღების უფლება . როდესაც ორსულად ვიყავი, შემატყობინეს, რომ ტრადიციების შეცვლა სურდათ სპეციალურად არჩისთვის. საინტერესოა რატომ? ფიქრი იმაზე, რომ ჩვენი შვილი უსაფრთხოდ არ იქნება, და ის აზრი, რომ არჩი პირველი ფერადკანიანი წევრი იქნებოდა სამეფო ოჯახში და ტიტულს არ მიიღებს, როგორც სხვა დანარჩენი წევრები..."

მეგანის თქმით, სამეფო ოჯახში ძალიან ღელავდნენ არჩის კანის ფერზე, რა მოხდებოდა, ზედმეტად მუქი ფერის კანი რომ ჰქონოდა?


მართალია ოპრამ რამდენჯერმე სცადა დაეზუსტებინა თუ ვინ ღელავდა არჩის კანის ფერზე, მაგრამ მეგანმა ამ კითხვაზე პასუხი არ გასცა, ჰარიმ კი მხოლოდ ის თქვა, რომ ამ თემაზე რამდენიმე საუბარი ჰქონდა, მაგრამ მის შესახებ არასოდეს არ მოყვებოდა.

“ იმ მომენტში უბრალოდ ძალიან უხერხულადდ ვგრძნობდი თავს, შოკში ვიყავი"

გარდა ამისა, პრინცმა ისიც ახსენა, რომ დღემდე ნაწყენია თავის ოჯახზე იმის გამო, რომ ბრიტანულ ტაბლოიდებთან მეგანის დაცვა სამეფო ოჯახს არც კი უფიქრია.

რაც შეეხება ქეით მიდელტონთან კამათს. ტაბლოიდებმა ჭორები გაავრცელეს, რომ ქორწილის დღეს მეგანმა ქეითი ტირილამდე მიიყვანა. მეგანმა კი ინტერვიუში ყველაფერი სხვაგვარად აღწერა. მისი თქმით ტირილამდე თვითონ მივიდა და არა ქეითი. მათ კამათი ბავშვების კაბის ფერზე მოუვიდათ, და ბოდიშის მოხდის მიზნით მოგვიანებით ქეითმა ყვავილებიც გაუგზავნა.

კიდევ ერთი სენსაცია. როგორც აღმოჩნდა, მეგანს და ჰარის ოფიციალურ ქორწილამდე 3 დღით ადრე ჰქონდათ პატარა ცერემონია, სადაც მხოლოდ ორნი იყვნენ ეკლესიაში და ჯვარიც დაიწერეს. ხოლო მოგვიანებით ქორწილის დიდი ცერემონია სპექტაკლი იყო საზოგადოებისთვის.image

მეგანმა ისიც აღიარა, რომ ამეფო ოჯახთან ცხოვრების პერიოდში თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა და თავის მოკვლაზე ხშირად უფიქრია.

“ძალიან ნათელი, ნამდვილი და საშიში აზრები მაწუხებდა... ჩემი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა."

დახმარება სამეფო კარის მაღალჩინოსან თანამშრომლებს სთხოვა, უნდოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, მაგრამ უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ ეს ამბავი პრესის ზედმეტ ყურადღებას მიიქცევდა. გარდა ამისა, წასვლა არც შეეძლო, რადგან პირველივე დღეებში საბანკო ბარათები, მართვის და პირადობის მოწმობა და პასპორტი ჩამოართვეს და ამის გამო თავს ნამდვილ ტყვეობაში გრძნობდა.image

პრინცი ჰარის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ ინგლისიდან წამოსვლას. ამის შესახებ ოჯახის წევრებს და რა თქმა უნდა დედოფალს, ელიზაბეტ მეორესაც შეატყობინა. ოჯახში საბოლოო განხეთქილება კი წყვილის ავსტრალიაში ვიზიტის გამო მოხდა. იმ დროს მისმა “ნათესავებმა" თითქოს ეჭვიანობა დაიწყეს მეგანის გამო, მას ხომ ხალხთან ძალია კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მეგანმა დაამატა, რომ ამ მგზავრობის დროს არავინ ეხმარებოდა. თვითონ მოუწია ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და სახელმწიფო ჰიმნიც თვითონ ნახა.




0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0