x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
"ჩანაწერებს კახი კალაძეს ტენის, კვალს ფარავენ, ნეტა ვის გამო?"'- ელისო კილაძე მორიგ სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ღარიბაშვილის ფრთა ცდილობს აღნიშნული სკანდალური ჩანაწერების რეალური გამკეთებლის კვალი დაფაროს და მისი გაკეთება დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიაწეროს: "ქართული ოცნების" ღარიბაშვილის ფრთა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს კახი კალაძეს ტენის, და ამ ხმებს ავრცელებს აქტიურად (ძირითადად, ბიძინასთან მისატანად) სრული ბოდვაა - თბილისის მერს ოტოსთან წვდომა არა აქვს. რეალურ კვალს ფარავენ და ნეტა ვის გამო?" - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათში" "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერა ივანიშვილისა და პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფარული სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, სადაც მათი მხრიდან ფეისბუქ კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებული ძალადობრივი ანგარიშსწორება განიხილებოდა. ფარულ აუდიო ჩანაწერში ასევე სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც მონაწილეობდა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება უკვე დაიწყო.







0
404
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
404