x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არა მარტო 8 მარტი - ქალთა საპატივცემლოდ კიდევ რა დღესასწაულები არსებობს?
image


8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გენდერული დღესასწაულია არა მხოლოდ აქ ჩვენში, არამედ მსოფლიოში. მაგრამ 8 მარტის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია: სადღაც იგი გახდა ქალურობისა და სილამაზის ზეიმი, ხოლო სადღაც - თანასწორობისა და თავისუფლების ღირებულების შეხსენების მიზეზი.


თუმცა 8 მარტი ქალებისადმი მიძღვნილი ერთადერთი დღესასწაული არ არის. მთელი წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში და ცალკეულ ქვეყნებში, არის დღეები, როდესაც ქალებს ყურადღებას უთმობენ. ეს არის პროფესიული დღესასწაულები, ტრადიციული ფესტივალები და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი მიღწევების თარიღები.



1-დედის დღე-მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი ქალთა დღესასწაული, რომელიც დედობას და საზოგადოებაში დედების როლს ეძღვნება. იგი 40 – ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელთა უმეტესობა მაისის მეორე კვირაზე მოდის.აშშ-ში დედის დღე 1914 წლიდან აღინიშნება, სამოქალაქო აქტივისტის, ანა ჯარვისის ძალისხმევით, რომელიც ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის იბრძოდა და რომელსაც დედა გარდაეცვალა.




2-სოფლის ქალების საერთაშორისო დღე-15 ოქტომბერი არის კიდევ ერთი საერთაშორისო დღესასწაული, სახელწოდებით სოფლად მცხოვრები ქალთა საერთაშორისო დღე. ეს დღე ოფიციალურად დააწესა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს, რეზოლუციაში აღნიშნულია, ”სოფლელ ქალთა მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის მკვიდრი ხალხის წარმომადგენელი ქალები და მათი წვლილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დაჩქარებაში”.



3-საერთაშორისო ქალთა დღე ინჟინერიაში-23 ივნისი - ინჟინერიაში ქალთა საერთაშორისო დღე. ის პირველად დაარსდა ბრიტანელ ინჟინერ ქალთა საზოგადოების მიერ 2014 წელს, ხოლო იუნესკომ 2016 წელს აღიარა და ერთი წლის შემდეგ გახდა საერთაშორისო. ეს დღე ეძღვნება ქალთა დამსახურებას ინჟინერიის სფეროში და ამ როლში ქალის როლის ამაღლებას.



ქალთა დღესასწაულები ქვეყნების მიხედვით:


ქალთა თანასწორობის დღე (აშშ)-26 აგვისტო, თარიღი შემთხვევითი არ არის, 1920 წელს, ზუსტად მაგ დღეს დამტკიცდა აშშ-ს კონსტიტუციის მე -19 შესწორება, რომელიც ქალებს აქტიური საარჩევნო უფლება მიენიჭათ.



გოგონათა დღე-(იაპონია)-ანუ "ჰინამაცური" აღინიშნება 3 მარტს, ასევეა ცნობილი, როგორც "თოჯინის დღეს"-ამ დღეს იაპონელები ლოცულობენ გოგონების ჯანმრთელობისთვის და ბედნიერებისთვის. ჰინამაცური ჯერ კიდევ ჰეიანების პერიოდიდან არის ნახსენები(794-1185).


დედის დღე(სომხეთი)-7 აპრილი, 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანამ განიხილა 8 მარტის სახალხო დღესასწაულებიდან ამოღების და მისი "დედის დღით" ჩანაცვლების საკითხი. შედეგად, ამჟამად ისევე როგორც ჩვენთან საქართველოში, ორივე დღესასწაული აღინიშნება.


ქალთა ნაციონალური დღე(სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)-9 აგვისტო-ეს დღე ქვეყნის ისტორიაში სამახსოვრო მოვლენას ეძღვნება: 1956 წელს პრეტორიაში მთავრობის შენობასთან 20 ათასზე მეტმა ქალმა მოიყარა თავი აპრეტეიდის კანონების გასაპროტესტებლად. ქალები 30 წუთის განმავლობაში იდგნენ მდუმარედ მთავრობის შენობასთა, რის შემდეგაც შეასრულეს სიმღერა, რომლის სათაურიც შეიძლება ითარგმნოს როგორც "როდესაც ქალზე ხელი ასწიეთ, კლდეს შეეჯახეთ".


ნაციონალური ქალთა დღე-(მოზამბიკა)-7 აპრილი-ასევე ცნობილია როგორც მოზამბიკელი ქალის დღე. დღესასწაული დაწესდა ეროვნული გმირის ჟოზინა მაჩელის ხსოვნისთვის, რომელიც 1971 წელს იმ დღეს გარდაიცვალა.

ჟოზინა მაჩელი იყო ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზამორა მაშელის მეუღლე, მაგრამ ცნობილი გახდა, როგორც მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტის აქტივისტი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.


ნაციონალური ქალთა დღე(ტუნისი)-13 აგვისტო-1956 წელს, ამ დღეს, მიიღეს პირადი სტატუსის კოდექსი, რომელიც ქალებს აღიარებდა სამართლის სუბიექტებად. პრემიერ-მინისტრ ჰაბიბ ბურგიბას მიერ მიღებულმა კოდექსმა გააუქმა პოლიგამია, შემოიღო განქორწინების სამართლებრივი პროცედურა და ქორწინების წინაპირობა ორივე პარტნიორის ორმხრივი თანხმობა გახადა.


აფრო-ლათინური, აფრო-კარიბული და აფრიკელი ქალების საერთაშორისო დღე-(სამხრეთ ამერიკა)25 ივლისი-ეს დღე პირველად 1992 წელს აღინიშნა, როდესაც დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართა აფრო-ლათინო-ამერიკული და აფრო-კარიბული ქალების პირველი სამიტი რეგიონის 32 ქვეყნიდან. ამ შეხვედრის მთავარი თემა იყო რასიზმისა და სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.



მთავარი ფოტო:იტალიელები ვარდისფერ ბერეტებში აღნიშნავენ 8 მარტს

0
35
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0