x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქალთა საერთაშორისო დღე
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო.

ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი და საფუძველი ჩაუყარეს რაღაც ახალს.

რაც გადიოდა წლები უფრო მასშტაბური ხდებოდა 8 მარტს პროტესტი.კოპენჰაგენში ჩაატარეს პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია.სწორედ, ამ ყრილობაზე გადაწყდა ქალთა საერთაშორისო დღის დანიშვნა კლარა ცეტკინის ინიციატივით.8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.

ქალთა საერთაშორისო დღე არ არის სპეციფიკური რომელიმე ქვეყნისთვის, ჯგუფისთვის და არც ორგანიზაციისთვის.იგი კოლექტიურად ეკუთვნის ყველა ჯგუფს. გლორია სტეინემ, მსოფლიოში აღიარებულმა ფემინისტმა, ჟურნალისტმა და აქტივისტმა ერთხელ განმარტა: ”ქალთა ბრძოლის ამბავი თანასწორობისთვის არ ეკუთვნის არც ერთ ფემინისტს, არც ერთ ორგანიზაციას, არამედ ყველას, ვინც ადამიანის უფლებებზე ზრუნავს. ასე რომ ქალთა საერთაშორისო დღე თქვენს დღედ აქციეთ და გააკეთეთ რაც შეგიძლიათ, რომ მართლაც მოახდინოთ პოზიტიური ცვლილებები ქალებისთვის“.


ნიშანდობლივია, რომ ამ დღეს აქვს თავისი ფერები.მეწამული, მწვანე და თეთრი არის ქალთა საერთაშორისო დღის ფერები. იასამნისფერი ნიშნავს სამართლიანობასა და ღირსებას, მწვანე იმედის სიმბოლოა, თეთრი წარმოადგენს სიწმინდეს, თუმცა სადავო ცნებას. ფერები წარმოიშვა ქალთა სოციალური და პოლიტიკური კავშირისგან დიდ ბრიტანეთში 1908 წელს.

1945 წელს სან-ფრანცისკოში ხელი მოეწერა გაეროს წესდებას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად იქცა პირველ საერთაშორისო შეთანხმებად, რომლითაც გამოცხადდა მამაკაცისა და ქალის თანასწორობა.“მსოფლიოში შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება და ეს სიტუაცია მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ქალებისთვის. ერთი მხრივ, გლობალიზაციის პროცესი და ტექნოლოგიების სფეროში რევოლუციური ცვლილებები ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მეორე მხრივ კი ჩვენ ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ქვეყნების ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკის ცვლილება, არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, არასტაბილური გამომუშავება, ხვალინდელი დღის შიში. ყველა ეს საკითხი აუცილებელია ქალთა ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცების ძალისხმევის კონტექსტში გავითვალისწინოთ“, — მიიჩნევენ გაეროში.

საწუხაროდ ეს ფრაზები, რომ ქალის უფლება აღიარებულია და თანასწორია მამაკაცის, არ იკვეთება რეალობაში და ძალიან ცუდად გვესახება, არიან ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მორალური ძალადობის, წნეხის ქვეშ.თითქოს ხმის ამოღებისაც ეშინიათ და კვლავ, სამწუხაროდ, ხდებიან მსხვერპლნი თავიანთი დუმილის, თუმცა, თუ დააკვირდებით ძალიან ძლიერი ქმნილებაა ქალი, მიუხედავად ნებისმიერი მის წინაშე აღმართული ბარიერისა, მას გააჩნია საოცარი უნარი ნებისყოფის, მოთმინების, მამაცნი, უფლების მოყვარულნი და მებრძოლნი არიან.ეს გენდერული სტერეოტიპები რაღაც საცეცებით არის მოდებული, მაგრამ ქალები სულ უფრო აქტიურად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ქალების წარმატება აშკარაა იმ სფეროებშიც, რომლებიც ტრადიციულად მამაკაცების საქმიანობის სფეროებად ითვლებოდა.იმის გამოყოფაც, რომ რაღაცა მამაკაცთა სფეროდ ითვლება, თითქოს აკნინებს, ქალს, როგორც მოქალაქეს.

ეს არის დღე, როდესაც ყველა ქალი ამაღლებულ განწყობაზეა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს რომ, ყოველ დღე უნდა იყვნენ ბრწყინვალე განწყობით, როდესაც ქალს ყვავილებს და საჩუქრებს უძღვნიან ბედნიერებისგან შეუძლიათ ვარსკვალვებს ეთამაშონ, იგაზაფხულონ ასე მარტივად ყოჩივარდებით, იებით და მიმოზებით.

თითქოს რაღაცით ცდილობენ შემატონ ამ დღეს მეტი ელფერი, იმ დროს როდესაც ყურადღება ყველაზე დიდი განსაკუთრებულობაა.რომ არ გავაგრძელო ბევრი იმანუელ კანტიმ თქვა, საქართველო ლამაზმანების ორანჟერეა გახლავთ.და კიდევ, ქალზე მშვენიერი არაფერია სამყაროში

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი და საფუძველი ჩაუყარეს რაღაც ახალს.

რაც გადიოდა წლები უფრო მასშტაბური ხდებოდა 8 მარტს პროტესტი.კოპენჰაგენში ჩაატარეს პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია.სწორედ, ამ ყრილობაზე გადაწყდა ქალთა საერთაშორისო დღის დანიშვნა კლარა ცეტკინის ინიციატივით.8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.

ქალთა საერთაშორისო დღე არ არის სპეციფიკური რომელიმე ქვეყნისთვის, ჯგუფისთვის და არც ორგანიზაციისთვის.იგი კოლექტიურად ეკუთვნის ყველა ჯგუფს. გლორია სტეინემ, მსოფლიოში აღიარებულმა ფემინისტმა, ჟურნალისტმა და აქტივისტმა ერთხელ განმარტა: ”ქალთა ბრძოლის ამბავი თანასწორობისთვის არ ეკუთვნის არც ერთ ფემინისტს, არც ერთ ორგანიზაციას, არამედ ყველას, ვინც ადამიანის უფლებებზე ზრუნავს. ასე რომ ქალთა საერთაშორისო დღე თქვენს დღედ აქციეთ და გააკეთეთ რაც შეგიძლიათ, რომ მართლაც მოახდინოთ პოზიტიური ცვლილებები ქალებისთვის“.

ნიშანდობლივია, რომ ამ დღეს აქვს თავისი ფერები.მეწამული, მწვანე და თეთრი არის ქალთა საერთაშორისო დღის ფერები. იასამნისფერი ნიშნავს სამართლიანობასა და ღირსებას, მწვანე იმედის სიმბოლოა, თეთრი წარმოადგენს სიწმინდეს, თუმცა სადავო ცნებას. ფერები წარმოიშვა ქალთა სოციალური და პოლიტიკური კავშირისგან დიდ ბრიტანეთში 1908 წელს.

1945 წელს სან-ფრანცისკოში ხელი მოეწერა გაეროს წესდებას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად იქცა პირველ საერთაშორისო შეთანხმებად, რომლითაც გამოცხადდა მამაკაცისა და ქალის თანასწორობა.“მსოფლიოში შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება და ეს სიტუაცია მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ქალებისთვის. ერთი მხრივ, გლობალიზაციის პროცესი და ტექნოლოგიების სფეროში რევოლუციური ცვლილებები ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მეორე მხრივ კი ჩვენ ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ქვეყნების ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკის ცვლილება, არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, არასტაბილური გამომუშავება, ხვალინდელი დღის შიში. ყველა ეს საკითხი აუცილებელია ქალთა ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცების ძალისხმევის კონტექსტში გავითვალისწინოთ“, — მიიჩნევენ გაეროში.

საწუხაროდ ეს ფრაზები, რომ ქალის უფლება აღიარებულია და თანასწორია მამაკაცის, არ იკვეთება რეალობაში და ძალიან ცუდად გვესახება, არიან ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მორალური ძალადობის, წნეხის ქვეშ.თითქოს ხმის ამოღებისაც ეშინიათ და კვლავ, სამწუხაროდ, ხდებიან მსხვერპლნი თავიანთი დუმილის, თუმცა, თუ დააკვირდებით ძალიან ძლიერი ქმნილებაა ქალი, მიუხედავად ნებისმიერი მის წინაშე აღმართული ბარიერისა, მას გააჩნია საოცარი უნარი ნებისყოფის, მოთმინების, მამაცნი, უფლების მოყვარულნი და მებრძოლნი არიან.ეს გენდერული სტერეოტიპები რაღაც საცეცებით არის მოდებული, მაგრამ ქალები სულ უფრო აქტიურად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ქალების წარმატება აშკარაა იმ სფეროებშიც, რომლებიც ტრადიციულად მამაკაცების საქმიანობის სფეროებად ითვლებოდა.იმის გამოყოფაც, რომ რაღაცა მამაკაცთა სფეროდ ითვლება, თითქოს აკნინებს, ქალს, როგორც მოქალაქეს.

ახალგაზრდები ცვლილებებისათვისimage

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო აღაჯანაშვილი
ნინო აღაჯანაშვილი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0