x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ვინ უსმენს ბერას, პრემიერს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს
image


ერთი დიდი უცნაური რამ არის ამ ამბავში. ვინ უსმენს და იწერს ამ პერსონებს, რომლებიც დიდი თანამდებობის პირები არიან. (ეს ჩანაწერები არის ოცნების ხელისუფლების დროინდელი) ვინ უსმენს ბერას?

სუსში არის სპეცჯგუფი, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარებიან და ის უსმენს დაწყებული საკუთარი ოჯახიდან, ყველა თანამდებობის პირს? საუბარი აღარ არის ოპოზიციაზე.

თუ ეს ასეა, წარმოგიდგენიათ რამხელა ცინიზმი იყო, მოსმენების კანონის მიღება? ან რა საჭიროა კანონი თუ ქვეყანაში არსებობს ლუი მეთექვსმეტე და ლუი მეთეექვსმეტეა მთლიანად სახელმწიფო?.
უბრალოდ, წარმოიდგინეთ რა ხდება ჩვენს თავს, თუ აქ საკუთარ ოჯახის წევრებსაც უსმენენ.
ნუთი ასე ყვნად არებული დემოკრატია იარაღია ვინ სად რას ფიქრობს, იმის გასაგებად და დასასჯელად? არ მინდა ვიფიქრო, რომ დემოკრატია მხოლოდ სატყუარაა. თუმცა ისიც ნაკლებად მჯერა, რომ დემოკრატიის პრნციპი ნამდვილად და ასი პროცენტით ხალხის ინტერესისთვისაა თავიდანვე შექმნილი.

ასეთ დემოკრატიას სჯობს, ხმას არ იღებდე საერთოდ, როგორც იყო ეს ღია ტოტალიტარულ-დიქტატორული სსრკ-ს დროს. მაშინაც შიშით დუმდნენ, თუმცა არავინ ახვევდა თავზე ადამიანებს "დემოკრატიის პრინციპის" პრიორიტეტულობასა და არავინ იწონებდა თავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს!

მეორე ვარაუდით, ეს ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის.
3
80
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
80
  
საქართველოში არ არსებობს და სხვაგან წესით კი. ასეთ ბრალდებებს უყენებენ ადამიანს და მას არ აქვს საშუალება თავი იმართლოს,საქმე გაარჩიოს სასამართლოში. კანონი კი გვაქვს მიღებული ცილისწამებაზე და დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო გაარჩევდა ამბავს და არა თარგამაძე ან გვარამია ტელევიზიით. ჯერ უნდა დადგინდეს ნამდვილობა ჩანაწერის,მერე უნდა გაირკვეს ვინ ჩაწერა და რა მიზნით,მერე მონაწილეთა ბრალეულობაზე უნდა იმსჯელონ და ბევრი პროცედირაა კიდევ. სამწუხაროდ,არ გვაქვს დემოკრატია და არც საზოგადოება გვყავს გონიერი. დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებელი დამოუკიდებელი სასამართლო და კერძო საკუთრებაა,რაც ილახება ამ ამბავში. ადამიანს თავის მართლების საშუალებას არ ვაძლევთ,ხოლო მის საკუთრებაზე(უფრო მამამისის) წარწერების გაკეთებას ლამობენ მავანნი,რაც კანონ დარღვევაა. კერძო საკუთრებაზე რაღაცის გაჯღაბნა მესაკუთრის ნებართვის გარეშე არის ვანდალიზმი და თუ ეს ასეა,მაშინ ბერას და ირაკლას საქციელიც დამახასიათებელია ვანდალებისთვის. არცერთი მხარე არაა მართალი,უფრო მეტიც დამნაშავეტა ბრბოა. ეს არის მოკლედ შეფასება ამ ამბავის
2021, 8 მარტი, 1:29
ძალიან საინტერესო ვარაუდებია. დასაფიქრებელი
0 1 3