x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შავი ნიორი - ნოვაცია, რომელიც ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე ჯადოსნურ ზემოქმედებას ახდენს

image


პოპულარულ შავ ბოსტნეულში, შავ სიმინდსა და პომიდორთან ერთად, შედის შავი ნიორიც.

შავი ნიორი შავი ბოსტნეულის მოდაში ახალი განაცხადია. იგი პირველად გამოჩნდა 2008 წელს, აშშ-ში და შავი ნივრის პოპულარობა დღემდე არ იკლებს.

ასეთი უჩვეულო, შავი შეფერილობის მისაღებად ნიორი ფერმენტაციის სპეციალურ ტექნოლოგიას გადის, რის შედეგადაც ბოსტნეულში ანტიოქსიდანტების რაოდენობა ორმაგდება. ნივრის ფერმენტაციის პროცესი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, პალატებში, ყველა კლიმატური პარამეტრის (ტემპერატურის, ტენიანობის, მათი თანაფარდობისა და ხანგძლივობის) მკაცრად დაცვით და მოიცავს 1 თვეს.

საკმაოდ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ბოსტნეულში წარმოიქმნება მელანოიდინი, რომელიც განსაზღვრავს ნივრის შავ ფერს. გარდა ამისა, ბოსტნეული იძენს ანტიბიოტიკურ თვისებებს. შავ ნიორში არსებული დიდი ოდენობით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს.

იცვლება ნივრის მახასიათებლები გემოს თვალსაზრისითაც. იგი კარგავს თავის მკვეთრ სუნს, გამაღიზიანებელ თვისებებს, ხდება უფრო ტკბილი, ნივრის არომატის შენარჩუნებით, ხოლო კონსტიტენციით (სისქით) ემსგავსება ქიშმიშს.

შავი ნიორი გამოიყენება არა მხოლოდ სოუსებში, სალათებში, პიურესა და სხვა კერძებში, არამედ, კულინარიული დამუშავების გარეშეც, შეგიძლიათ, მიირთვათ, როგორც მშრალი ხილი - ჩირი. ფერმენტირებული შავი ნიორი აბსოლუტურად ბუნებრივია, 100 %-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, ახლადშეძენილი თვისებებით.

0
108
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0