x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"დანაშაული სახეზეა... ღარიბაშვილი უნდა გადადგეს!” – ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში "ნოდარ მელაძის შაბათის" დღევანდელ ანონს ეხმიანება, სადაც პრემიერ ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი. კილაძის თქმით, სახეზეა სამოხელეო დანაშაული, რომლის გამოც გამოძება დაუყონებლივ უნდა დაიწყოს, ხოლო აღნიშნული გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მისივე თქმით, ღარიბაშვილი დაკავებული თანამდებობიან აუცილებლად უნდა გადადგეს: "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასვლის მერე პრემიერი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს! სამოხელეო დანაშაული სახეზეა- ძალადობის წახალისების და დანაშაულის დაფარვის ჩათვლით! გამოძიება უნდა დაიწყოს და მოიძებნოს ის სკოლის მოსწავლე, რომელიც კომენტარის გამო დასაჯეს!!! და ვინც ამ მოძალადეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდება, ისიც მსგავსი ნაძირალაა !მიშას დროს ვერც ბერა ბლატაობდა ასე, ვერც ღარიბაშვილი და ვერც ჩუბინიძე! მიშას დროს ბერას ფეისბუქიც არ ჰქონდა!(კომენტარსაც ვერავინ დაუწერდა) მიშას დროს ღარიბაშვილი ბიძინას კლერკი იყო და ჩუბინიძე დაცვა-ტელეფონზე ლაპარაკი არ სჭირდებოდათ. მიშას დროს ბიძინა ვინ იყო ის არ იცოდა ხალხმა, მით უფრო, ბერა! p.s. ჩანაწერი ახალია და იტეხეთ ახლა თავები, ვინ უსმენდა სუსში ბერას!"- წერს კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.













0
416
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
416