x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მსოფლიოში უძველესი სათვალე

image




რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისტორიაში პირველად სათვალეების გამოყენება დაიწყეს შორეული ჩრდილოეთის რეგიონებში და არა ცხელ ქვეყნებში, სადაც მზე დღითიდღე ასხივებს.



ესკიმოსებმა და ჩრდილოეთ რეგიონების სხვა ხალხმა კარგად იცოდნენ თუ რა არის თოვლის სიბრმავე. დღისით თეთრი თოვლი ირეკლავდა მზის სხივებს, რაც მოსახლეობისთვის მარტივი არ იყო ყურება. გარდა ამისა იწვევდა თვალის დაზიანებას. აქედან გამომდინარე, ძველი მოსახლეობა ეძებდა გამოსავალს თვალების დასაცავად. მათ მოიფიქრეს ისეთი რამ, რომელსაც შეეძლო მზის ინტენსივობის შემცირება. ასე შეიქმნა მსოფლიოში პირველი სათვალე ვიწრო ჭრილებით, რომელიც თანამედროვე სათვალეების პროტოტიპი გახდა. ამ ფორმის სათვალე მნიშვნელოვნად ზღუდავდა მხედველობას, თუმცა ნაკლებად აღწევდა მზის სხივები.

ჩვეულებრივ ამ სათვალეებს ამზადებდნენ ხისგან ან ძვლისგან. პირველი სათვალე აღმოაჩინეს ძველი ბერინგის ზღვის კულტურის წარმომადგენლების ბანაკის შესწავლის დროს. ამ სათვალის თარიღი დაახლოებით 2000 წელია.






0
143
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0