x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გამომცემლობა „პალიტრა L“ „დიდი მხატვრების“ სერიას იწყებს - ხმა მიეცით საყვარელ მხატვარს და მიიღეთ მისი ალბომი ყოველთვე
image


ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დარგი - მხატვრობა - ვერ იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ არა სხვადასხვა პერიოდში, მსოფლიოს სხვადასხვა დროს მოღვაწე ისეთი ნიჭიერი მხატვრები, როგორებიც არიან: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო და სხვ.


ცნობილი მხატვრების ნამუშევრები მსოფლიოს ყველაზე დიდ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. ბევრი მათგანი რიგითი ადამიანების თვალისთვის მიუწვდომელიც კია, თუმცა გამომცემლობა „პალიტრა L“-ის სერია „დიდი მხატვრები“ საშუალებას გაძლევთ უდიდესი მხატვრების ბიოგრაფიებსა და ნამუშევრებს გაეცნოთ, სხვადასხვა დროსა თუ ქვეყანაში იმოგზაუროთ.


„დიდი მხატვრების“ ალბომებით ყველა დროის საუკეთესო მხატვრების შემოქმედებას გაეცნობით. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები წიგნებში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინახავთ.



ტექნიკურ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ალბომების შინაარსიც. „დიდი მხატვრების“ სერია თქვენითვის ერთგვარი გზამკვლელი გახდება და მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შესახებ აქამდე უცნობ ბიოგრაფიულ ინფორმაციას გაგაცნობთ. მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება ორმაგად საინტერესოა იმიტომაც, რომ არაერთ ნახატს სწორედ ცხოვრებისეული ფაქტები თუ მოვლენები უდევს საფუძვლად.


ხმა მიეცით საყვარელ მხატვარს და მიიღეთ მისი ალბომი ყოველთვე


გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველ საშუალებას აძლევს თავად შეარჩიონ, რომელი მხატვრის ალბომის დათვალიერებას ისურვებენ. ხმის მიცემის წესები და პირობები მარტივია:



  • 1-ლი მარტიდან თვალი გადაავლეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, შეარჩიეთ თქვენი რჩეული 12 მხატვარი და შეაგროვეთ უნიკალური ალბომები;
  • მკითხველს ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა ექნება საყვარელი 12 მხატვარი აირჩიოს 30-დან. მხარდაჭერის გზით, მკითხველი წყვეტს, თუ რომელი მხატვრის ალბომი დაიბეჭდება მომდევნო თვეში;
  • ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე 24 საათში ერთხელ. ამისათვის საჭიროა გახსნათ მხატვრის პროფილი ვებგვერდზე, აარჩიოთ თქვენთვის სასურველი შემოქმედი და მისცეთ ხმა.

მიღებული ხმების მიხედვით გამარჯვებული მხატვრის ალბომი 2021 წლის მაისიდან ყოველთვე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა. მკითხველს საშუალება ექნება გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სპეციალურ ფასად შეიძინოს.



0
13
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0