x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგრის უჩვეულო სახეობა - იცით, საიდან გავრცელდა და რისთვის იყენებენ მას?

image




ბოთლის გოგრას, ჩვეულებრივ ლაგენარიას სხვადასხვა სახელი აქვს; ყელიანი ("გორლიანკა"), ჭურჭლის გოგრა, გველისებრი ლაგენარია, ინდური კიტრი, ვიეტნამური ყაბაყი და კალაბასი.

image

ლაგენარია გოგრისებრთა ოჯახის ერთწლიანი მცოცავი ლიანას წარმომადგენელია, რომელსაც მეტად საინტერესო ნაყოფი აქვს. აქვს რამდენიმე ფუნქცია: ქორფა, ახალი ნაყოფი გამოიყენება საკვებად, ხოლო გადამწიფებულისაგან ამზადებენ საკვები პროდუქტების შესანახ და წყლის ჭურჭელს. ასევე, ლაგენარიასაგან ამზადებენ მუსიკალურ საკრავებს (სიმებიანს, დასარტყმელს, ჟღერადს), მოსაწევ მილებს (ნარგილე, ჩიბუხი), საყოფაცხოვრებო ნივთებს, სხვადასხვა ხელნაკეთობას, სათამაშოებსა და სუვენირებს. გოგრის ღეროებისაგან ქსოვენ კალათებსა და მზის ქუდებს.

imageლაგენარიასაგან დამზადებული ყელიანი ჭურჭელი

ბოთლის გოგრის გამხმარ ნაყოფს საკმაოდ ძლიერი, მკვრივი კედლები აქვს. ამიტომ ანტიკურ ხანაში (ჯერ კიდევ თიხის ჭურჭლის გამოყენებამდე) იგი ფართოდ გამოიყენებოდა ყოფა-ცხოვრებაში. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ლაგენარიასაგან დამზადებული სამზარეულოს ჭურჭელი, რომელიც ძვ. წ. 4000 წლით თარიღდება.




image





გოგრა ლაგენარია იპოვეს ეგვიპტურ სამარხებსა და ძველჩინურ ხელნაწერებშიც იგი იხსენიება, როგორც "ბოსტნეულის დედოფალი". არის ცნობა, რომ ძველი ჩინეთის იმპერატორის ბაღში ეს ლიანა (ხვეული, მცოცავი მცენარე) იზრდებოდა, როგორც დეკორატიული მცენარე.

image

ლაგენარიას, ბოთლის გოგრის სამშობლოდ მიიჩნევა აფრიკის კონტინენტი, კერძოდ, ზიმბაბვეს ტერიტორია, საიდანაც იგი გავრცელდა ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში: სამხრეთ ამერიკაში, შუა აზიასა და ჩინეთში.

image

ლაგენარიას ნაყოფს აძლევენ სხვადასხვა ფორმას. დღეისათვის ძირითადად გამოჰყავთ მსხლის, ქინძისთავის, ან ჯოხის სახით. შეიძლება, გაიზარდოს 2 მ და 10 სმ. სიგრძის. ერთ ძირი საშუალოდ ისხამს 10-15 ნაყოფს, თითოეული ნაყოფი 500-1500 გრამია (ნახევარი კილოდან კილონახევრამდე). ლაგენარიას აქვს თეთრი ყვავილები, რომელიც ღამე იშლება, დღე კი იკუმშება, იძინებს.


0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0